გათენდა ეს დღეც. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ნოესგან ველოდებოდი მოლოცვას, მაგრამ ალბათ არც იცოდა. (მე არ მითქვამს) ავდექი და პიჟამოებითვე დავლა ჩავედი. მაგდამ მომილოცა დავადების დღე და პატარა ტორტიც დამახვედრა. ძალიან გამიხარდა. დავჯექი და ჭამა დავიწყე. სამსახურშიც არ მეჩქარებოდა (დასვენების დღე ავიღე) ვიჯექი ასე უზრუნველი. გადახდას ან დაპატიჟებას არ ვაპირებდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები აქ არ იყვნენ. ჩემი მშობლები და ჩემი მეგობრები ამერიკაში იყვნენ. მე კი მათ გარეშე არაფრის აღნიშვნა არ მინდოდა.
        მაგდა სამსახურში წავიდა, მე კი ასე უაზროდ ჯდომა მომბეზრდა და კინოს ყურება დავიწყე. რა დროსაც ტელეფონზე ნოემ დამირეკა ავიღე და.......
       -გილოცააავ-მითხრა გახარებულმა.(ალბათ ელენემ ან მაგდამ უთხრა)
ამ ყველაფერმა ძალიან გამახარა, მაგრამ ცუდი ამბავიც მაჯახა.
        -მაპატიე, მაგრამ დღეს არ მცალია. ქალაქგარეთ მიწევს წასვლა და ვერ გნახავ. 
მეც რა უნდა მექნა.
      -კარგი, არაუშავს
სინამდვილეში კი ძალიან მეწყინა. მოწყენილი მაღლა ავედი და წიგნის წერა დავიწყე. ის იყო უნდა დამეწერა, რომ კვლავ ნოემ დამირეკა:
          -აბა როგორ ხარ??-მკითხა ნოემ.
          -რა გინდა ადამიანო, რა ვერ მოგიშორე- ვუთხარი სიცილით.
        -ვერასდროს ვერ მომიშორებ-მიპასუხა მან.
        -რატომ დამირეკე??
        -უბრალოდ, ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ-ეს სიტყვები ისეთი ტონით მითხრა, რომ აშკარად შეეტყო როგორი ბედნიერი იყო ამ დროს.
         -მეც მიყვარხარ- ვუთხარი მეც გახარებულმა.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ კომპიუტერი დავკეცე და გადავდე. საწოლზე დავეხეთქე და ყველაფერზე დავიწყე ფიქრი. გულში თითქოს რაღაც ხელს მიშლიდა, თითქოს რაღა არ მაძლევდა მხიარულების და ბედნიერების უფლებას. ეს წიგნი იყო. ვერაფრით ვწერდი. საბოოლოდ ის დამრჩა გონებაში, იქნებ ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი და მშობლებისთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ არა, ახლა ნოე იყო ჩემს გვერდით. ვთვლიდი, რომ ეს ყველაფერი გამოასწორებდა ჩემს უტვინობას, თავში მუზის პატარა ნაგლეჯს ჩამიგდებდა. ამის შემდეგ ასე უაზროდ ჯდომა მომბეზრდა და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. თვალში ჩემი საყვარელი ფერის სპორტულები მომხვდა და მაშინვე ჩავიცვი.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Onde as histórias ganham vida. Descobre agora