IV. ჯინის აღიარება

320 47 26
                                    

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა," უთხრა მან საკუთარ თავს და მშობლების სახლში შეაბიჯა. ჯერ არ გადასულა სახლიდან, თუმცა დაგეგმილი აქვს სკოლის მახლობლად დორმში გადასვლა შემდეგ კვირას.

ყავისფერთმიანი ბიჭი შვებით დაეცა დივანზე და ის-ის იყო NintendoDS-ის თამაში უნდა დაეწყო, რომ კარში მამამისი შემოვიდა.

"ვაუ, სახლში მალე დაბრუნდი," თქვა სოკჯინმა და ფეხზე წამოდგა. "მოდი დაგეხმარები." მამამისთან მივარდა, ყავისფერი პიჯაკი გამოართვა და საკიდზე ჩამოკიდა.

"აჰ, მადლობა. დედაშენი ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდეს. გვესიამოვნება გარკვეული დროის შვილთან ერთად გატარება, სანამ ჩალაგებას დაიწყებს და გადავა,"
უხსნიდა, თან პერანგის ღილებსა და ჰალსტუხს იხსნიდა.

ბატონი კიმი. 46 წლის. ბიზნესმენი. იქამდე, სანამ თავისი შვილი წარმატებულია საკუთარ ცხოვრებაში, ისიც ბედნიერი და კმაყოფილია. ორმაგად ბევრს მუშაობს შვილის მომავლისათვის. ბატონ კიმს მართლაც უყვარს თავისი შვილები იქამდე, სანამ ისინი იმ ჩარჩოებში ეტევიან, რომელიც თავად შეუქმნა.

ანერვიულებული ქალბატონი შემოვიდა წინა კარიდან და შვილის ყურება დაიწყო. "ძალიან მომენატრები," აღმოხდა მას. ჯინს გაეღიმა და დედას ჩაეხუტა.

"ჰეი ქალბატონო! ის ჯერ არ მიდის," თქვა სიცილით.

"ძალიან სწრაფად იზრდები! რა უნდა ვქნა ჩემი ლამაზი შვილის გარეშე," ამოიოხრა შვილის კისერთან.

ქალბატონი კიმი. 45 წლის. ერთ-ერთი იმ დედების მაგვარი. არაფერია მისთვის შვილის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი. ყოველთვის რბილი იყო ყველაზე პატარასთან - სოკჯინთან. დედა კიმი ყველაფერზეა წამსვლელი თავისი შვილის სახეზე ღიმილის დასანახად, თუნდაც ეს ხიდიდან გადახტომა იყოს.

"კარგით დამშვიდდით," თქვა მამა კიმმა და ორი მაგნიტ-ადამიანის გაშველება დაიწყო. "წამო გარეთ გავიდეთ საჭმელად და შემდეგ დავიწყოთ ჩალაგება."

სოკჯინმა სიტყვა 'საჭმლის' გაგონებაზე ყურები დაცქვიტა. მაშინვე გააღო კარები და გარეთ გასასვლელად მოემზადა. ახლა ის მხოლოდ საჭმელზე ფიქრობდა.

ჯინი ნუდლებს პირში იტენიდა, ხოლო მისი მშობლები მშვიდად შეექცეოდნენ. დედა არაფერს ეუბნებოდა ჭამის მანერაზე, რადგან საჭმელი მას აბედნიერებდა.

ჯინმა ჭამა დაასრულა. მისი ლოყები ნელ-ნელა ჩვეულებრივს უბრუნდებოდა. უცებ გაახსენდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.

პირის და მარცხენა ლოყის მოწმენდის შემდეგ, მან გაზიანი სასმელი დალია ყელის ჩასაწმენდად. "დედა, მამა..." დაიწყო. "რაღაც მაქვს თქვენთვის სათქმელი. ცოტა ვნერვიულობ, ამიტომ შემპირდით, რომ ყველაფრის მიუხედავად გეყვარებით." ტუჩზე იკბინა და მშობლებს ახედა.

მამამისმა წაილუღლუღა, "თუ სკოლიდან წამოსვლას არ გულისხმობ..."

"ძვირფასო!" ქალბატონმა კიმმა მიარტყა ხელი ხელზე ბატონს. "მას ნუ მიაქცევ ყურადღებას. რა თქმა უნდა ჯინი. ყველაფრის მიუხედავად გვეყვარები," თქვა და ჯინის ძვლიან ხელს გადასწვდა მოსაფერებლად.

ჯინმა ღრმად ჩაისუნთქა. მიმოიხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სხვა არავინ აქცევდა მათ საუბარს ყურადღებას. როცა დარწმუნდა, რომ 'ტერიტორია სუფთა იყო' კვლავ მშობლებს მიაპყრო ყურადღება. თვალები დახუჭა, ოდნავ წინ გადაიხარა და ჩუმად თქვა, "მგონი ბიჭები მომწონს."

ჯინს არც კი ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, რომ ამ სიტყვების შემდეგ მისი სრულყოფილი ოჯახი ნელ-ნელა დაიშლებოდა. მხოლოდ სამმა სიტყვამ შემოატრიალა მისი ცხოვრება სრულიად. მშობლებმა უთხრეს, რომ ყველაფრის მიუხედავად ეყვარებოდათ ჯინი. საინტერესო ისაა ამას მართლა გააკეთებენ თუ არა?

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now