Chapter 13: Girlfriend?!

2.9K 154 22
                                    


—ამის მეშინოდა, გესმის?!-თავი ვეღარ შევიკავე და ვუყვირე.—სწორედ ამის მეშინოდა, რომ შემიყვარდებოდა და მერე საშინლად მეტკინებოდა. სწორედ ამიტომ გექცეოდი ცივად და სწორედ ამიტომ ვცდილობდი შენგან რაც შეიძლება შორს დამეჭირა თავი! მაგრამ, შენ სულ ჩემს გარშემო იყავი. სადაც გავიხედავდი, ყველგან შენ გხედავდი! თუ ვერ გხედავდი, ვფიქრობდი! სულ შენზე ვფიქრობდი! და რა მომიტანა ამ ყველაფერმა?! ამ წამს, შენს წინაშე ვდგევარ და გეუბნები, რომ შემიყვარდი და მტკივა! ძალიან მტკივა.-თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა.

   გაოცებული მიყურებდა. თითქოს, არ სჯეროდა იმის, რაც ამ წამს გავუჟღერე.

ღმერთო.-ძლივს ამოთქვა რამდენიმე წამის შემდეგ და მკერდზე მიმიხუტა.
—ელენე, ნეტავ წარმოდგენა მაინც გქონდეს, როგორ მინდოდა ამ სიტყვების შენგან მოსმენა.-შუბლზე მკოცნის. გული ჩემსავით საშინლად აჩქარებით უცემდა.
—შენ რა, გგონია მე იგივეს არ ვგრძნობ შენს მიმართ?! გგონია, რომ მე არ ვფიქრობ შენზე ყოველ წამს?! ყოველ წამს მინდა გეხებოდე, ახლოს მყავდე და შენს სურნელს შევიგრძნობდე.

   მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე და თვალებში ჩავხედე.

—ამას მართლა მეუბნები?!-ცრემლიანი თვალებით ვკითხე.

რა თქმა უნდა.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.—შემიყვარდი, ელენე. ძალიან შემიყვარდი და არ მადარდებს, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ვიცნობთ ერთმანეთს. შენთან გატარებული ყოველი წამი, თუნდაც ჩხუბის მომენტები, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტებია. და უბედნიერესი ვარ, რომ ახლა აქ, ჩემთან ხარ და სულ რამდენიმე წამის წინ მომეცი იმის საშუალება, რომ მცოდნოდა, თუ რას გრძნობ ჩემს მიმართ.-მითხრა და მაკოცა.

   ყოველი მისი კოცნა განსაკუთრებული იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ორივემ ვიცოდით როგორი ძლიერი გრძნობები გაგვჩენოდა ერთმანეთის მიმართ, თითქოს, რაღაც სხვა, ზებუნებრივ განცდას ვყავდი მოცული.

Love for evermoreWhere stories live. Discover now