Chapter 15: Promise that you'll never leave me

2.8K 139 8
                                    


—ესეიგი, მარტოები ვართ.-მითხრა და კარი გადაკეტა.

—ხო.-ნერვიულად ვუთხარი.

ვიცოდი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არ მომიახლოვდებოდა, მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი.

—შეგვიძლია ერთმანეთით დავტკბეთ.-წელზე შემომხვია ხელები.

—ანდრია...-თვალები დამეხუჭა, საშინლად ვნერვიულობდი.

—ჩუუ...-ტუჩებზე მომადო თითი.—ტყუილად ნერვიულობ. მშვენივრად იცი, რომ შენი სურვილის გარეშე, არაფერი მოხდება.

ვიცოდი. ანდრია ვიღაც ნაბიჭვარი არ იყო, რომ ჩემი ნებართვის ან სურვილის გარეშე რამე გაეკეთებინა. საკმარისზე მეტი აქვს ჩემთვის დამტკიცებული რომ ვენდობოდე.

—მიყვარხარ.-ძლიერად ჩავეხუტე.

—მეც, ელენე. მეც ძალიან მიყვარხარ და მინდა, რომ კარგად გაიზრო ეს.-უკან დაიწია და მაკოცა.

   რა თქმა უნდა, ავყევი. მალევე ტუჩები მომაშორა და ყბასა და ყელზე დამიწყო სველი კოცნების დატოვება. თავი ვეღარ შევიკავე და ამოვიკვნესე, რასაც ანდიას გმინვაც თან მოჰყვა.

—აჰჰ...-ამოვიოხრე, როცა ყურის ქვეშ მიკბინა და კანს მოწოვა დაიწყო.
—ნორმალური ხარ?! მეტკინა.-ნატკენ ადგილზე ხელი მოვისვი.—ახლა მთელი პროცედურების ჩატარება მომიწევს მათ დასაფარად.

—ნუ დაიფარავ,-ნაზად მაყოცა ახურებულ ადგილას.—დაე ყველამ იცოდეს, რომ მხოლოდ ჩემი ხარ.

ჯანდაბა, რას მიკეთებს.

—დავიძინოთ.-მოვშორდი და კიბეებზე ასვლა დავიწყე.

როცა მივხვდი, რომ არ მომდევდა, დავუყვირე:—ან ახლავე ამოხვალ, ან ოთახში აღარ შემოგიშვებ.-ამის თქმა და წამში მისი ჩემს გვერდით ატუზვა, ერთი იყო.—მიყვარს დამჯერი ბიჭები.-თავზე ხელი გადავუსვი და გავუღიმე.

—ესე იგი, ასე, არაა?!-და უცებ ხელში ამიყვანა.

—ანდრია, კარგი რა.-მობეზრებულმა ვუთხარი.—ყველა სიტყვაზე პასუხს რატომ მაგებინებ ხოლმე?!

Love for evermoreWhere stories live. Discover now