part 30

1.8K 106 20
                                    


ჰარიმ ადგილი დაიკავა სკამზე,რომელზეც ჩვეულებრივ მე ვიჯექი როდესაც ის ხალხს ავარჯიშებდა. საერთოდ მე წიგნი მომაქვს ხოლმე და ველოდები თუ როდის მორჩება იგი მუშაობას.ტომი სულ ცოტახნის წინ შემოგვიერთდა. მე ისევ რომანის კითხვას ვაგრძელებდი ისინი კი ბოქსზე საუბრობდნენ,მაგრამ ჩემი გონება ისევ რეალობაში დაბრუნდა მაშინ როდესაც რაღაც საინტერესო მოვისმინე მათი დიალოგიდან. ჩხუბი.გავიგე თუ არა ეს სიტყვა წიგნი ეგრევე გვერდით გადავდე.ჰარიმ შეამჩნია ჩემი უცაბედი ინტერესი რომელიც მათი საუბრის მიმართ გამოვავლინე,მე მას დაინტერესებული მივჩერებოდი.მათ ლაპარაკი შეწყვიტეს,როდესაც ჰარიმ ხელი მომკიდა.

-ბო,მე ჩხუბი მომიწევს-მითხრა მან.
მან ხელი გამიშვა და მიბრუნდა რათა ტომთან საუბარი გაეგრძელებინა.

-დაიცადე, რა? -გაოგნებულმა თავის ქნევა დავიწყე-შენ მითხარი რომ,არ მონაწილეობდი ჩხუბებში.
-ვიცი,მაგრამ რაღაც შეიცვალა... პარასკევ საღამოს.

მათ საუბარი განაგრძეს მე კი მათთან ახლოს ვიჯექი... ვიჯექი,ჩემს ხელებს დავყურებდი და თითებს ვათამაშებდი,თან ვიხსენებდი თუ როგორ მეუბნებოდა ის რომ მას ხშირად უჩხუბია თავისზე ძლიერებთანაც კი მაგრამ ყოველთვის იგებდა.სახე შემეჭმუხნა და ჰარის მხარზე ჩავჭიდე ხელი,მან გამომხედა და ცოტა არ იყოს გაოცებული ჩანდა.

-ის შენს წონის კატეგორიას მიეკუთვნება ?

იგი დუმდა,თან მე მიყურებდა,თითქოს თავისთავს ებრძოდა რომ არ ეთქა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
-ჰარიი..-უკვე ტონს ავუწიე.
მე თითები კანში ჩავაჭირე,მაგრამ იმედგაცრუება ვიგრძენი როდესაც მან უბრალოდ ჩაიცინა.
-შენ საყვარელი ხარ როდესაც ბრაზობ.
მე გავიწიე ის კი ხელებს ლოყებზე მითათუნებდა.იგი ცდილობდა ჩემი ყურადღება რაიმე სხვაზე გადაეტანა და მისი გეგმა მოქმედებდა იქამდე სანამ ჩანაფიქრს მივუხვდი.

-მორჩი ამას და გამეცი ჩემს კითხვაზე პასუხი-მკაცრად ვუთხარი მე.
იგი შეიჭმუხნა როდესაც ჩემ ტონს მოუსმინა,გაიღიმა და ლოყებზე პატარა ღრმულები გამოუჩნდა.
-არა..

DARK(completed)Where stories live. Discover now