7

184 10 4
                                    

დილით პირველი ნოემ გაიღვიძა. მე არაფერი მახსოვდა. როცა გავიღვიძე უკვე დილის 6 საათი იყო. ძალიან გამიკვირდა, ნუთუ რატომ გამეღვიძა ასე ადრე, თუმცა ბედნიერი ვიყავი, რომ დღეს მაინც არ მიჩხუბია მაღვიძარასთან.
   მოკლედ დილით პირველი ნოემ გაიღვიძა.

ნოე's pov:
დილით სადღაც 5 საათზე გამეღვიძა. გარეთ ჯერ ისევ ბნელოდა,თურმე ანისთან ერთად ჩამძინებია, რომელიც იმდენად იყო ჩემთან მოკრული, რომ ვერაფრით გავინძერი.  როცა მისგან გათავისუფლება ვერ შევძელი, მეც ტკბილად მივეკარი და მთელი ძალით ჩავეხუტე. ასე ვიყავი დაახლოებით 6 საათამდე და გაშტერებული ვუყურებდი მას, სანამ ანიმ არ გაიღვიძა. ვერაფრით ვეღარ დავიძინე და მთელი ერთი საათი ანის შევყურებდი და მაინც ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ ვიყავი ასეთი თბილი ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაცნობილი თანამშრომელის მიმართ???

  ანი's pov:
სადღაც 6 საათზე მეც გამეღვიძა და რას ვხედავ, მთელი ძალით ვარ მიკრული ნოეს. მეც ვეხუტები და ისიც მეხუტება. ამ დროს ცოტა შემრცხვა კიდევაც. თან გამახსენდა გუშინ, რომ დავლიე და დარწმუნებული ვიყავი რამე კარგს არაფერს ვიტყოდი. ახლა კი ნოეზე ვიყავი ჩახუტებული და როცა ნოეს შევხედე, მას უკვე ეღვიძა. ჩემთვის არაფერი უთქვამს. მშვიდად მოვშორდი მის ხელებს და ავდექი. შემდეგ კი ვკითხე:
  -იმედია გუშინ რამე ცუდი არ გითხარი-ვუთხარი შეშინებულმა.
   -არა, მაგრამ ნამდვილად ცუდად იყავი. არ მეგონა ამდენი დალევა თუ გიყვარდა. ვერც გავიგე ისე ჩამეძინა.
  - ხო მე არაფერი მახსოვს ან ჩემს სახლში რას აკეთებ??
ნოემ მომიყვა ჩემი გუშინდელი სიმთვრალის ამბავი და ძალიან შემრცხვა. რა უნდა მეთქვა აბა. მაშინვე მაღლა ავედი და მზადება დავიწყე. სადღაც ერთი საათი ტანსაცმელს ვარჩევდი და ბოლოს ასე ჩავიცვი.

 სადღაც ერთი საათი ტანსაცმელს ვარჩევდი და ბოლოს ასე ჩავიცვი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დაბლა ჩავედი. მაგდა არ იყო სახლში, ალბათ ელენესთან დარჩა. მეც ელენსთან გავედი. მაგდა იქ ყოფილა. მან არაფერი იცოდა ნოეს შესახებ და არც მე მითქვია რამე. სახლში რომ შევედი ნოემ სადმე საჭმლად წასვლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ერთ-ერთ კაფეში ვისაუზმეთ და წამოვედით, გზაში კი Dunkin' Donuts-ში შევიარე და ყავები ვიყიდე. აღარც სამსახური და აღარც წიგნის წერა, არაფერი აღარ მინდოდა. მხოლოდ სადმე წყნარ ადგილას ნოესთან ერთად ყოფნა მინდოდა, მაგრამ რატომ??რატომ?? რა ჯანდაბა მემართებოდა?? ნუთუ რაიმე გრძობამ ჩემშიც დაისადგურა?? მაგრამ არა, მე მაინც ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. გზაში ჩემს მშობლებს ველაპარაკე. მათ ისევ თავიანთი დარიგებები დაიწყეს, რაც ძალიან მაღიზიანებდა. თან ისევ მაძალებდნენ ამერიკაში წასვლას. მე კი ისევ უარს ვამბობდი. ლაპარაკის შემდეგ ნოეს შევხედე, სახეზე ღიმილი ეტყობოდა და მისმა ხმამ სამარისებული სიჩუმე დაარღვია.
    -ანუ ასეთი ჯიუტი ხარ??
    - კი, ისეთი კარგიც არ ვარ გარედან როგორიც ვჩანვარ.
    - აბა როგორი ხარ?? მომიყევი რამე შენს შესახებ.
   - მე....... მე...... ძალიან ჯიუტი, ეგოისტი, უჟმური და პესიმისტი ადამიანი ვარ. ორი საქმის ერთად კეთება კი არ შემიძლია. შენზეც მომიყევი როგორი ხარ??
   - აი მე კი პირიქით. საერთოდ არ ვარ ჯიუტი, არც ეგოისტი. ძალიან მხიარული და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მაშინ განსაკუთრებით თუ ჩემს გვერდით კარგი ადამიანები არიან. სიყვარულის მხრივ როგორი ხარ??
    -ანუ?.....— რატომღაც ამ ფრაზამ ცოტა დამაბნია.
   -ანუ ვინმე გყვარებია??
ამ სიტყვებზე ჩამეცინა.
   - მე გითხარი რომ უჟმური, პესიმისტი და ეგოისტი ვარ და შენი აზრით ვინმე შემიყვარდებოდა?? თან რატომღაც მგონია, რომ ჯერ ჩემს საქმეს უნდა მივხედო, წიგნი უნდა დავწერო. ასეთ თემებზე არ ვფიქრობ.

ამ სიტყვებზე ნოემ იმედგაცრუებული სახე მიიღო და ამან უფრო დამაინტერესა. რაღაც ვთვლიდი, რომ ჩემი ხასიათი მის მიმართ განსაკუთრებული იყო. ყველას უჟმური ველაპარაკებოდი, მას კი ისეთი მხიარული და ბედნიერი, რომ ასეთი მაგდასთანაც არ ვარ ხოლმე.

როგორც იქნა სამსახურამდე მივაღწიეთ. ახლა ნოეს უფრო კარგად ვიცნობდი, რადგან მან თავისი თავის შესახებ ბევრი რამე მომიყვა.

სამსახურში შევედით და ყველა გაოცებული გვიყურებდა. ანუ მე და ნოე სამსახურში ერთი მანქანით მივედით. რა ჯანდაბა ხდებოდა ჩვენს შორის??

P.S ესეც შემდეგი თავი❤️❤️🙏

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now