Chapter 28: Take what you own

2.9K 138 34
                                    

ერთი წლის შემდეგ
______________________

   დრო სწრაფად გადის. განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს აღარ იწვალებ და ცდილობ კონცენტრირდე იმაზე, თუ რამდენი კარგი რამ ხდება შენს გარშემო.

ანდრიამ ზედმეტად დიდი პროგრესი განიცადა. დადის. უკვე დადის, თუმცა ყავარჯნების დახმარებით. მაგრამ, მათაც მალე გადააგდებს. საცხოვრებელი ადგილი არ შემიცვლია, კვლავ მასთან ვცხოვრობ.  როდესაც ვუთხარი, უკვე კარგად ხარ და შემიძლია ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდე-თქო, კინაღამ ისევ ეტლში ჩაჯდა. სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ. მალე სკოლაშიც გამგზავნიან პრაქტიკანტად. ყოველთვის მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორიც სულ მინდოდა, რომ თავად მყოლოდა. დარწმუნებულიც ვარ, რომ გამომივა და ჩემი მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი ვიქნები.

ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა ამ ერთი წლის განვავლობაში. ანი და მათე ბავშვს ელოდებიან. ეს რომ გავიგე, ბედნიერებისგან გული წამივიდა და ძლივს მომიყვანეს გონს. ლუკამ თაკოს ხელი სთხოვა... მოკლედ, ბედნიერებით დატვირთული წელი იყო.

   დღეს დაბადების დღე მაქვს, ოცი წლის გავხდი. მეცხრამეტე დაბადების დღე ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გადავაგორე. თითქოს შიში მქონდა, რომ ისევ ისეთი რამ მოხდებოდა, რაც საშინლად მატკენდა. ამიტომაც,
სახლში, პიცისა და შამპანიურის ფონზე ავღნიშნე ანდრიასთან ერთად. წელს აინიჟეს, წინა წლისავით ასე მარტივად ვეღარ გამოძვრები და შენ თუ არა, ჩვენ მაინც ავღნიშნავთო. სხვა გზა არ მქონდა, დავეთანხმე. ოღონდ, მხოლოდ ერთი პირობით, თუ სახლში ავღნიშნავდით და არა სადმე კლუბში ან კაფეში.

   დილით სახეზე რბილი ხელების შეხება მაღვიძებს.

—მეოცე დაბადების დღეს გილოცავ, პატარავ.-შუბლზე მკოცნის.

Love for evermoreWhere stories live. Discover now