VIII.

278 42 34
                                    

ჯინმა გაიღვიძა სრულიად უცნობი ოთახის საწოლში. ოთახის კდელები ნაცრისფერია და შავიც აქვს შერეული. შავ მაგიდაზე პატარა ტელევიზორის ხელა კომპიუტერი იდო კარგხარისხიან დინამიკებთან და სხვა მუსიკალურ მოწყობილობებთან ერთად. საწოლზე თეთრი აბრეშუმის ზეწარი იყო გადაგებული. შავი ხალიჩა ოთახის ძირითად ნაწილს ფარავდა. რატომღაც მიუხედავად იმისა რომ ოთახი ნაცრისფერი იყო, თვალს მაინც სიამოვნებდა.

საწოლის უკან უზარმაზარი ოთხკუთხედი ფანჯარა იყო. ფანჯარას არაფერი ფარავდა ამიტომ მზის სხივები პირდაპირ იჭრებოდნენ ოთახში. ჯინმა თვალები მოისრისა და ნელ-ნელა საწოლიდან ჩამოცურდა. მოეშვა, როცა დაინახა, რომ იგივე ტანსაცმელი ეცვა. ნერვიულად გააღო კარები და გაიჭყიტა.

პირველი, რაც დაინახა იყო სამზარეულო. შეამჩნია და მიხვდა, რომ კაცის სახლში იყო. მარცხნივ გაიხედა და დაინახა შავი სავარძელი, რომელზეც საცვლები და დიდი შავი მაისური იყო გადაკიდებული. ნამჯუნმა ვიღაცის თვალები იგრძნო სხეულზე და მიხვდა, რომ ჯინი იყო. ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გაუღიმა ჯინს "შუადღე მშვიდობისა, ჯინ."

შემდეგ ყველაფერი დალაგდა ჯინის თავში. ყველაფერი გააანალიზა. მიხვდა, რომ სექსუალური კაცი სასურსათო მაღაზიიდან პროფესორი კიმია. როგორ აქცევდა ზურგს მას, როგორ მიუგავდა ხმა ნამჯუნისას, და ეს ნაჩხვლეტები ლოყებზე. ჯინმა იცოდა, რომ ამ კაცს იცნობდა.

უცებ ჯინმა გააანალიზა, რომ დამნაშავე იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

უცებ ჯინმა გააანალიზა, რომ დამნაშავე იყო.

"ჯინ? რატომ ტირი?" ნამჯუნი მივიდა ჯინთან. "კარგად ხარ? შეგიძლია მესაუბრო ხომ იცი?" ნამჯუნმა იცოდა, რომ პროფესიონალურობის და არაპროესიონალურობის საზღვარზე იდგა, თუმცა ჯინი ძალიან მოწყენილი ჩანდა ბოლო დღეებში და დახმარება სჭირდებოდა.

სოკჯინმა თავი გააქნია და ამოისლუკუნა. გაუფრთხილებლად შემოხვია უმცროსს კისერზე ხელები და მის მხარზე აქვითინდა. "ძ-ძალ-ლიან-ნ  ვწუხვარ-რ," უთხრა ჯინმა. "ძ-ძალ-ლიან უ-უხეშ-ში ვი-იყავი..."

სოკჯინი ემოციურად გაუწონასწორებელი იყო მას შემდეგ, რაც მასსა და მშობლებს შორის მოხდა. იმის გაანალიზებამ, რომ მშვენიერ კაცს ჩაგრავდა საშინლად აგრძნობინა თავი.

"არაუშავს ჯინ" რბილად ესაუბრებოდა ნამჯუნი და ზურგზე უსვამდა ხელს. "მიჩვეული ვარ. სპეციალურად მოვდივარ დამახინჯებული სკოლაში. მართლა გეუბნები არაუშავს."

"როგორ არა, უშავს!" ჯინის მუხლები მოდუნდა და ნამჯუნს უწევდა მისი დაჭერა, რათა არ წაქცეულიყო. პროფესორს გული მოუკლა მისი ტირილის დანახვამ "დ-დიახ უშავს!"

"კარგი, დამშვიდდი... მოდი ვისაუბროთ, კარგი?" ნამჯუნს მის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია მას შემდეგ, რაც სავარძელში დასვა. ნამჯუნის გასაკვირად ჯინი ცალფეხზე პატარა ბავშვივით დაჯდა და ტირილი დაიწყო.

ჯუნი ოცი წუთი აწყნარებდა ჯინს იქამდე, სანამ მზად იყო სასაუბროდ. ჯინმა არ იცოდა რატომ, თუმცა ყველაფერი სიღრმისეულად მოუყვა ნამჯუნს. უთხრა, როგორ გამოუტყდა ოჯახის წევრებს და როგორ გამოაგდეს სახლიდან. არცერთი დეტალი არ გამოუტოვებია.

ნამჯუნი გაოცებული იყო. ვერ იჯერებდა როგორ შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება ვინმეს საკუთარი შვილისთვის, განსაკუთრებით, თუ მათი შვილი ზრდასრულია. გულს სტკენდა იმის ცოდნა, რომ ჯინი ქუჩაში ცხოვრობდა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე. უცებ დაუფიქრებლად თქვა: "ჩემთან ერთად იცხოვრე."

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now