6

218 12 2
                                    

ეს ბიჭი, რომელიც ელენეს ჩემთვის უნდა გაეცნო, ნოე აღმოჩნდა. გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს.
   -არ არსებობს- თქვა მანაც დიდი აღტაცებით.
ერთმანეთს ისე გადავეხვიეთ თითქოს წლების ნაცნობობა გვაკავშირებდეს. (არადა სულ რამოდენიმე დღეა რაც გავიცანით ერთმანეთი და ამ მცირე დღეების განმავლობაშიც მოახერხა ჩემს გონებამდე ჩაღწევა) ელენე და თორნიკე უნდა გენახათ, ისეთი გაკვირვებით გვიყურებდნენ. ბოლოს ნოემ აუხსნა, თუ ვინ ვიყავით ერთმანეთის.
       როცა როგორც იქნა გავერკვიეთ ერთმანეთის ნაცნობობაში, პიცა შევუკვეთეთ, ბიჭები ლუდის და ჩიფსების საყიდლად წავიდნენ და ამ დროს მე და ელენე მარტო დავრჩით, როცა ელენემ ისეთი შეკითხვა დამისვა რომ გავოცდი.
   -თქვენს შორის რა ხდება?-ისეთი სახით მკითხა თითქოს შეყვარებული წავართვი.
    -არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. ჩემი თანამშრომელია. ერთად ვმუშაობთ.
     - კაი - მოკლედ მიპასუხა.
ვერ ვხვდებოდი ელენე ასე ძალიან რატომ იყო ასეთი დაინტერესებული ჩემი და ნოეს ურთიერთობით. ეს გავიფიქრე და ჩემს ტვინში ერთმა აზრმა გაიელვა, რომლის გაფიქრება მე თვითონაც არ მომეწონა. ნუთუ ელენე და ნოე??? თან გამოდი ვიღაც უნდა გაგაცნოვო. ასე მითხრა დაა........
ამის გაფიქრებისას ეჭვიანობამ შემიპყრო, მაგრამ რატოომ?? ვერაფრით ვხვდებოდი. რა ჯანდაბა მემართებოდა. რატომ ვეჭვიანობდი, ორი დღის წინ გაცნობილ ადამიანზე?? ამდენი ფიქრის დროს უცებ ბიჭებიც მოვიდნენ, დავჯექით და ფილმის ყურება დავიწყეთ. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ძილი მომერია.
     - ბოდიშს გიხდით, მაგრამ ცოტა მეძინება და წავალ დავიძინებ,. თან ხვალ ადრე უნდა ავდგე.
ჩემს სიტყვებს ნოეც აჰყვა.
  -მეც წავალ.
მე და ნოე ერთად გამოვედით გარეთ. მისი მანქანა ჩემი სახლის წინ იდგა და ერთი გზის გავლა გვიწევდა. ისე ციოდა, რომ სულ ვკანკალებდი, ლამის გავიყინე. ნოეს კი ისეთი მზერით ვაკვირდებოდი, თითქოს მისი ტვინიდან იმ პასუხების ამოგლეჯვა მინდოდა, რომელი კითხვებიც მე მგლეჯდა გულს. ნოემ მაშინვე შეამჩნია ჩემი ინტერესით და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები და მითხრა:
    -თუ რამის თქმა გინდა მკითხე.
     - შენ და ელენე ერთად ხართ??
ეს ვუთხარი და ნოეს სიცილი აუტყდა. ამ დროს ჩემს სახლთან მივედით. მე კი სახლში არ ვაპირებდი შესვლას, სანამ ნოე ამ კითხვაზე პასუხს არ გამცემდა .
     - რა შეყვარებულები. ელენე ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე. რომ არა ელენე ვერაფერს მივაღწევდი. ყველაფერში ის დამეხმარა.
ამ პასუხის შემდეგ ვინანე საერთოდ რატომ ვკითხე?? ( დებილი ვარ) მორცხვი სახით დავემშვიდობე და სახლში შევედი. სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი, მაგდას შევუარე , ისევ ეძინა. მე კი ოთახში დავჯექი და კომპიუტერს ჩავუჯექი. ერთდროულად იმხელა მუზა მომაწვა, რომ გამწარებული ვწერდი. სადღაც 4საათი ხდებოდა, კომპიუტერი დავდე და ტანსაცმლის გახდაც კი ვერ მოვასწარი ისე ჩამეძინა.
      გათენდაა და ჯანდაბა ისევ მაღვიძარასთან ჩხუბი. იმდენი ვურტყი ლამის გავტეხე😂😂 ავდექი აბაზანაში შევედი და გავემზადე. შავებში გამოვეწყე. რატომღაც დღეს ამ ხასიათზე ვიყავი

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now