4

285 12 8
                                    

მეორე დღეს მაღვიძარამ გამაღვიძა და ლამის იატაკზე გადავახეთქე. გუშინ ისედაც გვიან დავიძინე და ახლა ადგომა მიწევდა, მიუხედავად ჩემი წუწუნისა, ავდექი ჩავიტარე დილის რუტინა და მოვემზადე აეროპორტში წასასვლელად. უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი, მიუხედავად დილინდელი ნეგატიურობისა. გუშინდელი ტრავმა უკვე დავიწყებული მქონდა. მე თვითონაც ძალიან გავბრაზდი გუშინდელ საქციელზე. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. შემეძლო ელენესთან შევსულიყავი და წყნარად გველაპარაკა, მაგრამ მე როგორც ჯიუტმა ადამიანმა დავტოვე სახლი და მანქანით გასეირნება მოვინდომე,თუმცა ამ უბედურ შემთხვევას კარგი შედეგებიც მოჰყვა, რადგან მშობლები აქ დარჩენას დამთანხმდნენ. გულის სიღრმეში მაინც ვნერვიულობდი.მეგონა რომ მშობლების ლაპარაკისთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ არა ( გაიღვიძა ჩემში ისევ სიჯიუტემ) .
როდესაც დილის რუტინა ჩავიტარე, მაგდას გაღვიძება დავიწყე, მაგრამ ვერაფრით ჩავაგდე გონს. ბოლოს კი თვითონ გაიღვიძა და ამ დროს მის ტელეფონზე ზარიც გაისმა. უნივერსიტეტიდან ურეკავდნენ, რაღაც გაუგებრობა მომხდარა და უნივერსიტეტში იბარებდნენ. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წასულიყო და მე მარტო უნდა გამეცილებინა ჩემი მშობლები.მაგდა გაემზადა, მშობლებს დაემშვიდობა და წავიდა (მას დიდად არ უჭირდა მშობლებთან განშორება,რადგან ამას მიჩვეული იყო. ჩემს დას ბავშვობიდან დამოუკიდებლად ზრდიდნენ , ჩემგამ გასხვავებით). მშობლები მთელი დღე კარგად მექცეოდნენ და არ იმჩნევდნენ, რომ ძალიან სწყინდათ ჩემი აქ დარჩენა. როგორც იქნა ყველანი გავემზადეთ და სანამ ჩემი მშობლები წავიდოდნენ ელენესთან და თორნიკესთან შეიარეს. მათაც დაემშვიდობნენ და თან ჩვენი თავი მათ ჩააბარა. მე კი მანამდე მშობლების ბარგი საბარგულში ჩავდე.
მივედი აეროპორტში ჩემს მშობლებს ტკბილად ჩავეხუტე და დავემშვიდობე. თავს ცუდად ვგრძნობდი და მთელი დღე ვფიქრობდი. იქნებ მეც წავსულიყავი. არ მომწონდა ის ფაქტი, რომ მშობლები ნაწყენი იყვნენ ჩემზე, თუმცა მაინც არ დავნებდი, როცა მშობლები უკვე თვალს მიეფარნენ, ჩავჯექი მანქანაში და წავედი სამსახურში. გზაში გულის ცემა უფრო და უფრო მიჩქარდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი.როგორც იქნა მივაღწიე და ხუთი წუთი მანქანაში ვიჯექი.ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნება არ გამომივიდოდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი.ისევ ისე ვჯიუტობდი.
შევედი სამსახურში და პირველი ამ კომპანიის დამფუძნებელი შემომეგება. მომესალმა. ერთმანეთი გავიცანით და დაიწყო კომპანიის დათვალიერება. ვგრძნობდი რა ახლოს ვიყავი ჩემს ოცნებასთან. ძალიან ძალიან მინდოდა ყველას გაცნობა ,თუმცა ჩემი ყურადღება მაინც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიქცია, რომელიც დიდი ყურადღებით მაკვირდებოდა. მეც რატომღაც დაკვირვება დავიწყე და რამდენიმე წუთი ასე გაშტერებულები ვიყავით, სანამ დამფუძნებელმა არ დაიწყო თანამშრობლების გაცნობა.სულ ვარფისფერებში ვიყავი გამოწყობილი

და ამიტომ დამფუძნებელი ვარდისფერს მეძახდა, რაც ძაან მაბრაზებდა ( ვერ ვიტან ამ მოფერებით ლაპარაკს) ყველა გავიცანი და როგორც იქნა მივედი ამ ბიჭის გასაცნობად, რომელმაც თითქმის თვალებით შემჭამა

اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.

და ამიტომ დამფუძნებელი ვარდისფერს მეძახდა, რაც ძაან მაბრაზებდა ( ვერ ვიტან ამ მოფერებით ლაპარაკს) ყველა გავიცანი და როგორც იქნა მივედი ამ ბიჭის გასაცნობად, რომელმაც თითქმის თვალებით შემჭამა. მის პირისპირ ვიდექი და თვალებში მიყურებდა. ცოტა უხერხულობასაც კი ვგრძნობდი ( ცოტა მრცხვენია, ხოლმე როცა თვალებში ასეთი დაკვირვებით მიყურებენ)

—გაიცანი ეს ნოე-ა ჩვენი საუკეთესო თანამშრომელი რომელიც ყველაზე საუკეთესო წიგნს წერს- მითხრა დამფუძნებელმა, რომელსაც თვალებზევე ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო ნოეს ნაწერებით.

მე და ნოემ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ნაზად გავუღიმე. დამფუძნებელის სიტყვების შემდეგ მე მეტოქეობის სურვილი გამიჩნდა და დიდი სურვილით ვიყავი შეპყრობილი, რომ მასზე კარგად მემუშავა. დამფუძნებელმა მკითხა თუ მე რა მინდოდა:

-მე წიგნის დაწერა მსურს. ალბათ რომანს დავწერ-გახარებულმა ვუპასუხე.
-ძალიან კარგი.

დამფუძნებელმა ამიხსნა მუშაობის წესები და გრაფიკი. შემდეგ კი სახლში წავედი. მუშაობას ხვალიდან ვიწყებდი. უბედნიერესი ვიყავი, რომ როგორც იქნა ჩემს მიზანს მივაღწიე. გზაში კი ჩემს ლექტორს დავურეკე და სწავლის გაწყვეტაზე ვუთხარი. ის ძალიან გაბრაზდა და ჩემი გადაფიქრება სცადა, თუმცა ამაოდ. ბოლოს მე მაინც ჩემი გავიტანე. ლექტორი დამთანხმდა იმ პირობით, რომ ერთ წელში ისევ გავაგრძელებდი სწავლას. კმაყოფილი სახლში წავედი. ძალიან მშიოდა და პიცა გამოვიძახე, დავჯექით მე და მაგდა, ფილმი ჩავრთეთ და ჩავუჯექით.
ერთ საათში ფილმიც დამთავრდა.ავედი მეორე სართულზე,ჩავიტარე ღამის რუტინა, ჩავიცვი ჩემი საყვარელი პიჟამოები და დავწექი.
დავწექი დაძინება დავაპირე, მაგრამ ვერ მოვახერხე. თავში სულ ის ნოე მიტრიალებდა და რატომ ხდებოდა ეს ვერაფრით ვხვდებოდი. ალბათ მეტოქეობის სურვილით ვიყავი შეპყრობილი.
ალბათ????
P.S ესეც შემდეგი თავი❤️❤️ იმედია მოგწონთ💖❤️
👑👑

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤حيث تعيش القصص. اكتشف الآن