Chapter 31: Disappointment

2.5K 137 35
                                    

   უკვე ერთი თვეა, რაც მე და ანდრია ცოლ-ქმარი ვართ. დღეს ანის და მათეს ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაა, რომელსაც მე ვხემძღვანელობ. წარმოგიდგენიათ?! მხოლოდ მე ვიცი ბავშვის სქესი. მხოლოდ მე! კარგი საღამო იქნება, გული მიგრძნობს.

   რაც შეეხება ჩემსა და ანდრიას ურთიერთობას, იდეალურად მიდის ყველაფერი. თაფლობის თვეშიც ვიყავით, ვენეციაში. ალბათ ადრე წამომცდა, ან ვინმესგან გაიგო, რომ ვენეცია ჩემი ოცნების ქალაქი იყო და იქ წამიყვანა. დაუვიწყარი იყო მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. ყველა მოგენება, რომელსაც ერთად ვქმნიდით, სასიამოვნო წამებად ჩამრჩება მეხსიერებაში. თითქოს, ვგრძნობდი, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა.

როცა ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, სახლისთვის ინტერიერი შეგვეცვალა. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ  ავეჯი და მათი მდებარეობები შევცვალეთ.

   განსაკუთრებული რაც ხდება ისაა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა თავს ცუდად ვგრძნობ. პირღებინება, თავბრუსხვევები და ხასიათის წრაფი ცვლილებები მაქვს. ანდრიასა უაზროდ ვუშარდები და მერე ბოდიშების მოხდა მიწევს. ნამუსი მაწუხებს ხოლმე და სხვა გზა არ მაქვს. სულელი არ ვარ და ვხვდები, რომ ორსულობის სიმპტომებია. გადავწყვიტე, რომ დღეს ტესტი ვიყიდო. სანამ ცერემონია იქნება, იქამდე გავიკეთებ და ამ გაუგებრობასაც თავს დავაღწევ. არ ვიცი რა მოლოდინები მაქვს და რა პასუხზე რეაქცია მექნება, მაგრამ გაურკვევლობაში ყოფნას ყველაფერი მირჩევნია.

—პატარავ, საით?-მეკითხება ანდრია აფთიაქში წასასვლელად გამზადებულს.

—რამე სასუსნაოებს ვიყიდი.-არ მინდოდა წინასწარ ტყუილად ამეფორიაქებინა. ჯერ მე გავიგებ და მერე საჭიროებისამებრ მოვიქცევი.

—დამელოდე, გამოგყვები.-დივნიდან წამოდგა.

—მარკეტი ორ ნაბიჯშია, გამოყოლა რათ მინდა?!-თვალები ავატრიალე.—მაგას ჯობია, სანამ მოვალ ბატიბუტი მომიხალო, ძალიან მომინდა.-ვუთხარი და ისე გამოვედი სახლიდან, პასუხს აღარ დავლოდებივარ.

Love for evermoreWhere stories live. Discover now