Chapter 35: Old friend

2.4K 128 100
                                    

—მამა გახდები.-ვუთხარი და  ჩუმად დავლოდე მის რეაქციას.

—რა?!-უემოციოდ მკითხა, მონოტორულად ისევ თმაზე ფერებას განაგრძობდა.

—ორსულად ვარ.

—ელენე,-წამოჯდა.—დარწმუნებული ხარ?!-მეც წამოვჯექი და თვალებში შევხედე.

—დღეს გული რომ წამივიდა, ექიმმა მითხრა, ანალიზებმა აჩვენა, რომ ექვსი კვირის ფეხმიძიმე ხართო. ვთხოვე, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა.-სახე ხელებში ჩარგო. ეს კარგის ნიშანია, თუ ცუდის? რომ მითხრას მზად არ ვარო? რა უნდა ვქნა?

   ცოტა ხნით ასე სიჩუმეში ვიყავით. ვერაფეის თქმას ვეღარ ვბედავდი.

—ანუ, მე მამა გავხდები, შენ კი დედა?-თვალებში შემომხედა და თითქოს... თითქოს ღიმილით მკითხა.

—ასე გამოდის.-მკრთალად გავუღიმე და თან დავაყოლე:—მისმინე, გავიგებ თუ...

—ელენე!-წამოიყვირა და ჩამიხუტა. ვერ ვხვდებოდი გაუხარდა თუ ეწყინა. მაგრამ, როდესაც უეცრად მხარზე სისველე ვიგრძენი...

—შენ რაა... ტირი?-ვკითხე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.

—კი.-გამიცინა და ცრემლები მოიწმინდა.

—გაგიხარდა?!-იდიოტივით ვიღიმოდი.

—რა თქმა უნდა.-წარბებს კრავს. თითქოს, შეურაცხყოფილია, რომ მსგავსი კითხვა დავუსვი.—ჩვენი, ელენესა და ანდრიას შვილი დაიბადება. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დაიბადება და მას ჩვენი შვილი ერქმევა. იაზრებ?! როგორ შეიძლება ეს ად გამხარებოდა?!-და შუბლზე ხანგრძლივ კოცნას მიტოვებს.

—ღმერთო,-ღრმად ამოვისუნთქე.—მე კიდევ რა არ გავიფიქრე.-ტირილი დავიწყე.

—შენ რა... გეგონა, არ გამიხარდებოდა?!-თავი ამაწევინა.

—არა, მაგრამ არც ის გამომირიცხია, რომ შეიძლება გეთქვა, მამობისთვის ჯერ მზად არ ვარო. ღმერთო რა იდიოტი ვარ.-თვალებში ვერ ვუყურებდი.

Love for evermoreWhere stories live. Discover now