3

306 12 6
                                    

მაგდას ყვირილის შემდეგ გავიქეცი, პირველ სართულზე მაგდა გაშეშებული იდგა და ხელში კონვერტი ეჭირა. მაშინვე გამოვგლიჯე ხელიდან და კითხვა დავიწყე. როცა წავიკითხე ბოლო ხმაზე ვიყვირე,გავიქეცი,მაგდას მაგრად ჩავეხუტე. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან ქართული გამომცემლობიდან პასუხი მივიღე. მთხოვდნენ რომ მათთან მივსულიყავი და ერთგვარი კონსულტაცია გამევლო. ჩემი მშობლები ჯერ სახლში არ იყვნენ, საყიდლებზე იყვნენ გასულები. კიდევ კარგი თორემ რა აუხსნიდა მათ ჩემი ყვირილის მიზეზს, მაგრამ
- ჯანდაბა— წამოვიძახე,რადგან გამახსენდა, რომ ახლა ჩემი მშობლების ჩხუბი მელოდა, იმასთან დაკავშირებით, რომ მე აღარ მსურდა ამერიკაში წასვლა.

არჩევანის გაკეთება მიწევდა. მაგდა ჩემი მხარდამჭერი იყო და მირჩია, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი. მაგდა უკვე მუშაობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექტორად და მასაც აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა ამერიკაში წასვლის. ამიტომ მე და მაგდამ მზადება დავიწყეთ, რომ როგორ გვეთქვა მშობლებისთვის ეს ყველაფერი.
მე
იმედია ყველაფერი გამოგვივა და მშობლები გაგვიგებენ.
მაგდა
მე რატომღაც ასე არ ვფიქრობ.მამაჩვენის ხასიათი ხომ იცი, თვითონ წავა და ჩვენ მარტოებს აქ დაგვტოვებს??? გამორიცხულია!

მაგდას სიტყვებმა უფრო ამაღელვა, რაც უფრო ახლოვდებოდა ვახშმის დრო, უფრო და უფრო ვღელავდი.
როგორც იქნა მოვიდა ვახშმის დრო და საუბრის დაწყება მე მომიწია.
მე
დეე რაღაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის-რატომღაც პირველი დედას მივმართე.
დედა
გისმენ შვილო.
მე
დედა მე და მაგდამ აქ კარგი სამსახური ვნახეთ და აღარ გვინდა ამერიკაში წასვლა .ჩვენ მხოლოდ ჩვენი ოცნების ასრულება გვინდა.

ამის გაგონებისას მამაჩემი მაშინვე ჩაება საუბარში.
მამა
რას ჰქვია არ გინდა წამოსვლა? ჯერ სანამ რამეს გადაწყვეტ ჯერ ჩვენ უნდა გვკითხო. არ ხარ იმდენად დამოუკიდებელი,რომ შენ თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები ან სწავლას რას უპირებ?
მე
ამჯერად მხოლოდ წიგნის დაწერა მინდა. დაწერა მინდა სწავლას კი მოგვიანებით განვაგრძობ.
მამა
არავითარ შემთხვევაში!!! ჯერ უნდა ისწავლო.

ამ სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი,ავდექი და ვუთხარი:
- ძალიან გთხოვთ ჩემს ცხოვრებას მე თვითონ გადავწყვეტ—ეს ვთქვი და ავდექი, კარებისკენ წავედი და როცა მამაჩემმა დამინახა მკითხა:
მამა
სად მიდიხარ?
მე
ცოტას გავივლი— უხეშად ვუპასუხე, ქურთუკი ავიღე და მანქანისკენ წავედი.

მანქანაში ჩავჯექი და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. უზომოდ ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემი მშობლები მხარს არ მიჭერდნენ.

მანქანაში ვიჯექი და სად მივდიოდი მე თვითონაც არ ვიცოდი. დავიწყე მანქანის მართვა და როდესაც რამდენიმე ქუჩა გავიარე მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. არ ვიცი რა დაემართა. რული ვეღარ დავიმორჩილე და ხეს შევასკდი. ვცდილობდი თვალი არ დამეხუჭა,მაგრამ ამდენი არ შემეძლო. ირგვლივ მიმტვრეულ ხის ტოტებს ვხედავდი, თვალები მეხუჭებოდა და ყველაფერი ბუნტი ხდებოდა. როცა გავახილე საავადმყოფოში ვიყავი.

როცა თვალები გავახილე არაფერი მახსოვდა. ირგვლივ მშობლებს და თეთრ კედლებს ვხედავდი. ძალიან გაუხარდათ ჩემი გონს მოსვლა, ახლოს მოვიდნენ და ჩამეხუტნენ.
დიდი არაფერი მჭირდა, მცირე ტრამვა იყო, ამიტომ იმ საღამოსთვის გამწერეს. ჩემი მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობდნენ და გზაში ათას შეკვითხვას მისვამდნენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვიყავი. ჩემი პასუხი ყოველთვის უხეში იყო.
სახლში მისვლისას ოთახში ავედი და დავწექი. მეორე დღეს ჩემი მშობლები აეროპირტში მიფრინავდნენ და მე უნდა გამეცილებინა.
სანამ დავიძინებდი მაგდა შემოვიდა და ჩემთან დაწოლა უნდოდა.მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი,დაწვა და ძლიერ ჩამეხუტა. თან მეუბნებოდა:
მაგდა
ასე აღარასდროს მოიქცე,გთხოვ!
მე
როგორ??
მაგდა
შენ ასეთი გაქცევევი არ შეგეფერება.მე ისეთ ანის ვიცნობ, რომელიც მიზანდასახულია და ყველაფრისთვის შრომობს.
მე
კარგი—- მოკლე პასუხი გავეცი რადგან ძალიან მეძინებოდა. გადავბრუნდი და ღრმად ჩამეძინა.

P.S ესეც მესამე თავი❤️❤️👑

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now