1

686 14 4
                                    

გათენდა. როგორც იქნა. დილის 7 საათია. ირგვლივ ისმის ჩიტების ჭიკჭიკის ხმა, მზის სხივები ცდილობენ ჩვენამდე მოაღწიონ, ირგვლივ ნისლია მიმოფანტული და ძალიან ცივა.
      უიი ხო, სულ დამავიწყდა ჩემი თავის გაცნობა. მე ანი ვარ. 20 წლის. ვსწავლობ ამერიკის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვგიჟდები ამერიკაზე. უამრავი წვალება და შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ წარმატებისთვის მიმეღწია.
      ჩემი დილა ვარჯიშით და საუზმით დაიწყო. ჯანსაღი ცხოვრებით ვიყავი გატაცებული. რაც შეეხება მშობლებს, ისინი ჩემთან ერთად ცხოვრობენ ამერიკის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში- ნიუ იორკში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსაწვლობდი, ოცნებებიც მქონდა და ამას მოგვიანებით მოგიყვებით. ახალი წელი ახლოვდებოდა და მე ჩემს მშობლებს ვთხოვე, რომ ახალი წელი ტრადიციულად სამშობლოში აღგვეღნიშნა და ისინიც დამთანხმდნენ.
     ჩემი დიდი ოცნება წიგნის წერა იყო და მუდმივად ვცდილობდი, რომ მეპოვა ისეთი სააგენტო, სადაც წიგნს დავწერდი. მიუხედავად ჩემი მშობლების წინააღმდეგობისა, მე მაინც ვაგრძელებდი ჩემი ოცნების ახდენას და ამდენმა წვალებამ შედეგიც გამოიღო, რადგან სააგენტოდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს მათთან მივსულიყავი და კონსულტაცია გამევლო. წასვლისას ჩემი მეგობარი თიკაც გავიყოლე. მე ამირჩიეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სააგენტოში მუშაობა ახალი წლის მერე უნდა დამეწყო. ახალი წელი უკვე ახლოვდებოდა და პირდაპირი რეისით 22 დეკემბერს თბილისში ჩავფრინდით.
        თბილისში ჩასვლისას უდიდესი ნოსტალგია ვიგრძენი. დამავიწყდა ეს განთიადი, ეს დილა,სუნი, მზე. ვგიჟდები ჩემს სამშობლოზე.
უი ხო ჩემი დის გაცნობა დამავიწყდა. ჩემი და მაგდა, ჩემზე 4 წლით უფროსი, უსაყვარლესი და ძალიან გამგებიანი ადამიანია. მე და მაგდა ერთად წავედით ახალი წლის შოპინგზე. სულ დამავიწყდა თბილისის ეს ლამაზი უბნები.ვიშოპინგეთ სახლში ძალიან დაღლილები დავბრუნდით და სახლის მორთვა დავიწყეთ. მთელი სახლი ყვითელი შუქებით  იყო მორთული. ( ყვითელი ჩემი საყვარელი ფერია). მოვიდა ახალი წლის დღეც. დაიწყო საახალწლო სამზადისი. დაჰკრა ღამის 12-მა საათმა და მთელი ოჯახი სუფრასთან შევიკრიბეთ. მე ჩემი ოცნების ასრულებაზე დავიწყე საუბარი, მაგრამ ჩემი მშობლები ისევ შემეკამათნენ. მე ძალიან გავბრაზდი, წინააღმდეგობა გავუწიე, ავდექი ჩემს ოთახში ავედი და მშობლებზე გაბრაზებულს ეგრევე ჩამეძინა.

P.S ესეც პირველი თავი. იმედია მოგწონთ❤️❤️❤️

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now