მოკლედ როგორც იქნა გავიარეთ და დავაღწიეთ თავი ხალხის ინტერესით სავსე თვალებს. მე ჩემს მაგიდას მივუჯექი, ის კი თავისას და დავიწყე მუშაობა. პატარა საქმე მქონდა და ამის მერე წიგნის წერას შევუდექი, თუმცა როგორც კი წიგნის წერას დავაპირებდი, ნოე მახსენდებოდა. მას შევხედავდი და მისგან ღიმილიან სახეს ვიღებდი. ეს სახეც კი საკმარისი ხდებოდა იმისთვის, რომ წერა უკეთესად გამეგრძელებინა, მაგრამ როგორც კი წიგნის წერას ვიწყებდი არაფერი გამომდიოდა. არ ვიცი რა ხდებოდა ჩემსსა და ნოეს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი არ მომწონდა, რადგან წიგნის დაწეროს საშუალებას არ მაძლევდა. ნუთუ რა უნდა მექნა?? როგორ უნდა დამეწერა წიგნი?? დღე ისე გავიდა, რომ ერთი სიტყვაც ვერ დავწერე. ამ დროს დამფუძნებელი შემოვიდა და წიგნის დაწერასთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი:
- აბა როგორ მიდის წერის საქმე?
- ჯერჯერობით არც ისე კარგად, ახლახანს დავიწყე წერა.
- ცოტა დაასწრაფე, თორემ ასე არაფერი გამოვა.
- ვცდილობ-ამ სიტყვებზე თვალში ცრემლი შემერია.
დამფუძნებელი შემდეგ ნოესთან მივიდა. ნოემ კი ჩემგან განსხვავებით ბედნიერად უპასუხა, რომ ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. ლამის ტირილი დავიწყე, თუმცა ჩემი თავი დავაწყნარე და მშვიდად დავიწყე მზადება სახლში წასასვლელად. ვიფიქრე, რომ სახლში უფრო კარგად დავწერდი და მზადება დავიწყე, რადგანაც მანქანით არ ვიყავი ნოემ შემომთავაზა წასვლა და მეც წავყევი. მანქანაში ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, სახეზე ბრაზი აშკარად მეტყობოდა და ნოემ მკითხა:
- რატომ ხარ მოწყენილი?
-არა, არ ვარ— ისე ვთქვი თითქოს ვერ შემატყობდა.
-წიგნს რატომ ვერ წერ??
-არ ვიცი, სულ შენზე მეფიქრება- ჯანდაბა წამომცდა.
ამ სიტყვების მერე ნოემ სიცილი დაიწყო და ეს უკვე ნერვებზე მოქმედებდა. როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე. ნოეს ნაზად გადავეხვიე, დავემშვიდობე და სახლში შევედი. მაშინვე მეორე სართულზე ავედი. ცოტა მუზა მომაწვა. რამდენიმე თავი დავწერე, თუმცა მაინც არაფერი, ეს მე არ მაკმაყოფილებდა. ამის შემდეგ უკვე ისტერიკა დამემართა. რატომ ვერ ვწერ წიგნს? რა მემართება?? ამდენი ნერვიულობისაგან გავგიჟდებოდი, რომ არა მაგდას მოსვლა. ჩემს ოთახში შემოვიდა და ლაპარაკი დავიწყეთ, რაღაც ისტორიები მომიყვა და სიცილით გავსკდით. მაგდა ძალიან მხიარული ადამიანია და ბევრი მაცინა. ამის შემდეგ უკვე აღარ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე. მაგდა საჭმელად დაბლა ჩავიდა. მე აღარ მშიოდა, მხოლოდ ცხელი ჩაი დავლიე, რაღაც ფილმს ვუყურეთ და მაღლა ავედით დასაძინებლად. სანამ დავიძინებდი ჩემს მშობლებს ველაპარაკე. ღმერთო როგორ მომენატრნენ. რატომღაც წასვლაზე აღარაფერს მეუბნებოდნენ და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ლაპარაკის შემდეგ შევედი აბაზანაში შევედი, ჩავიტარე საღამოს პროცედურა. შემდეგ კი დავწექი. ვერაფრით ვიძინებდი და ერთადერთი ადამიანი ვინ გამახსენდა ნოე იყო. მას მივწერე:
       ანი
-ვერ ვიძინებ.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now