14

133 5 7
                                    

გათენდა, როგორც იქნა. მთელი ღამე არ მძინებია ან რა დამაძინებდა. დილის 7 საათი იყო, რომ ასე წოლას ვერ გავუძელოი და საწოლიდან ავდექი. აივანზე გავედი და ირგვლივ გარემოს ვუყურებდი. ისეთი სიცივე იყო, რომ მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ტირილი მინდოდა. თან ისე რომ მთელს ქვეყანას გაეგო. ვერაფრით ვხვდებოდი, ჩემს თავს ასე რატომ ვიტანჯავდი?? ეს ყველაფერი კი იმას ამტკიცებდა, რომ მე განსხვავებული ადამიანი ვარ. ჩემი თავისუფლებისთვის და ჩემი წარმატებისთვის ნოე მივატოვე. მასზე უარი ვთქვი.
ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დეპრესია და მთელი დღე ნოეზე ვფიქრობდი. ვნანობდი ჩემს ქმედებას, მაგრამ მე მისთვის ტყუილი არ მითქვამს. მე მართლა არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ღირსი იყო ნოესნაირი ადამიანისთვის. 8 საათამდე ასე ვიდექი აივანზე, შემდეგ კი ჩავიცვი ტანსაცმელები და მაგდასთან შევედი. გავაღვიძე. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა. მაგდაც საწოლზე წამოჯდა და დიდი სიამოვნებით მოუსმენდა ჩემს ამბავს.
       -აბა მომიყევი რა მოხდა გუშინ. რატომ დაშორდით??
       -მე ნოეს არ შევეფერები. მე თავისუფლება მინდა. მის გამო წიგნიც ვერ დავწერე და ამის გამო სამსახურიდანაც კი გამომიშვეს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ მეგობრები, წიგნი და თავისუფლებაა. არაფერო სხვა.
      -შენ სულ ხომ არ გაგიჟდი??
      -მე ასეთი ცხოვრება მინდა-ვუთხარი გამწარებულმა.
      -ამის გამო ნოეს გული ატკინე და შენც იტანჯები. ასეთი ცხობრება მოგწონს?? 
      -ალბათ კი .
ასე კამათით დაიწყო ჩვენი დილა. მე მაშინვე დაბლა ჩავედი და ყავა დავლიე. მაგდამ კი საუზმე მოამზადა. მალე მშობლებმაც გაიღვიძეს და ერთად ვისაუზმეთ. ცოტა ვჭამე და ისევ ჩემს ოთახში ავედი. თავში ნოეს გარდა სხვა არავინ მიტრიალებდა. ამ დროს მაგდა ამოვიდა ჩემთან ოთახში.
       -ტვინი ძალიან არეული გაქვს. იქნებ სადმე წახვიდე და ცოტა დაისვენო?? იქნებ სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.
მეც მაშინვე დავთანხმდი. ძალიან მინდოდა, რომ ამ ქალაქს მოვშორებოდი. მეც ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროშო ნომერი დავჯავშნე და წავედი. მშობლებს ვუთხარი, რომ მეგობრებთან ერთად მივდიოდი. მეორე დილას ტანსაცმელები ჩავალაგე და დავწექი. ასე უაზროდ გავიდა ის დღე და მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
   დილით 10 საათზე ავდექი და გავემზადე

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now