Chapter 9: Can I hug you?

3.1K 191 65
                                    

—რა ჯანდაბას აკეთებ აქ ამ დროს, ანდრია?-ხელები მკერდის წინ გადავიჯვარედინე და ეჭვისთვალით დავუწყე ყურება. 

—რომ გითხრა, შენთან მოვედი-თქო არ შემომიშვებ, ამიტომ, თაკოსთან მაქ რაღაც საქმე.-გამიღიმა.

ამას ჰგონია, რომ მაგ შემთხვევაში შემოვუშვებ? ჰაჰ.

—დაა...-თავი გვერდზე გადავაგდე.—რა იქნება, თუ გეტყვი, რომ არც მაგ შემთხვევაში შემოგიშვებ?

—თაკოს ვეტყვი და ის შემომიშვებს.

როცა მიხვდა, რომ მის სიტყვებზე რეაქცია არ მქონდა, თავი ოთახში შემოყო და დაიყვირა.

—თაკო! შენი ოთახის მეზობელი არ მიშვებს და შენ ხომ მაინც შემომიშვებ?!-პასუხი რო ვერ მიიღო, უფრო ხმამაღლა დაიყვირა.—თაააკოოო!-კარგი, ამჯერად ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. ვინმეს რომ გაღვიძებოდა შარში გავეხვეოდი.

—რა გაყვირებს?!-წარბები შევკარი.

—აბა რა ვქნა?! შენ არ მიშვებ და თაკომ მაინც შემომიშვას.-მხრები აიჩეჩა.

ის-ის იყო, პირი გააღო, კიდევ ერთხელ დასაყვირად, რომ სასწრაფოდ ვუთხარი:
—კარგი, ჯანდაბას, შემოდი.-კარი ფართოდ გავაღე.

ოთახში შემოვიდა და თაკოს საწოლზე გადაწვა.

—თაკო აბაზანაშია?

—არა, არაა აქ, ლუკასთან რჩება.-ვუთხარი და კარი მივხურე.

—რაა?!-თავი წამოსწია.—ამდენი ტყუილად მაყვირე?

—მე დაგავალე იყვირე-თქო და არ მახსოვს?-თვალები მოვჭუტე.

—ყოველ შემთხვევაში იძულებული გამ...-სიტყვა შუაზე გაწყვიტა და წარბები ზემოთ აზიდა.

თვალებს უსირცხვილოდ ატარებს ჩემს სხეულს. თან, განა ერთხელ, რამდენჯერმე. მისი თვალები ფეხებიდან თავამდე და თავიდან ფეხებამდე რამდენჯერმე იკვლევენ ჩემს სხეულს, რომელსაც მხოლოდ ჩემი ძმის მაისური ფარავს. მაისური, რომელიც ჩემი ბაყვების ნახევარსაც კი ძლივს სწვდება.

Love for evermoreWhere stories live. Discover now