XI.

280 41 37
                                    

"მოდი რამე გავაკეთოთ!" სოკჯინი ზედმეტად ენერგიული იყო სტუდენტთან შედარებით პარასკევ ღამით.

ნამჯუნმა პირსახოცით გაშრობილ თმაზე ხელი გადაისვა და შესთავაზა, "მოდი შენ ისწავლე, ხოლო მე ნიშნების ფურცლებს მივხედავ" ეს იმდენად მოსაწყენი იყო ჯინისთვის, რომ ამოიოხრა. ნამჯუნს გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე და სარკაზმით უთხრა, "შემახსენე ჩვენს შორის ვინაა უფროსი."

ჯინმა თვალები გადაატრიალა, ტახტზე დაეცა,
ხელები გადააჯვარედინა და საწყალი გამომეტყველება მიიღო. შემდეგ ჩუმად თავისთვის ჩაიბურდღუნა, "უბრალოდ შენთან ერთად მინდა დროის გატარება."

ნამჯუნმა გაიგო ის, რაც არ უნდა გაეგო. ჯინის უკან დადგა და წინ გადაიხარა. შემდეგ მას ჩასჩურჩულა, "უბრალოდ მასე გეთქვა."

სირცხვილის გამო მთელი სახე უხურდა, სიმხურვალეს ტანზეც გრძნობდა, რადგან ნამჯუნის ტუჩები ძალიან ახლოს იყო. იცოდა, რომ ნებისმიერ წამს დადნებოდა. ყურადღების გადასატანად ტელევიზორი ჩართო.

ტახტზე მის გვერდით ნამჯუნი ჩამოჯდა. მან ჯინს პულტი გამოართვა და საშინელებათა ჟანრის კინო ჩართო. "ნამჯუნ," თქვა ჯინმა ნელა, შესავალზე უკვე აჟრჟოლებდა. "ვერვუყურებ საშიშ ფილმებს," აღიარა.

"არაფერია საშიში" გაამხნევა ნამჯუნმა. "მე აქ ვარ" მაგრამ ნამჯუნს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

ნახევარიც არ იყო გასული, ჯინი ნამჯუნის მხარეს იყო მოკუნტული, ხელები კისერზე ჰქონდა შემოხვეული. უმცროსმა არ იცოდა რა ექნა, ამიტომ იჯდა გაუნძრევლად და ყოველი შიშისგან შეხტომის შემდეგ ზურგზე ურტყავდა.

საშინელებათა მოყვარულმა ნამჯუნმა ისეთი კინო ჩართო, რომელიც ბედნიერად არ მთავრდება. მას უყვარს როცა ყველა კვდება. არაა სახალისო, თუ ვინმე გადარჩება. მეორეს მხრივ, ჯინი არაა საშიში კინოების მოყვარული. მას უნდა ყველაფერი ბედნიერად დასრულდეს. სამწუხაროდ ვერ მიიღებს რაც მას სურს.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