Chapter 8: Surprise

2.9K 156 25
                                    

    თაკოს გამოგზავნილი მისამართი ტაქსის მძღოლს ვუთხარი და თაკოსაც მივწერე, რომ მალე მანდ ვიქნებოდი. მთელი გზა ანდრიაზე ვფიქრობდი. მართლა რომ დაუშავოს საბას რამე?! ჩვეულებრივი ფსიქოპატია, არ გამიკვირდება, მაგრამ საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებ, ჩემს გამო ვინმე რომ დაშავდეს, თან, სრუილად უმიზეოდ.

მანქანის გაჩერებამ ფიქრებიდან გამომარკვია. მძღოლს თანხა გავუწოდე და დავემშვიდობე. კაფეში შესულს იმდენად მყუდრო გარემო დამხვდა, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს შენობა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი გახდება. ყავის სასიამოვნო სურნელი იდგა და დაბალ ხმაზე ისმოდა ადელის I know I am not the only one. მიყვარს ეს სიმღერა, ნოსტალგიურია. თვალი მივავლე მაგიდებს და თაკოც დავინახე. იქამდე ვერ შემამჩნია, სანამ მის წინ სკამზე არ დავჯექი.

—ვის სწერ ეგეთს.-ხელები მაგიდაზე დავაწყე და მისკენ გადავიხადე.

—ლუკას.-სახე გაებადრა და მაშინვე ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი.

—შეუკვეთავთ რამეს?-უეცრად ნაცნობი ხმა გაისმა. თავი მაღლა ავწიე და ხელებში საბა შემრჩა.

—საბა?-გაკვირვებისაგან წარბები შევჭმუხნე.

—დიდი პატივია დღეში თქვენი მეორედ ნახვა.-თვალი ჩამიკრა.

გამეღიმა.—აქ მუშაობ?

—კი, ნახევარ განაკვეთზე. უნივერსიტეტის მერე აქ მოვდივარ ხოლმე.

—გასაგებია.-თავი დავუქნიე და წამიერად თაკოს შევხედე, რომელსაც სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაკროდა.—ხო მართლა, გაიცანი, ეს თაკოა, ჩემი ოთახის მეზობელი. ნუ, თუ უკვე არ იცნობთ ერთმანეთს.

—არა, ერთმანეთს არ ვიცნობთ.-თქვა თაკომ და ხელი გაუწოდა საბას.

—სასიამოვნოა, საბა.-უთხრა საბამ და გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამოართვა.

—ჩემთვისაც სასიამოვნოა. არ მეგონა ასე მალე თუ დაუმეგობრდებოდა ელენე შენნაირ სიმპატიურ ბიჭს.-თქვა და თვალი ჩემსკენ გამოაპარა. თვალები გამიფართოვდა. ღმერთო, რა სულელი გოგოა. საბამსაც რომ ეშმაკურად ჩაეცინა მის სიტყვებზე?!

Love for evermoreWhere stories live. Discover now