Chapter 14: There's nothing to hide anymore

2.7K 177 29
                                    


   ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ანდრია ერთად ვართ, თაკოსთვის კი ჯერაც არ მითქვამს. ალბათ, გაგიჟდება ლუკასგან ან სხვა ნებისმიერი ვინმესგან რომ გაიგოს და არა ჩემგან. რა ვქნა, ვერ ვიპოვე შესაფერისი დრო ყველაფრის მოსაყოლად.
დღეს ანდრიასთან ვიკრიბებით ყველანი და გადაწყვეტილი მაქვს, რომ იქ ვუთხრა თაკოსაც და გოგოებსაც.

   სახლში შესულებს პიცის მადისაღმძვრელი სუნი შემოგვეგება.

—პიცაააა.-თვალები გამიბრწყინდა და მაშინვე სამზარეულოში შევვარდი, სადაც მხოლოდ ანდრია იყო.

—პიცის დანახვა უფრო გაგიხარდა, თუ ჩემი?-ყურში ჩამჩურჩულა.

—კუჭს პიცა უყვარს, გულს-შენ.-დაბლიდან ავხედე და გავუღიმე.

—კარგი.-უკმაყოფილოდ წარმოთქვა და ბიჭებისკენ წავიდა.

ის წავიდა, თაკო-მოვიდა.

—მომეჩვენა თუ გეფლირტავებოდა?-ეჭვის თვალით შემომხედა.

—შენ კიდევ ეჭვებში ხარ?-სიცილით ვკითხე.

—არა.-თავი გააქნია.—აღარ. უკვე დავრწმუნდი.-თავდაჯერებულმა წარმოთქვა.

—გილოცავ.-თავი დავუქნიე.

—მაგ სინაგლეს ერთ ადგილას შეგჩრი.-კბილებში გამოსცრა.

უფრო მეტად გამეცინა.—კარგი, ხო, რა აგრესიული ხარ.

   ცოტა ხანში ნანკა და ნუცაც შემოგვიერთდნენ. ბიჭები მისაღებ ოთახში იყვნენ, ჩვენ-სამზარეულოში. დონატების ჭამა დავიწყეთ და როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე, რომ გოგოებისთვის მეთქვა ყველაფერი. თან, მგონი იდეალური დროა. თუმცა, უეცრად სამზარეულოში ანდრია შემოდის. ყველას მზერა მასზე გადაგვაქვს.

—ნუ მიყურებთ, წყალს დავლევ და გავალ.-სიცილით თქვა.

გასვლისას მომიახლოვდა, მოწყვეტით მაკოცა და გავიდა. ყბა ჩამომივარდა.

ხვდებით რა გამიკეთა?!

კოცნა და თაკოს ხელიდან თეფშის ძირს დავარდნა ერთი იყო. მე მიყურებდა და სახეზე გაოცება და გაბრაზება ერთიანად ეტყობოდა. გოგოებსაც პირი ჰქონდათ დაღებული.

Love for evermoreWhere stories live. Discover now