შესავალი: ახალი სემესტრი

808 64 30
                                    


ყოველდღე პროფესორი ნამჯუნი უსმენს მოსწავლეების შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაკვეთილებს შორის. ის ძირათადად ყურადღებას აქცევს მოსწავლეებს რომლებიც არც ისე ჩუმად ჩურჩულებენ და ზოგჯერ უცებ აპარებენ თვალებს მისკენ. მან იცის, რომ ისაა მათი საუბრის თემა.

"მისი სახე ძალიან შემაშფოთებელია"

"ის ძალიან მახინჯია"

"გავიგე მისი ტრაკი თმიანია ისევე, როგორც მაიმუნის"

შეურაცხმყოფელი სიტყვები და ჭორები უამრავია და მას ეს მოსწონს კიდეც. ყოველი მცდარი სიტყვა მას ძალას მატებს. ეცინება, როცა ყველა იმას იჯერებს რასაც ხედავენ როდესაც მას უყურებენ. ნამჯუნის გარეგნობა ატყუებს ხალხს, სინამდვილეში იგი სრულიად განსხვავებულია მახინჯისაგან.

"რა გაკვეთილები გაქვს," აღფრთოვანებულმა ყავისფერ თმიანმა ბიჭმა ჰკითხა მეორეს, პარალელურად კი ქუსლებზე ქანაობდა. მის გვერძე მდგომმა შედარებით დაბალმა ბიჭმა მას თავისი სემესტრის განრიგი გადასცა. მაღალი ბიჭის ღიმილი დაჭყანვაში გადაიზარდა. ზიზღით ესღა წაიბურტყუნა "საშინელებაა."

კიმ სოკჯინი. 23 წლის. მოსწავლედ ყოფნის მეორე წელი. ყველაზე მიმზიდველი კაცი პლანეტაზე. არავის მოუსმენია მისი საუბარი ამპარტავნული ტონის გარეშე. ყველაზე მეტ სისულელეს სკოლიდან ნამჯუნზე ყვება. აი მაგალითად, ჯინი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროფესორმა გაიგოს, თუ როგორი მახინჯია. თუ არ ჩავთვლით ამპარტვნულ დამოკიდებულებას, სიუხეშესა და სასტიკ შენიშვნებს, ის საკმაოდ კარგი ადამიანია.

"რა არის საშინელება?"

"საკვების მარკეტინგის გაკვეთილები კიმ ნამჯუნთან გაქვს, ყველაზე მახინჯ პროფესორთან ამ სკოლაში. მისი არსებობა ჩემში ღებინების შეგრძნებას იწვევს. იცის, რომ მახინჯია, თუმცა ყოველთვის თვითკმაყოფილი შეხედულება აქვს. მაღიზიანებს. ფურცლებიდან თავი ამოწია, რათა დაენახა ე.წ. 'უმახინჯესი პროფესორი' კლასის კართან მდგომი.

"ჰეი," ოდნავ დაბალმა ბიჭმა გაუღიმა და იდაყვი გაჰკრა ჯინს, რომელიც უბღვერდა მასწავლებელს. "იმედი მაქვს შენი სილამაზე მასაც გადაეცემა" ჰოსოკს არც კი სჭირდებოდა პასუხი, რადგან იცოდა, რომ ძალიან სასაცილო რამ თქვა ამიტომ დაიწყო ხმამაღლა სიცილი და ტაშის შემორტყმა.

ჯანგ ჰოსოკი. 22 წლის. მოსწავლეობის პირველი წელი 'Bulletproof უნივერსიტეტში'. ბრენდული ტანსაცმელი მის ერთადერთ ინტერესის წყაროს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ამბობს ის მაინც ზიზღით უყურებს ხალხს, რომელთაც არ აცვიათ ხარისხიანი ტანსაცმელი ან რაიმე აქსესუარი. ვერ იტანს იაფფასიან ნივთებს. ეს ამპარტავანი ადამიანი ყველას კარგად ექცევა მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად უხეშად დასცინის ხალხს(შეიძლება სახეზეც ეტყობა).

" უარს ვამბობ ჩემი სილამაზის იმ ბუნების შეცდომისთვის გაზიარებაზე," ის მიაშტერდა 'ბუნების შეცდომას' და ამ საძაგელი სიტყვების წარმოთქმის დროს ხმასაც აუმაღლა.


პროფესორმა კიმმა გაუღიმა ყველაზე უხეშ მოსწავლეებს თავის კლასში კართან მიახლოების თანავე. პირველი ჰოსოკი შევიდა, მან თავი დაუკრა მასწავლებელს თავის ადგილას დაჯდომამდე. მეორეს მხრივ, ჯინი ცოტახანს კიდევ უბღვერდა ახალგაზრდა კაცს. "ძალიან მახინჯია," ჩაიბურტყუნა და ჰოსოკის უკან დაჯდა.

ზარის დარეკვის თანავე პროფესორმა კიმმა მოიხურა კარები და ტაში დაუკრა ყურადღების მიქცევის მიზნით. "მოგესალმებით საკვების მარკეტინგის გაკვეთილზე. მე ვარ პროფესორი კიმ ნამჯუნი." პროფესორმა თითით აიწია სათვალე ოდნავ მაღლა, აიღო თავისი პლანშეტი და პლანშეტის კალამი. შემდეგ ყურადღება გადაიტანა მონიტორზე, რომელიც თავისი პლანშეტის მონიტორს დიდად აჩვენებდა. "მაშ დავიწყოთ."

კიმ ნამჯუნი. 21 წლის. IQ 128. ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელია მათ შორის, ვინც 'Bulletproof უნივერსიტეტში' ასწავლიდა/ასწავლის. ის საკვების მარკეტინგს ასწავლის სამშაბათობით 2საათიდან-4საათამდე და საკვების ბიოტექნოლოგიის პრაქტიკას პარასკევობით 1საათიდან-3საათამდე. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია, მართლაც მოსაწონი. ყველამ იცის, რომ ინტელექტუალურია, რადგან საკუთარი IQ ამოტვიფრული აქვს თავის ვერცხლისფერ პეიჯზე. ნამჯუნის ყველაზე დიდი საიდუმლო: სინამდვილეში ის არაა მახინჯი.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now