part 43

1.1K 73 4
                                    

მე და დენი ბოლოები დავრჩით,მაღაზია ჩვენ უნდა დაგვეკეტა,რადგან სტივი ქალაქში არ იყო-ოჯახის მოსანახულებლად წავიდა.ალბომებს ვნახულობდი და ანბანის მიხედვით ვალაგებდი.ეს ჩემს მოვალეობაში შედიოდა,რომელსაც უკვე მივეჩვიე,კლიენტები ყოველთვის არასწორ ადგილას დებდნენ დისკენს.მაღაზია ცარიელი იყო,დენი ამოწმებდა შეკვეთებს უკანა ოთახში.

მთელს შენობაში კარის გაღების ხმა გაისმა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ჩემი საქმე გავაგრძელე.

-მაპატიეთ,ჩვენ დახურულები ვართ,-დავიყვირე.

„თ“ სექციისკენ გავემართე.დავფრთხი,როდესაც ჩემს უკან მძიმე ნაბიჯის ხმა გავიგე.გული მიგრძნობდა,რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო-წასვლას არ აპირებდა.

-გამარჯობა ლამაზო.

დავიძაბე.ეს ხუჭუჭა ბიჭის მოსალმება ჩემში ყოველთვის ჟრუანტელს იწვევდა.ქვედა ტუჩი ამიკანკალდა,მუცელი ამიწრიალდა.პლასტმასის ჩავარდნის ხმაზე შევხტი,დისკი რომელიც მეჭირა ხელიდან გამივარდა.აკანკალებული ხელი პირისკენ წავიღე,რომ დამემალა აჩქარებული სუნთქვა,რომელიც მალე სლუკუნში გადაიზრდებოდა.სითბოს ვგრძნობდი,რომელიც ჩემს უკან მდგომისგან მოდიოდა.

ეს არ იყო ჰარი.

ვერ ვინძრეოდი,ადგილს მივეყინე.ის სწრაფად მწვდა ხელში და თავისკენ მიმაბრუნა.ჩემი მოლოდინი გამართლდა-დავინახე ადამიანი,რომელიც ჰარიმ რინგზე დაამარცხა.შანსი არ მქონდა.ის იყენებდა სიმაღლეს შესაშინებლად-ეს იყო მისი მიზანი,როდესაც მომიახლოვდა.ტატუები მის ხელზე გამოირჩეოდნენ,მათ ჩემი ყურადღება ადრეც მიიპყრეს.ამ ბიჭთან მარტო დარჩენის არანაირი სურვილი არ მქონდა.ერთადერთი ვინც მჭირდებოდა იყო-ჰარი.

-ნუთუ შენ არ გაგიხარდა ჩემი ნახვა,ბო?-გამიღიმა სკოტმა.

მის ღიმილზე დამბურძგლა.

-შემეშვი,-დავუყვირე და ხელი გამოვგლიჯე.

სკოტს ამაზე გაეცინა.

DARK(completed)Where stories live. Discover now