XVI

592 48 23
                                    

ნამჯუნს ყელში ამოუვიდა ჯინის საქციელი: ნამჯუნის თავიდან არიდება, ნასროლი მინიმალური რაოდენობის სიტყვები, თვალის არიდება. მას ახსნა სჭირდება ჯინისგან. მას ჯინის ყურადღება სჭირდება. მას ჯინი სჭირდება. მაქსიმალურად შეეცდება იმის გაგებას, რაც აინტერესებს.

ნამჯუნმა გადაწყვიტა, რომ მისი სახლი ბინძური იყო. "ჰეი ჯინ, " იღრიალა მან სამზარეულოში შესვლისას. 'ჯინის' მაგიდის სიახლოვეს ყველგან ფურცლები ეყარა. "დალაგების დროა."

"დაკავებული ვარ," უპასუხა გაღიზიანებულმა ჯინმა. ეზიზღება ასე მოქცევა, თუმცა არაა მზად ნამჯუნთან სასაუბროდ.

"არ მიკითხავს. მაინც უნდა გააკეთო."

"ჩემი ნიშნები კონკიად ყოფნაზე მნიშვნელოვანია." უპასუხა ჯინმა.

ნამჯუნმა თვალები მოჭუტა. "გაეთრიე" ხელს კარისკენ იშვერდა.

სოკჯინს გული გაუჩერდა როდესაც მას შეხედა. იმ კოცნის შემდეგ პირველად, მათ თვალებით კონტაკტი დაამყარეს. სტუდენტმა ამოღერღა "რ-რ-რაა?"

"ან დამეხმარები, ან ახალ საცხოვრებელს იშოვი,"თქვა ნამჯუნმა. სინამდვილეში არ უნდოდა ჯინის წასვლა, თუმცა არც მისი დარჩენა სურდა. მიხვდა, რომ მარტო ყოფნა დაიგნორებაზე უკეთესია.

ჯინს არასოდეს ეგონა, რომ ნამჯუნი იქნებოდა ასეთი... სასტიკი. მტკივნეულია. ამოიოხრა, ერთი ადგილი ასწია და იკითხა "როთი დავიწყო?"

"შენი საქციელით," უპასუხა ნამჯუნმა და სიცილისგან 'გადაბჟირდა'. რამოდენიმე წუთი დასჭირდა დასაწყნარებლად. "კარგი ბოდიში, ამმ..." უხერხულდ მოისვა ხელი კისერზე. "ჭურჭლის დარეცხვაში დამეხმარე."

ჯინი უხერხულად გაემართა ონკანისკენ. "მე გავრეცხავ, შენ გაამშრალე," უთხრა მან. (მას უფრო ქაფი - საპნის ბუშტები უყვარდა.) ნამჯუნიც დაეთანხმა.

ნახევარი რომ გარეცხა ნიჟარა სავსე იყო ქაფით. მათ აკვირდებოდა, ცდილობდა დაეიგნორებინა მის გვერძე მამაკაცი. თუმცა, ჯინი მაინც გრძნობდა ნამჯუნის მისკენ მიპყრობილ მზერას.

სოკჯინმა ქაფი აიღო და ნამჯუნის მიმართულები შეუბერა სული. "მიშტერება სასიამოვნო არაა," თქვა მან. ნამჯუნსაც არ დაუყოვნებია, მოაგროვა ქაფი, აიღო და ჯინს მაიკაში ჩაუგდო.

ჯინმა ღრუბელი დააგდო და იგივე გაიმეორა. "ოუ ახლა ღრმად შეტოპე," მხიარულად თქვა ნამჯუნმა.

მან ონკანის თავი ჯინისკენ გაიშვირა და წყალი შეასხა. სანამ ჯინი სამაგიეროს გადაუხდიდა ნამჯუნმა ცხელი წყლით მთლიანად დაასველა ის.

გაქცევამდე ჯინმა მეტი საპნიანი წყალი შეასხა მოწინააღმდეგეს. სახლში დარბოდა და იღიმოდა, ხშირად უცურდებოდა ფეხი მიზეზი კი სველი წინდები იყო.

ნამჯუნიც გაეკიდა. "შენი აზრით სად მიდიხარ?"

"უნდა მოვფსა!" მოიტყუა. ეცადა საპირფარეშოს კარი დაეხურა, თუმცა ნამჯუნმა იქამდე 'ჩამოუღო' კარი კაკუნით, სანამ დაკეტავდა. ჯინმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა. საშხაპე კარის მოპირდაპირედ იყო, ამიტომ ორივე ვანაში ჩავარდა, უმცროსი ზემოთ მოექცა. ტკივილის მიუხედავად ვერც ერთი წყვეტდა სიცილს.

ყინულივით ცივი წყალი დაესხათ, როცა ნამჯუნმა ონკანი მოუშვა. "ჰაჰ! მთლიანად სველი ხარ," თქვა ნამჯუნმა.

"ისევე, როგორც შენ," უპასუხა სიცილით ჯინმა. ნამჯუნიც იცინოდა და მის ქვეშ მოქცეულ უფროსს უყურებდა. როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ჯინს სუნთქვა შეეკრა. ამდენი ხნის მანძილზე მათი სახეები ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეს მხოლოდ ახლა შეამჩნიეს.

გულები გამალებით უცემდათ, თვალები ერთმანეთის ტუჩებისკენ ქონდათ მიპყრობილი. მოულოდნელად ნამჯუნი წინ გადაიწია და ჯინს გრძელი კოცნა აჩუქა. ორ ადამიანში სიყვარულის ცეცხლი აინთო. წყალი გამაგრილებელი იყო, თუმცა მხოლოდ გულიდან მომავალ მხურვალებას გრძნობდნენ.

როდესაც უმცროსი კოცნას მორჩა ჯინმა დაუბღვირა, "რატომ გაჩერდი?" ნამჯუნს გაეღიმა, ღიმილის დროს ლოყებიც ჩაეჩხვლიტა და ჯინს კიდევ ერთხელ აკოცა. ამჯერად არ გაჩერებულა.

დღის ბოლოს ჭურჭელი კვლავ დასარეცხია, სამზარეულო კიდევ უფრო ბინძური, იატაკზე წყლის გუბეებია. მოკლედ მთელ სახლს სჭირდება დალაგება. დაალაგონ თუ ასევე დატოვონ როგორცაა...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 12, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now