Chapter 24: It's only your fault

2.3K 142 34
                                    

   აქ ვარ. საცხოვრებლის წინ ვდგავარ და ვცდილობ, ემოციები დროებით მაინც მოვთოკო და დაწყნარებული შევიდე.

დერეფანი ნაცნობი სახეების ნახვის გარეშე გავიარე, რაც უკვე კარგი დასაწყისია. ჩვენს კარებს მივუახლოვდი, სახელური ჩამოვწიე და ოთახში შევედი. შიგნით თაკო და ლუკა დამხვდნენ. გვერდიგვერდ ისხდნენ და ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის. მაშინვე ანდრია გამახსენდა. ზოგადად, ყველაფერზე ანდრია მახსენდება და ამის გამო ნელ-ნელა საკუთარი თავის შეძულებას ვიწყებ. როცა დამინახეს, სახეები გაუბრწყინდათ. თაკო ჩემსკენ გამოიქცა და ხელები ძლიერ მომხვია.

—როგორ მომენატრე.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.

—მეც მომენატრე, თაკო.-ღიმილით ვუთხარი და მოვშორდი.

—ელე, როგორ ხარ?-ამჯერად ლუკა გადამეხვია.

—ვარ რა, შენ?

—რავი, მეც მასე.-მომშორდა.—წავალ მე.-თაკოს მიუბრუნდა, დამშვიდობების ნიშნად თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.

—აბააა... ემზადები კანადაში წასასვლელად?-ინტერესით სასვსე თვალებით მკითხა.

—კი.-უემოციოდ ვუთხარი და საწოლზე დავჯექი.

—რომ მომენატრები?-სახე დაუნაღვლიანდა.

—ხომ იცი, რომ მეც უზომოდ მომენატრები, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია.-მხრები ავიჩეჩე.

—საუკეთესო ვარიანტია... რისთვის?გაქცევისთვის?!

—ზუსტად.-უარყოფას არც ვაპირებდი.

—იქნებ...

—დაველაპარაკო?!-გავაწყვეტინე.—ასეც რომ იყოს და შევურიგდე კიდეც, როგორ ფიქრობ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიდევ ერთხელ, როცა დალევს, ვიღაცასას ისევ არ შეიყვანს ქალების ტუალეტში და ნიჟარაზე შემოსმულს კოცნას არ დაუწყებს?! მითხარი, თაკო, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიდე ერთხელ არ მატკენს გულს?!

Love for evermoreWhere stories live. Discover now