part 44

1.1K 76 10
                                    

რომ ენახა რამდენიმე დარტყმაზე ბევრად მეტს იზამდა.ამ ფიქრებმა ცუდად გამხადა.სახლისკენ გზა გავაგრძელე.

-არა,შენ არ გჭირდება არავის ცემა,-გამეცინა.

სიცილი ირეოდა მარილიან წვეთებთან ნატკენების გარშემო.

-კარგი,-ხმაში სიხარული შევატყე,-მინდა ვახშამი მოვამზადო...ჩვენთვის,-გაჩერდა.-ნუ,როდესაც ვამბობ მოვამზადო ვგულისხმობ შეკვეთას.დამთანხმდები ხო?
-რათქმაუნდა,-გამეღიმა,წამით დამავიწყდა მომხდარი,მაგრამ რეალობას მალევე დავუბრუნდი.ჩემი სახლის შესასვლელში,სარკში ჩემს გამოსახულებას მივაჩერდი.
-ჰარი, უნდა გავთიშო.-ვთქვი მე.
-კარგი,მოგვიანებით ვილაპარაკოთ პატარა.
-კარგად,-დავიჩურჩულე.
-კარგად ლამაზო.

საუბარი დავასრულე,ტელეფონის ხელში ჭერა აღარ შემეძლო.სახლში შესვლისთანავე ძირს დავვარდი,ფეხები მოვკეცე,ზურგით კარებს მივეყრდნე და ავსლუკუნდი.ჯერ ისევ შეშინებული ვიყავი,ტირილს ვერ ვწყვეტდი
თავი 44

საბანში გახვეული,ორი დღე ვიწექი და თავს დაცულად ვგრძნობდი.დაზიანებულ ადგილებს დავხედე თუ არა შიშმა ამიტანა.ტუჩებზე დასიებას ჯერ კიდევ არ გადაევლო,ყელზე კი უმნიშვნელო ჩალურჯებები მქონდა.ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო,თითებით ტელეფონს შევეხე,დავხედე,ჰარის სახელი დავინახე და ნერწყვი გადავყლაპე. რაც შეიძლება მშვიდი და გაწონასწორებული ხმა უნდა მქონოდა,რადგან ჰარის ნერვიულობის საბაბი არ მიცემოდა.

-ბო?
-ჰარი...
-შენ არ გითქვამს რომ თავს ცუდად გრძნობდი,დღეს მოგაკითხე რათა წამომეყვანე თუმცა პოპიმ მითხრა რომ არ იყავი კარგად.
-ბოდიში ჰარი,უნდა შემეტყობებინა შენთვის-სიმართლე რომ გითხრა არც მიფიქრია ამაზე.
-ახლა როგორ გრძნობ თავს? -ჰარიმ ეს სიტყვები ცოტა არ იყოს უცნაური ტონით წარმოთქვა.
-ყველაფერი წესრიგში მაქვს,მადლობა ჰარი.
-მოგვიანებით მოვალ შენს მოსანახულებლად.
-არა,არა დღეს თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ,არ არის საჭირო.
-სულ ერთია,მე ყველა ვარიანტში მოვალ შენს სანახავად დღეს.
-მ-მე მე თვითონ მოვალ-ჩუმად ვთქვი და ტელეფონი გავუთიშე.

DARK(completed)Where stories live. Discover now