დასასრული

241 9 11
                                    

გამთენიისას რაღაც გრძნობა დამეუფლა. გული მეუბნებოდა, რომ დროზე ავმდარიყავი. გამთენიის 5 საათი იყო. ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა. რამ გამაღვიძა ამ დილაუთენია?? საწოლში ვეღარ გავძელი, გული ამიფორიაქდა, ავდექი, ჩავიტარე დილის პროცედურა, შხაპი მივიღე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ის იყო სახლიდან გასვლას ვაპირებდი, რომ ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა. ვუპასუხე და ნოეს ექიმი იყო. მისი ნათქვამის შემდეგ........
ხელები ამიკანკალდა, გავქვავდი , სხეულში გამყინვარება ვიგრძენი, თვალებიდან ცრემლები გადმომვარდა, ყელში რაღაც გამეჩხირა, ხმას ვერ ვიღებდი. მოწყვეტით დავეცი ძირს, ხელიდან ტელეფონი გამივარდა და ბოლო ხმაზე ვიყვირე.
     ამ ყვირილზე მაგდა შემოვიდა და მასაც ცრემლები წამოუვიდა. მიხვდა რაც ხდებოდა. მე კი ვიყვირე.
      -არ მჯერაა. ნოემ დამტოვაააა-ვტიროდი და ჩემს ბეჭედს ვუყურებდი. მხოლოდ ეს იყო ის ნივთი,რომელიც მისგან დამრჩა.

ცხოვრება ასეთია. ზოგჯერ უსამართლოდ გექცევა. იმდენად დაუნდობელია, რომ სულს ამოგაძრობს და მიწასთან გაგასწორებს. მე ეს გრძნობა განვიცადე და ამ გრძობას თვალებში ჩავხედე. ცხოვრება უსამართლოდ მომექცა,საყვარელი ადამიანი წამართვა.ღმერთო როგორ მინდოდა ნოე. უბრალოდ მისი კიდევ ერთხელ ნახვა მინდოდა.
ნოემ ვერ გაუძლო ამ დაავადებას და დამტოვა. მე ის ვერ დავაფასე სანამ ცოცხალი იყო. ადრე მე მასზე უარიც კი ვთქვი. ამდროს მძულდა ყველალფერი. მძულდა სამყარო, სადაც ადამიანები ძვირაფს ადამიანებს კარგავდნენ. მძულდა ჩემი თავი, ჩემი ეგოიზმი, მძულდა ჩემი ცხოვრება. ასე რატომ მოხდა?? რატომ გავაკეთე არჩევანი სიყვარულსა და პროფესიას შორის?? რატომ ვთქვი მასზე უარი?? მახსენდებოდა ყველა ჩხუბი, ყველა ბედნიერი წუთები, ტკბილი ჩახუტება და ვნებიანი კოცნა. ოდესღაც მე ვთქვი უარი ჩვენს სიყვარულზე, დღეს კი სამყარომ თქვა უარი ჩვენს სიყვარულზე. ნოე აღარ იყო ჩემთან, სამუდამოდ დავკარგე.
      სულში ყველაზე დიდ ტკივილს ვგრძნობდი,სხეულში კი დიდ და საშინელ გრძნობას. მინდოდა, რომ ნოე ჩემთან ყოფილიყო. 
     იმ დროს მხოლოდ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. მინდოდა მეც მასთან ერთად მომკვდარიყავი. მინდოდა დანა ამეღო და შიგ გულში მაგრად ჩამერჭო, იმ ყველაფრის, იმ გულის ტკენის გამო, რაც ნოემ გადაიტანა. მე ეგოისტი და საზარელი ადამიანი ვარ.
     მე ნოე დავკარგე ჩემთვის ყველზე ძვირფასი ადამიანი, რომელიც ვერ დავაფასე სანამ ჩვენს სიყვარულში შავი ღრუბელი არ გამოჩნდა. შავი ღრუბელი რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, რომელმაც სული ამომაძრო და მიწასთან გამასწორა. მე სუსტი აღმოვჩნდი, უფლება მივეცი ჩვენს სიყვარულში შემოსულიყო და დაესადგურა. ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ჩვენი სიყვარული შავმა ღრუბელმა-სიკვდილმა შემოსა.
ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, მაგრამ მე ცარიელი ვიქნები, რადგან ჟანგბადი რომლითაც ვსუნთქავდი შავმა ღრუბელმა სამუდამოდ მიისაკუთრა.

P.S ესეც დასასრული🙈 როგორ მოგეწონათ?? 🤔ნუ პირველია მაინც😂 მადლობა ყველას ვინც კითხულობდით🙏 მადლობა ყველა vote-სთვის და comment-სთვის🙏❤️ და კიდევ, ბოდიში სევდიანი დასასრულისთვის😰😭
#...დაჩვენსსიყვარულშიშავმაღრუბელმადაისადგურა❤️❤️👑

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now