15

134 6 4
                                    

ასე ჩამეძინა. დილით 7 საათზე შეშინებულს გამეღვიძა, ლოგინიდან ავდექი და აივანზე გავედი. ღრმად ვსუნთქავდი. საშინელი სიზმარი ვნახე. ვითომ ნოე სამუდამოდ დავკარგე. ვიღაც უცნაური კაცი დამესიზმა, თეთრი ხალათი ეცვა, ჩემთან იდგა. მე ვტიროდი. ირგვლივ თეთრ კედლებს ვხედავდი. ნოე კი გამქრალი იყო. ყველა მე მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ არაუშავს. ვერაფრით მივხვდი ეს რა სიზმარი იყო. ძალიან შეშინებულმა ნოეს დავურეკე და აიღო თუ არა, მაშინვე დავიწყე ლაპარაკი:
-ნოე ხომ კარგად ხარ??
-კი, რა ხდება-მკითხა გაკვირვებულმა
-არაფერი. უბრალოდ.......უბრალოდ .....უბრალოდ მოგიკითხე-ძლივს ვუთხარი.
-ტყუილი არ გამოგდის რა დაგემართა?
მეც არაფერი დამიმალია.
-არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და ცოტა შემეშინდა.
-კარგი, არ ინერვიულო. კარგად ვარ. გინდა გარეთ გავიდეთ??
-კი კი -მაშინვე დავთანხმდი.
სიხარულით დავიწყე ტანსაცმლის არჩევა და ბოლოს ასე ჩავიცვი.

 სიხარულით დავიწყე ტანსაცმლის არჩევა და ბოლოს ასე ჩავიცვი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დაბლა ჩავედი, კარები გავაღე და ნოე შემხვდა. გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე. არ ვიცი რა დამემართა. თითქოს ამ სიზმარმა გონზე მომიყვანა. ერთად გავისეირნეთ, მაგრამ ახლა როგორც მეგობრებმა. გზაში ცოტა ვილაპარაკეთ, შემდეგ კი სახლამდე მიმაცილა. მე სახლში შესვლას ვაპირებდი:
-იქნებ დავილაპარაკოთ??-მკითხა ნოემ.
-რაზე?? სალაპარაკო რა გვაქვს??
ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ. მეტი არაფერი.
-მაგრამ რატომ დავშორდით? რა ჯანდაბაა ბოლოს და ბოლოს ჩვენს შორის??
-არ ვიცი ნოე, მართლა არ ვიცი და სწორედ ამიტომ არ ვართ ერთად. მე შენ ბევრჯერ გატკენ გულს, იმიტომ რომ მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც სიყვარული შეუძლია. შენ კიდევ არ მიცნობ.
-სულ ერთი და იგივეს იმეორებ, ვეღარ გავიგე რა გინდა. ერთ დღეს მებუტები, მერე გულს მტკენ, მერე მეხუტები. ვეღრაფერი გავიგე შენი.
-ნოე მე შენ უზომოდ მიყვარდი, მაგრამ ცხოვრება გადის და ყოველდღე ვრწმუნდები, რომ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც ჩემს გვერდზე უნდა იდგეს. გთხოვ გაიგე ეს. მე ჩემი ცხოვრება მინდა და ჩემს გეგმებში სიყვარული არ შედის-ეს იყო ჩემი უკანასკნელი სიტყვები. სახლში შევედი. დღეს ისეთი დეპრესია აღარ მქონდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ნოესთან შეხვედრის და მასთან ერთად გასეირნების საშუალება მომეცა. მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ნოე არ მინდოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ნოე უზომოდ მენატრებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი დაშორება დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
ოჯახის წევრებმაც გაიღვიძეს. ცოტა ვისაუმზეთ. შემდეგ კი მაღლა ავედი, წიგნის დაწერა განვაგრძე და ჩემდა საბედნიეროდ გამომცემლობაც ვიპოვე და გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი. გამოვეწყვე, ტანსაცმელი ავარჩიე,

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now