IX. პირველი ვახშამი

296 33 17
                                    

"ღორივით ჭამ" უთხრა ნამჯუნმა ჯინს, როდესაც ჯინი პირში ნუდლსებს იტენიდა

"გადაყლაპე მაინც სანამ საუბარს დაიწყებ" უთხრა ჯინმა. "ეს ყველაფერი არ უნდა მენახა."

"ოუ გთხოვ, ამწამს საჭმლით გამოტენილი პირით საუბრობ"

"ჰო..."აღიარა ჯინმა, ფიქრობდა შემდეგ რა ეთქვა. "მაგრამ მე პირს ვიფარავ, შენგან განსხვავებით!"

ეს ორნი შეყვარებულებივით კამათობდნენ, თუმცა შემდეგ იცინოდნენ. ჯინმა გადაწყვიტა, რომ ნამდვილად მოსწონდა ნამჯუნის ღიმილი. აქამდე როგორ ვერ შეამჩნია მასწავლებლის სილამაზე?

ნამჯუნი საუბარს აგრძელებდა - საჭმლით სავსე პირით - ცდილობდა ვახშამი უხერხული არ გამხდარიყო. ასევე მას უნდოდა კიდეც, რომ ჯინს მასზე მეტი გაეგო, რადგან ის ერთადერთი პიროვნებაა იუნგის შემდეგ, რომელმაც იცის როგორ გამოიყურება სინამდვილეში.

ჯინი სიამოვნებით უყურებდა ნამჯუნს მთელი საღამო. რამოდენიმეჯერ მან შეამჩნია კიდეც, რომ მეორეს მიაშტერდა, როგორც ახლა, თუმცა ამას ვერ წყვეტდა. ნამჯუნი სიმპატიური კაცია, რომელიც იმსახურებს დაფასებას ყოველ დღე, ყოველ წამს.

უყურებდა, როგორ ეცვლებოდა ნამჯუნს გამომეტყველება. ასევე უყურებდა, როგორ უყვებოდა ნამჯუნი ისტორიას ხელების დახმარებით. გაუცნობიერებლად იღიმოდა მაშინ, როცა ნამჯუნი იცინოდა. ღმერთო, როგორ უყვარდა ეს სიცილი.

სავახშმო მაგიდაზე ჯუნი ყვებოდა იმ დროზე, როცა ის და იუნგი ერთად იყვნენ დასასვენებლად. ჯინმა არ იცის დაზუსტებით რაზე საუბრობდა, რადგან არ უსმენდა; ყურადღება მის ტუჩებზე ქონდა გადატანილი. რაც იცის ისაა, რომ ეს ისტორია რაღაც მძიმე სუნზე იყო თვითმფრინავში.

ენთუზიაზმით იკითხა ნამჯუნმა, "ნუთუ ეს გასაგიჟებელი არაა?!"

ჯინი გაწითლდა და მზერა ცარიელ ჯამზე გადაიტანა. ნამჯუნს კითხვაზე კი მხოლოდ მჰ უპასუხა. ჯინი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ესყველაფერი გიჟურად ჟღერდა. არა ის კი არა რაც იმ ამბავში მოხდა, არამედ ის, რომ ჯინი ნამჯუნითაა მოხიბლული. "მ-მე დაგირეცხავ ჭურჭელს," ამოილუღლუღა გაწითლებულმა ჯინმა.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now