part 22

2K 106 15
                                    

*ჰარის ნაწილი*
ხელები კიმის მხრებისკენ წავიღე რომ მომეშორებინა, ჩემი საქციელით გაკვირვებული ჩანდა, გავცხარდი როცა სახეზე ირონიული ღიმილი მოეფინა, ენა გამოჰყო და ტუჩებზე გადაისვა, სიამოვნებისგან ამოიოხრა, სანამ კვლავ ხელს მკერდზე დამადებდა მაჯაზე მაგრად მოვუჭირე.
ეს მაშინ მოხდა როცა ის დავინახე, ბოო..ის დიდი მანძილის მოშორებით იდგა, მოგვშტერებოდა და წყლიანი თვალები ცრემლის მოლოდინში იყო, როგორც კი ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა ცრემლის წვეთი უცებ მოიშორა, თავი მარჯვნისკენ გააბრუნა, მე ზუსტად ვიცოდი რას აპირებდა, გაქცევას.
ვუყურებდი როგორ ერეოდა ოთახში ხალხს, უცებ გაუჩინარდა მის სხეულს უამრავ ადამიანში ვეღარ ვხედავდი, ვაპირებდი გავყოლოდი და კიმმა მისი გრძელი ფრჩხილები კუნთზე დამადო და მოლოდინში განაბულმა შემომხედა, ბრაზი უფრო იზრდებოდა ჩემში, ტუჩები მის ტუჩებს გამოვგლიჯე და ხელი ვკარი.
თვალები შიშით დაქაჩა როცა კედელთან მივამწყდიე
-მეორედ ჩემთან და ბოსთან მოახლოებაც აღარ სცადო! გესმის?!-დავუყვირე
ვიცოდი რომ ეშინოდა, მაგრამ ამ წამს ყველაზე ნაკლებად ეს მაინტერესებდა, კიმმა ახლა ისე აღმიქვა როგორც მტერი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემი ძალადობა უკვე მასვე მიუბრუნდა, მაგრამ არც ის და არც სხვა გოგო არ ყოფილა ჩემი მიზანი. მინდოდა ბრაზი ქალზე არ გადამეტანა როგორც მამაჩემი იქცეოდა, კიმს კანკალი აუტყდა როცა ხელები მის მაჯებს მოვაშორე, და გეზი გასასვლელისკენ ავიღე.
კარი გავაღე, ჩაბნელებულ ქუჩაში ბოს კვალი არ იყო, მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე ვიცანი, მისი გრძელი მუქი ფერის თმით მირბოდა ბო და ყველა მისით მოხიბლული თვალს აყოლებდა
-ბოო!!
ის არ გაჩერებულა და ჩემი ხმის გაგონებაზე სიჩქარეს მოუმატა, მე კი მასთან საუბარი მჭირდებოდა, არ მაინტერესებდა თუ ეს რაიმე სცენის დადგმას გავდა, ერთადერთი რაც ახლა მაინტერესებდა ბო იყო
-ბო დაიცადე!
-ჰარი თავი გამანებე!-იყვირა
დავიბენი როცა შენელდა, ხელი ფეხსაცმელებს დაავლო და გაიხადა ოდნავ წაბორძიკდა მაგრამ მერე წონასწორობა დაიჭირა, როცა ტროტუარზე გადავიდა ნაბიჯებს დაუჩქარა, ფეხსამელი კი მარჯვენა ხელში მჭიდროდ ჰქონდა დაჭერილი, ის მირბოდა მე კი მას ვედევნებოდი, გულმა ველური სიჩქარით დაიიწყო ძგერა როცა განაგრძო სირბილი ისე რომ მანქანების მოძრაობას ყურად არ იღებდა, სამარისებური ხმის ექო გამეფდა ღამის არეაში, მაგრამ ბო ამას არც კი იმჩნევდა, გულს მტეკნდა ის რომ ბოს ასე საშინელი სურვილი ჰქონდა იმისა რომ ჩემგან გაქცეულიყო
-ბო, შეჩერდი!
მიდევნება გავაგრძელე, მისი ჩქარი ნაბიჯები მაოცებდა მიუხედავად ჩვენი განსხვავებული წონისა და ჩემი მასზე გრძელი ფეხებისა, ის კვლავ აგრძელებდა სირბილს მე კი ვცდილობდი დამეჭირა, ბომ პარკში გამიძღვა.
