XIII.

295 37 10
                                    

ნამჯუნმა ახლახანს დაასრულა ქულების დაწერა და უმისამართოდ დააბიჯებდა სახლში დილის 1ლ საათზე. დაღლილი უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ყოფილა. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და გადაწყვიტა გასართობად მძინარე მზეთუნახავი გაეწვალებინა.

ის ფრთხილად აცოცდა თავის საწოლზე, ჯინს ღრმად ეძინა. ნამჯუნი ტკბებოდა ჯინის ყურებით მთვარის შუქზე. შემდეგ ზეწრის ერთი ბოლოთი უფროსს ცხვირზე ხახუნი დაუწყო. ცდილობდა სიცილის შეკავებას, როცა ჯინი ცხვირს ჭმუხნიდა. ასე აგრძელებდა, სანამ ჯინმა (გაუცნობიერებლად) არ ჩაარტყა სიფათში.

ნამჯუნმა მაშინვე გამოსწია ხელი და ცხვირზე მიიდო. როცა დარწმუნდა, რომ სისხლი არ მოსდიოდა, ისევ უფროსის წვალებას დაუბრუნდა, ამჯერად, ყურზე უბერავდა სულს. რამდენჯერაც ყურისკენ წაიღებდა ხელს, ნამჯუნი ჩერდებოდა. ჯინის ხვრინვაზე მას უფრო მეტად ეღიმებოდა.

ის ძილშიც კი მოქმედებდა მის ნერვებზე. ნელ-ნელა აღვიძებდა. "გაჩერდი," ამოიღმუვლა ჯინმა. შემდეგ თავის მხარეს გადაბრუნდა, რომ ყურს ვეღარ მისწვდომოდა. ასე ის ნამჯუნის პირისპირ აღმოჩნდა.

ნამჯუნის სამყარო თითქოს გაჩერდა. ყოველ წამს გულისცემა უჩქარდებოდა. მათი ცხვირის წვერები ერთმანეთს ეხებოდა და მეორეს სუნთქვასაც გრძნობდა.

ნამჯუნმა სუნთქვა შეიკავა, რადგან ჯინმა რამოდენიმეჯერ თვალები დაახამხამა. სოკჯინი არც იყო გონს, ამიტომ მისი ტვინი კარგად არ ფუნქციონირებდა. ბიჭი ვერ ფიქრობდა, როცა გადაიწია და ნამჯუნს აკოცა. გონება მის საქციელებს ვერ აკონტროლებდა. მან უმცროსს მაიკაზე მოკიდა ხელი და მასთან ახლოს მისწია. ჯინს არასოდეს გაუაზრებია ის ფაქტი, რომ ნამჯუნმა მას წელზე შემოხვია ხელები.

ნამჯუნმა არ იცოდა რა დაემართა, მაგრამ როცა ჯინის ტუჩები მისას შეეხო, ამის გაკეთება კიდევ მოუნდა. ისევე, როგორც წვიმა ქარში, მისი ფიქრები ზღვარის გადაკვეთაზე გაიფანტა. მისი საქციელი ჰგავდა მანქანას, რომელიც ყველაზე დიდი სისწრაფით მიდიოდა და უკან მობრუნება არ სურდა.

ნამჯუნმა ცივი ხელები ჯინს პიჟამაში შეუცურა და დაკუნთულ ზურგზე დაადო. უცებ ჯინმა თვალები გაახილა და თითქოს გონს მოეგო.

თვალები სწრაფად გაახილა და დაინახა ნამჯუნის ქუთუთოები. ჯინი გაიწეოდა, თუმცა თავს დააჯერა, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. ყველაფრის მიუხედავად ხშირად არ ხდება, როცა ქრაშთან/პროფესორთან ერთად კოცნით იღვიძებ. მიხვდა, რომ რადგანაც სიზმარია ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ამიტომ მოეშვა და თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცა.

მათი ტანები მაგნიტური ხდებოდა, მათ შორის მანძილი მალევე გაქრა. ჯინის მკლავები მეორეს კისერზე იყო შემოხვეული, ცალი ფეხი კი მის წელზე ედო. ორივეს სექსუალური მოთხოვნილებები საშიშ საფეხურს აღწევდა.

ნამჯუნმა დიდი დანაკარგი განიცადა, როცა ჯინი გადატრიალდა და მას ზურგი შეაქცია. მისი კვნესა გაისმა, როცა ჯინმა ტრაკი მიადო, მან თვალები დახუჭა სიამოვნებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ნამჯუნს მოსწონდა ეს გძნობა, იცოდა, რომ უნდა გაჩერებულიყვნენ. იქ კლდე იყო და თუ ახლა არ გაჩერდებოდა აუცილებლად გადაიჩეხებოდა. უნდა შეჩერებულიყვნენ. ჯინს წელზე მოხვია ხელი და გადმოატრიალა.

ნამჯუნი ნელა წამოდგა და ბიჭს სახეში შეხედა, ვარდისფერ ტუჩებს იკბენდა. "ჯინ," დაიწყო. ბიჭს პირდაპირ თვალებში უყურებდა, "ამაღამ არა."

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now