V. ჩალაგება

286 46 26
                                    

კიმ სოკჯინმა და მისმა მშობლებმა ჩაალაგეს ყველაფერი ჩუმად. დედასა და მამას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ იმის შემდეგ, რაც შვილმა თავისი ორიენტაცია აღიარა. თავიდან ჯინს უნდოდა, რომ მოეჩვენებინა მშობლებისათვის, თითქოს ხუმრობდა, თუმცა მშობლებმა უკეთ იცოდნენ.

დედა ნელა კეცავდა მის ტანსაცმელს და ჩემოდანში ალაგებდა, ხოლო მამა ყუთებში უყრიდა დანარჩენ ნივთებს, არც ადარდებდა რამეს თუ გატეხდა. მათ შორის კი სიჩუმე იყო დასადგურებული.

"ხალხო შეგიძლიათ დამელაპარაკოთ? ვეღარ ავიტან ამ სიჩუმეს! უბრალოდ თქვით რამე," ეხვეწებოდა ჯინი მშობლებს. ცდილობდა მშობლებისთვის თავი შეეხსენებინა.

მამამისმა დატოვა დაცარიელებული თაროები და გვერძე პატარა ოთახისკენ გაემართა, სადაც ჯინი იდგა. "რა გინდა რომ ვთქვა ჰაა?" დაიღრიალა თან იფურთხებოდა.

ჯინმა უფრო ხმამაღალი ხმით უთხრა "ნებისმიერი რამ!"

დარტყმა!

დარტყმამ ტვინი შეურყია. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მარცხენა ლოყაზე ცეცხლი ეკიდა. ცრემლები წამოუვიდა და ხელი იქ მიიდო, სადაც მამამ დაარტყა. ვერ იჯერებდა, რომ ეს მოხდა.

დედამისი აღაშფოთა ამ სანახაობამ. როგორ შეეძლო მის მეუღლეს შვილისათვის დაერტყა.
გამწარდა და დაიკივლა "აღარ გაბედო და მას თითიც არ დააკარო!"

"ოჰ მოკეტე ქალო! იქნებ ასე მაინც დაიწყოს საღად აზროვნება!"  თქვა და კიდევ შემოარტყა, ამჟამად მეორე ლოყაზე.

"მამა გთხოვ. ბოდიში," აღმოხდა ჯინს. წითელ ლოყებზე ცრემლების ნაკვალევი ეტყობოდა. მამამისმა გადაწყვიტა ჯინის გაჩუმება და იმაზე მეტად შემოარტყა, ვიდრე ეს უნდოდა და შემთხვევით ცხვირი გაუტეხა.

"არ გაბედო ჩემთვის მამის დაძახება" დაუღრიალა. უყურა როგორ დავარდა თავისი შვილი მუხლებზე და დაიწყო ისტერიკულად სლუკუნი. სისხლიც შეამჩნია, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ მას ეს არ ადარდებდა.

მამამისმა პირველად ასწია მასზე ხელი მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არ იკმარა და უარყო კიდეც ჯინი, როგორც შვილი. კიმ სოკჯინი ძალიან ცუდადაა. რომ სცოდნოდა, რომ ამ ყველაფერს ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა თავის საიდუმლოს მიწაში ჩაიტანდა.

კიდევ ერთი მაგარი შემორტყმის ხმა გაისმა ოთახში. ამჯერად ჯინი არ ყოფილა მსხვერპლი. მან ნელა აწია თავი და თვალებს ვერ დაუჯერა. მამამისს ხელი მარჯვენა ლოყაზე ედო და დედას გაოცებული უყურებდა.

დედა ცრემლიანი, თუმცა გაბრაზებული სახით იყურებოდა. "როგორ შეგეძლო?" "ის ხომ ჩვენი შვილია!"

მამამ დაიღრიალა "ამიერიდან აღარ!" შემდეგ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ცოლს ხელი ჰკრა იმდენად ძლიერად, რომ ქალი მიწაზე დავარდა. ბატონმა კიმმა ქალს დაარტყა. უბრალოდ ქალს კი არა, თავის მეუღლეს. ქალი დამარცხდა, თავი მუხლებში ჩარგო და ისტერიკულად აქვითინდა.

მის მშობლებს ასე არასოდეს უჩხუბიათ. რა თქმა უნდა იყო რამოდენიმე კამათი, თუმცა ასეთი კივილი და ძალადობა?! არასოდეს!

"წაეთრიე" დაიღრიალა მამამისმა. "დღეიდან ეს შენი სახლი აღარაა. არც დორმში წასვლაზე იფიქრო. შენ ჩემი შვილი აღარ ხარ და შენთვის არაფრის გადახდას არ ვაპირებ."

სოკჯინი წამოდგა და ნახევრად ჩალაგებული ჩემოდანი შეკრა. აიღო DS და მობილურის სატენი იატაკიდან, ასევე მანქანის გასაღები მაგიდიდან, მხრებზე ჩანთა მოიკიდა და გაუჩინარდა. მიდიოდა და სისხლიან ნაკვალევს ტოვებდა. უკან, კი  არც ერთხელ მოუხედავს.

გაბედულად ჩააგდო ზურგჩანთა და ჩემოდანი სატვირთოში. ჩაჯდა მანქანაში და კარი ძლიერად მოიჯახუნა. მანქანა კი დაძრა, თუმცა წასასვლელი არსად ჰქონდა. ტარების დროს მას ერთი ხელი საჭეზე ეკიდა, ხოლო მეორე კი ცხვირზე.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