Chapter 38: Two lines mean positive?!

4.4K 210 132
                                    

ავტორის პერსპექტივა
_________________________

ოცდაექვსი. გჯერათ?! ოცდაექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მელანო დაიბადა. ელენემ კიდევ ერთი ოცნება აუხდინა საკუთარ თავს და კიდევ ორი შვილი გააჩინა. მელანო, ლიკა და ირაკლი. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში... არც ლიკაზე და არც ირაკლზე ორსულობის შესახებ ტესტით აღარ გაუგია. პირველი შემთხვევის შემდეგ, ტესტისთვის აღარასოდეს მიუმართავს. უკვე ნაცნობი სიმპტომების ქონის შემდეგ ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და მაშინვე ექიმთან მიდიოდა. ელენემ და ანდრიამ იმდენად იდეალური ოჯახი შექმნეს შვილებისთვის, როგორსაც ერთმანეთს დაპირდნენ იმ დღეს, პირველი შვილი რომ მიიყვანეს სახლში. სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სავსე ოჯახში გაზარდეს სამივე შვილი და ამით ასწავლეს, რომ ამაზე ნაკლებს არც ერთი მათგანი არასოდეს არ უნდა დასჯერებოდა.

—დედა! მოდი მალე!-ყვირის მელანო და ელენეს ლოდინში ერთ ადგილას მოუსვენრად ცქმუტავს.

—მოვდივარ, დე!-პასუხობს ელენე და წამებში მელანოსთან ჩნდება.—მზადაა?!-ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ მაინც უკანკალებს ხელები.

—კი.-პასუხობს მელანო და ღრმად ისუნთქავს ჰაერს.

—იქნებ, ტესტით მაინც არ გაგეგო?!-მორიდებით კითხულობს.

—რას ერჩი ამ ტესტებს?! ვსო! ვნახულობ!-თქვა და ტესტი ამოატრიალა.

   როგორცკი ტესტს დახედა, ხელები აუკანკალდა და მაშინვე ელენეს ჩაეხუტა.

—რა ხდება, დე? რა აჩვენა?-შეშფოთებულმა იკითხა და ხელები თავადაც მოხვია.

—დადებითია, დედა! დადებითი! ორსულად ვარ!-ბოლო ხმაზე იკივლა და ხტუნაობა დაიწყო.

ელენე ტესტს მიუახლოვდა და თავადაც დახედა.—ორი ხაზი?! ეს ხომ უარყოფითს ნიშნავს?!-გაოცებულმა იკითხა.

—არა, დედა! ერთი ნიშნავს უარყოფითს, ორი დადებითის ნიშანია.-უპასუხა მელანომ და მისაღებში, მამასთან გაიქცა.

ელენეს ოცდაექვსი წლის წინ ნანახი ტესტზე ნაჩვენები ორი ხაზი გაახსენდა. შოკში მყოფმა თავი გააქნია სიცილი ვეღარ შეიკავა, როცა გაიაზრა, თუ რამხელა ირონიაა თავად ცხოვრება.






დასასრული.

Love for evermoreWhere stories live. Discover now