III. ცუდი შეფი, კარგი შეფი.

355 47 30
                                    

"არმესმის!" ვითომ ჩახრეწილი ხმით თქვა ნამჯუნმა. "საჭმელების მომზადება ძალიან სულელობაა!" იმედგაცრუების ბოლო დონეს მიაღწია და ერთი მაგიდის კოვზი ხახვის ფხვნილი მთელს სამზარეულოში მიმოფატნა. სოკჯინმა თავი გააქნია, არადა ეს მართლაც მარტივი დავალება იყო.

მაღაზიაში ჯინმა ნამჯუნს შესთავაზა, რომ სახლში წაყვებოდა და მომზადებაში დაეხმარებოდა. მან უამრავჯერ აუხსნა ნამჯუნს, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის მაინც ვერ ხვდებოდა. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ისღა იყო, რომ ჯინი მას სახლში წაყოლოდა და ფიზიკურად დახმარებოდა.

"კარგი, აიღე ჩაისკოვზი. მაგიდის კოვზი არა, ჩაის კოვზი," ჯინი ნელ-ნელა ასწავლიდა ნამჯუნს ყველაფერს. "ახლა მარილით გაავსე." ჯინმა ნამჯუნს გადააწოდა პატარა ყუთი მარილით სავსე. ნამჯუნმა წარმატებით გაავსო კოვზი. "ამ ჯამში ჩაყარე," ეუბნებოდ ჯინი მას, თან პატარა მწვანე ჯამისკენ მიუთითებდა. აკვირდებოდა როგორ ასრულებდა მის დავალებებს. "ახლა ეგ კიდევ სამჯერ გაიმეორე."

"ეს ყველაფერი შტერობაა და შენ ეს იცი," დაიწუწუნა ნამჯუნმა.

"უბრალოდ გააკეთე რაც გითხარი."

როცა ნამჯუნი მორჩა საჭირო ინგრედიენტების ჩაყრას ჯამში დაევალა, რომ კარგად მოერია ყველაფერი. მან ბამბუკის კოვზი აიღო და მორევით დაკავდა.

"ახლა ისღა დაგვრჩენია ქათამს მოვასხათ," თქვა ჯინმა და ქათმის ბოძებნა დაიწყო. "... სადაა ქათამი?" ნამჯუნმა მაცივრისკენ ანიშნა.

ჯინმა შეიხედა მაცივარში და იკითხა, "უკვე მზადაა?"

"გამზადებული ვიყიდე, უბრალოდ არაფრის გემო ჰქონდა," შემთხვევით თავისი ნამდვილი ხმით წამოილაპარაკა ნამჯუნმა. პირველად მოხდა, რომ ჯინთან ამ ხმაზე წამოსცდა წინადადება. ჯინმა ცალი წარბი აწია, იცოდა, რომ ხმა საიდანღაც ეცნობოდა, თუმცა არ ჩასძიებია. ქათმის გაკეთება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მსგავსი ხმის გახსენება.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now