11

154 8 4
                                    

გათენდა და პირველი ნოეს ზარი შემომეგება.
         -რას შვრები?? მზად ხარ???
        -რისთვის?? -გაოცებულმა ვკითხე.
       -სიუპრიზისთვის.
ამდენი ნერვიულობის და ფიქრის შემდეგ სულ გადამავიწყდა, რომ დღეს ნოეს ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა.
     -ბოდიში გადამავიწყდა, ახლავე გავემზადები.
ნოეს სიტყვები სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე გავმხდარიყავი. მაშინვე ავდექი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბოლოს კი ეს ავარჩიე.

ამ დროს ნოემაც მომაკითხა მანქანით, დაბლა ჩავედი, გადავეხვიე და მანქანაში  დავჯექი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ამ დროს ნოემაც მომაკითხა მანქანით, დაბლა ჩავედი, გადავეხვიე და მანქანაში დავჯექი. გადავწყვიტე, რომ დღეს არ მეფიქრა ამაზე. უბრალოდ ბედნიერი ვყოფილიყავი და ნოესთან ერთად გამეტარებინა დრო. ნოემ შეამჩნია ჩემი უხასიათობა.
       -რა გჭირს??
        -არაფერი არ მჭირს-მხოლოდ ეს ვუპასუხე.
ნოეც მიხვდა რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეტი აღარაფერი უკითხავს.
         -მივალთ ეხა და კარგ ხასიათზე იქნები.
        -დღეს მაინც მითხარი სად მივდივართ??
       -გუდაურში, ცოტა დავისვენოთ.
ამ სიტყვების შემდეგ უკვე ბედნიერი ვიყავი და აღარც დამფუძნებლის სიტყვები აღარ მახსოვდა. ისევ მოუთმენლობა დამემართა. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით.
როგორც იქნა მივღწიეთ და ოთახები ავიღეთ სასტუმროში. ცოტა დავისვენეთ, შემდეგ ერთად ვისადილეთ და ოთახში ავედით. ვერაფრით ვისვენებდი ასე ჯდომით და ნოეს შეტყობინება გავუგზავნე.
       -რას შვრები??
       -რავი წიგნს ვწერ,შენ?
       -არ ვიცი რა ვაკეთო.
      -გამოდი ჩემს ოთახში.
მეც დიდი ხალისით ავდექი და ნოესთან გავედი. მასთან ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი. აღარც წიგნზე ვნერვიულობდი იმიტომ, რომ დღეს ამის დრო არ იყო, უნდა დამესვენა და ვინ იცის, იქნებ გამომსვლოდა და წიგნიც დამეწერა. ნოესთან გავედი და აივანზე, დავჯექი უცებ ჩავფიქრდი ჩემს თავზე. რა დამემართა მას შემდეგ რაც ნოე გავიცანი?? ჩემი ცხოვრება აირია, თითქოს უფრო თბილი გავხდი ამ პერიოდში. აღარ ვუჟმურობდი და აღარც ცივი ვიყავი ადამიანების მიმართ, თუმცა პროფესიის გამო ამერია ამბები. მე ჩემი ცხოვრების განვითარების გამო მშობლებთან კამათი და ავარიაც კი მომივიდა. ახლა კი ამას ვერ ვაკეთებ. ნუთუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს?? მშობლებთან ვიჩხუბე, დიდ ამერიკულ მომავალზე უარი ვთქვი, დავტოვე ის ქალაქი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი და სადაც უკეთესი მომავალი მელოდა. მე კი უარი ვთქვი ამ ყველაფერზე. მხოლოდ დამოუკიდებლად და ჩემთვის ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ნოეს წყალობით ჩემი ცხოვრება აირია. ახლა კი იმ პროფესიას რის გამოც ამდენი ვიწვალე არ გამომდის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი??
       ასეთი ჩაფიქრებული ვიყავი, ვერც სიცივემ გამაჩერა და ვერც ეზოს ხმაურმა, სანამ ნოე არ გამოვიდა აივანზე და არ ჩამეხუტა. უცებ ყველა ჩემი ფიქრი დაიშალა. თითქოს წეღამ ამდენი ფიქრისას ლამის ნოე შევიზიზღე, თუმცა როგორც კი ჩემი სხეული მის თბილ და ნაზ სხეულს შეეხო, ყველაფერი გადამავიწყდა. აღარაფერი მახსოვდა და ჩემში ისევ იმ სიყვარულმა გაიღვიძა. რა მემართებოდა? მე ასეთი არ ვიყავი. მე მეტად ძლიერი ადამიანი ვარ, რომელიც ასეთი ურთიერთობებით არ იხიბლება და ამის გამო არ ჰიპნოზდება, თუმცა ალბათ თვითონ ცხოვრებამ გამოიწვია ჩემი შეცვლა. ალბათ დავიღალე ცხოვრებასთან ბრძოლით.
ამის შემდეგ აღარაფერზე მიფიქრია, ნოესთან ერთად გავისეირნე და ერთ-ერთ კაფეში ვივახშმეთ .ისევ კარგ ხასიათზე დაბრუნდი. ვიცინოდი და ვიღიმოდი. მსუბუქად ვივახშმეთ და ცხელი შოკოლადიც მივაყოლე. შემდეგ კი ოთახებში ავედით. ჩემმა მშობლებმა დარეკეს და მომიკითხეს. მე კი მათი მოტყუება მომიწია. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი შეყვარებულთან ერთად გუდაურში ვარ-თქო?? შემდეგ მაგდაც მოვიკითხე. დღევანდელი ამბები მოვუყევი, თუმცა მაგდამ არ იცოდა დამფუძნებლის სიტყვების შესახებ და ჩემი სამსახურიდან გამოგდების მცდელობა. რამდენიმე დღე ისევ ვივლი სამსახურში, მაგრამ ალბათ მალევე გამომიშვებენ.
      ეს ამდენი ფიქრი სულ გადამავიწყდა, როდესაც ჩემი და ნოეს ბედნიერი წუთები გამახსენდება. შეხვედრის წუთები, ერთად გატარებული ბედნიერი წამები. ბედნიერი ვიყავი ამ მომენტების გახსენებით. ამის შემდეგ ტკბილად ჩამეძინა და დილით სადღაც 5 საათზე, კარებზე კაკუნი მაღვიძებს. გავედი და ნოე დამხვდა.
-ბოდიში რომ გაგაღვიძე, მაგრამ აქედან ისე ვერ წავალთ ერთად, რომ არ ვიგუნდავოთ. მიდი ჩაიცვი და გავიდეთ, სანამ ყველას გაუღვიძია.
მეც მაშინვე გამზადება დავიწყე. საბოლოოდ არჩევანი აქ შევაჩერე.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now