აუზის წინ გარშემოწერილობა ბუნდოვნად ნათელი იყო, ბუნების მაცდურმა სილამაზემ მეც გამიტაცა. მაგრამ ხეებს შუა არსებული სიბნელე მაინც არ იყო სასიამოვნო საყურებელი, არცერთ შემთხვევაში მას არ გავუშვებდი, აქ არა! უცებ შევნიშნე მისი პატარა სხეული რომელსაც დაღლა ეტყობოდა, ამით ვისარგებლე და მისი დაჭერა ვცადე.
*ბოს ნაწილი*
ადრენალინი რომელსაც გამოვყოფდი თანდათან ქრებოდა, გონება გადატანილი მქონდა ფეხის კუნთების დაღლაზე, პანიკაში ჩავვარდი როცა გავაცნობიერე როგორ ახლოს იყო ჰარი ჩემთან, მისი მძმე სუნთქვის ხმას კი მესმოდა და ამას ჩემი გაძნელებული სუნთქვაც ერწყმოდა რომელსაც პირიდან ვუშვებდი
-გიჟი ხარ?! შეიძლება მომკვდარიყავი! მეორედ ასე აღარ გაიქცე!
ავცახცახდი როცა ხელი მაჯაზე მჭიდროდ დამავლო და მისკენ შემაბრუნა,
ჰარის გამბედავი ქცევებით გაოცებული ვიყავიი და ფეხსაცმელი ბალახზე დავყარე,გონებაში უცებ გამიელვა იმ საშინელმა მომენტმა რაც ცოტა ხნის წინ დავინახე, რასაც კიმი და ჰარი შვრებოდნენ კბილის კრაჭუნით მივიტანე ჩემი მარჯვენა ხელი მის ლოყასთან მან ავტომატურად თავი შემოაბრუნა
-გამიშვი!-უხეში ტონით ვუთხარი
თუმცა ჰარი ამ სიტყვებზე არც შეღონებულა, ხელები გამიშვა. მე ზურგით ხესთან ვიყავი, ჰარის დიდი ხელის შეხება ჩემს ლოყაზე და მაშინვე უკან გავიწიე, პირისპირ ჰარისთან თვალის გასწორებას თავს ვარიდებდი ჰარი კი ცდილობდა მისი გაეტანა
-გაჩერდი!-დავიყვირე
მას თვალებში ვერ ვუსწორდებოდი, ტკივილი გულის არეში რომელიც რამოდენიმე ხნის დავინახე კიდევ უფრო მძიმდებოდა
-მე მასზე არ მიკოცნია!-ხმა გაზარდა
-ამას როგორ უარყობ?! მე დაგინახე!-გაოცებულმა წარმოვთქვი ეს სიტყვები
თავი გააქანა და შესაბამისად კულულებიც შეირხია
-მან მაკოცა..
მე წარბი შევკარი და მზერა მივაპყარი ჩვენს შუაში არსებულ მიწას, ჩემი ფეხები ჰარის ფეხებთან განსხვავებით ძალიან პატარა ჩანდა და ნესტიანი ბალახი ჩემს ფეხებს აგრილებდა, სიბრაზე თითქოს ნელმა ნიავმა წაიღო.
თვალები დავხუჭე და ვიხსენებდი იმ ჰარის არასასიამოვნო სახეს კიმის მოახლოებისას
-ბო-თქვა ჰარიმ მშვიდად
რატომ აკოცებდა ჰარი კიმს თუ მას ის არ მოსწონს?
ჩემს კანზე მის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი, ეს გრძნობა კი ჩემს მთელ სხეულს ათბობდა, თავი შევაბრუნე, მისი ცხვირი ჩემს ლოყას შეეხო, მისმა მაცდურმა სურნელმა გადაიტანა ჩემი ყურადღება
-ბო,უნდა მენდო
ჰარის თბილი ტუჩები ჩემი ტუჩის კუთხეს მიადო, მე არ განვძრეულვარ კოცნით ჩემს ლოყებამდე ავიდა და ახურებულ ლოყებზე კოცნა დატოვა, ჩემი გონება ამ ინტიმურმა შეგრძნებებმა წაშალა, ხელი თმაში შევუყავი. მან ჩუმად ამოიკვნესა როცა მისი კულულები ჩემს თითებში მოვიქციე და ჩემსკენ მივწიე რომ მანძილი ჩამეხშო
-მინდა იცოდე რომ ეს სიმართლეა!..
