XIV.

270 34 15
                                    

სოკჯინი აიგნორებდა ნამჯუნს კოცნის იცნიდენტის შემდეგ. რცხვენია იმის, რაც მათ შორის მოხდა. საწყალმა ჯინმა არ იცის რა უნდა ქნას ან თქვას, ამიტომ ის იმ დღიდან ცივად უყურებს ნამჯუნს.

მარტო ჭამის შემდეგ, ნამჯუნი მივიდა ჯინთან და ჰკითხა, "გინდა ამაღამ დრამას ერთად ვუყუროთ?"

"არ შემიძლია. დილით სკოლა მაქვს," ცივად უპასუხა ჯინმა და ნამჯუნის ოთახში შევიდა. ნამჯუნი უყურებდა, როგორ გამოიღო მან ორი დამატებითი საბანი და საწოლის გვერძე გაშალა.

"რას აკეთებ?"

ჯინი დაწვა ერთ საბანზე, მეორე კი ზემოდან გადაიფარა. "ვიძინებ."

"კარგი... ძილინებისა," უთხრა ნამჯუნმა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

შემდეგი რამოდენიმე დღე კოლეჯში არაფრითაა უკეთესი. იმის მიუხედავად, რომ მაინც ამახვილებს ნამჯუნის სიმახინჯეზე ყურადღებას, ჯინს არ უნდა სიფათში შეხედოს კაცს. არ არის მზად ამისთვის. ჯერ არა... არასდროს.

მეორეს მხრივ, პროფესორი კიმი ჯინის ყურებას არ წყვეტს. თავიდან, ნამჯუნს ეგონა, რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა. ინანა თავისი საქციელი. ის ფიქრობდა, რომ ჯინთან სექსის არ ქონა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რაც უფრო დიდი ხანი გავიდა, მით უფრო მეტი იდეა დაებადა ნამჯუნს.

ის ახლა დარწმუნებულია, რომ ჯინს ეს არც უნდოდა. ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ეს 'იმ მომენტის შეცდომა', ან ძალიან ცუდი ხუმრობა იყო. ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, მას სტკივა, რცხვენია, თავს იმედგაცრუებულად, უარყოფილად და გამოყენებულად გრძნობს.

ამასობაში...

"Saint Laurent?! ა-არა, ეს ზედმეტად ძვირია," თქვა პროფესორმა მინმა, როცა მოსწავლის ნაყიდი ტანსაცმელი შეათვალიერა.

"რამნიშვნელობა აქვს! ახლა წადი გამოიცვალე," ბედნიერად უპასუხა ჰოსოკმა.

"არა, ამას ვერ ავიღებ," ამოიოხრა იუნგიმ. "უნდა დააბრუნო."

ჯიუტმა ჰოსოკმა პასუხი 'არა' არ მიიღო. პროფესორის იაფფასიანი მოდა აძრწუნებს, ამიტომ ეს უნდა გამოასწოროს. თავისუფალი ხელი იუნგის წელზე შემოხვია და შესასვლელში გაიყვანა. "ჯანგ ჰოსოკ! გაკვეთილი ექვს წუთში იწყება! ამისთვის დრო არ მაქვს," იყვირა იუნგიმ. უშედეგოდ ცდილობდა მისი ხელი წელიდან მოეშორებინა.

ჰოსოკმა შეამოწმა ვინმე თუ უყურებდა მათ, სანამ სამასწავლებლის კარი შეაღო. შემდეგ ცდილობდა მასწავლებელიც შეეთრია. პროფესორი ფიქრობდა რატომ შეამოწმა შემოსასვლელი და არა თვითონ ოთახი. საბოლოოდ დაასკვნა, რომ ჰოსოკი ძალიან სულელია.

"მასწავლებლების სააბაზანო სადაა," იკითხა. "ვიცი, რომ გაქვთ." იუნგიმ ამოიოხრა და ბიჭს ტანსაცმელი ხელიდან გამოსტაცა. შეწინააღმდეგებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

ჰოსოკი მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხს, როცა  დაინახა, რომ შემოსასვლელი კარების სახელური გაინძრა. "ჯანდაბა, პროფესორო მინ, კარი გააღეთ," პანიკაში ჩავარდა და კარზე სწრაფად კაკუნი დაიწყო. იუნგიმ უთხრა, რომ იქამდე მოეთმინა სანამ შარვალს შეიკრავდა.

ჰოსოკი ფიქრობდა, რომ ზუსტად იმ დროს, იმ ადგილას ჩაიფსამდა, რადგან მოსწავლეებისთვის სასტიკად აკრძალულია სამასწავლებლიში შესვლა. როცა სააბაზანოს კარი გაიღო, ის შევარდა, კარი კი ფეხით მოხურა. "რა ჯანდ - -" ჰოსოკმა იუნგის პირზე ხელი ააფარა.

"აქ კიდევ ვიღაცაა,"  ჩასჩურჩურჩულა და ნელა მოაცილა ხელი პირიდან. იუნგის თვალები გაუფართოვდა.

"უყურე რა ჩაიდინე," ჩუმად გაბრაზდა მას შემდეგ, რაც ზარი დაირეკა. როცა პროფესორი არ ესწრება გაკვეთილს, სტუდენტები დათხივნილნი არიან. იუნგი ყოველთვის ესწრება გაკვეთილს.

მადლობა ჰოსოკს, ახლა ისინი გაჭედილები არიან სააბაზანოში, სანამ ნამჯუნი სამასწავლებლოში ჩაფიქრებულია ცხოვრებაზე. წინ მთელი საათია, სანამ შემდეგი გაკვეთილი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ მთელი საათია, სანამ ნამჯუნი გავა.
ჰოსოკი და იუნგი მახეში იქნებიან მთელი 60 წუთი.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now