მის თვალებში ამოკითხულმა სიძლიერემ სუნთქვა შემიკრა, მან თავი უძლურად მაგრძნობინა.. ის უფრო მომიახლოვდა და ხვეულები ხელებში ამებნა
-მე შენი ვარ-ჩუმად თქვა-თუ შემინარჩუნებ შენი ვიქნები..
მისმა სიტყვებზე სუნთქვა კვლავ შემიწყდა, მის ლამაზ სახეს ვერ ვშორდებოდი. ვუყურებდი როგორ იღიმოდა როცა მის ფეხებს უახლოვდებოდი,
ტუჩები მისსას შევახე, ჰარიმ კაშკაშა თვალები მაშინვე დახუჭა როცა ზედა ტუჩი "ავლოკე" დიდი ხელი ჩემს თეძოს შეახო და როგორც კი დავილაპარაკე თითები უფრო მაგრად მომხვია
-მინდიხარ!-ჩუმად ვთქვი
დავიხარე ჩემი სხეული ჰარის სხეულში იყო გახლართული მის მხრებს ვეჭიდებოდი რომ არ ჩავკეცილიყავი, მივხვდი რომ საქმე უფრო რთული იყო ვიდრე ჩანდა როგორც კი ჰარიმ მისი თეძო ჩემსას შეახო, მისი ხვეული თმის შეხება ვიგრძენი როცა კისრის წოვა და კბენა დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი რომ ეს თბილი მომენტი ყოველთვის მემახსოვრებოდა.
ჩვენი სუნთქვა მაშინაც მძიმე იყო როცა ჰარიმ გაიწია, ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და მომაშტერდა
-ჩემი შეყვარებული იყავი..-მშვიდად თქვა
არც კი ვიცოდი ეს შეკითხვა იყო თუ უბრალოდ სიახლ, მაგრამ არც მაინტერესებდა, როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დავხარე მაშინვე მის მშვენიერ სახეს ღიმილი მოეფინა და ღრმულები გამოაჩინა, ხელები მის წელს შემოვხვიე და მაგრად ჩავეხურე, სანამ მომეხვეოდა გავიგონე მისი სიცილის ხმა, ის ჩემს თავს ეამბორებოდა მე კი მისი სურნელით ვტკბებოდი, ჩვენს ირგვლივ სიბნელე არ მაშინებდა ჰარის თბილი ჩახუტება დარდსა და შიშს კარგავდა ჩემში და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი
-წავედით..
მივდიოდით მაგრამ ჰარის წელს ხელებს არ ვუშვებდი, თითებით კი ფეხსაცმლის ქუსლებზე ვიყავი ჩაჭიდებული სანამ ბილიკს მივუახლოვდებოდით ჰარიმ ხელი მხარზე შემომხვია. ჰარიმ გაიღიმა, ჩემი ტუჩებს კი მის ლოყებს მაშინაც არ ვაშორებდი როცა მივდიოდით
***
ჩემი კარის წინ დავდექით, მორცხვად გავიღიმე როცა ჰარიმ ჩემი ხელი მის ტუჩებთან მიიტანა და სანამ დააბრუნებდა აკოცა, მისი შეხება ძალიან ნაზი და თბილი იყო, მიახლოვდებოდა და მზერას არ მაშორებდა, კოცნა ძალიან ვნებიანი იყო, ჩვენი ენა ერთად მოძრაობდა რომ ერთმანეთი შეგვეგრძნო
სუნთქვა მიძნელდებოდა, თითებით ტუჩებს ვეხებოდი რომ გადამემოწმებინა ეს კოცნა ნამდვილი იყო, ჰარიმ ენა გამოჰყო და ჩემი ტუჩების გემო რომელიც მისზაზე დარჩენილიყო კვლავ დააგემოვნა
-ღამით აქ დარჩი..-ჩუმად ვთქვი
მან თავი გააქანა,თითები ერთმანეთს გავუყარეთ და შიგ შევედით, ჰარიმ კარი ჩაკეტა....

DARK(completed)Where stories live. Discover now