19

128 8 6
                                    

ასე ბედნიერს ჩამეძინა. დილით გავიღვიძე და საოცარ ხასიათზე ვიყავი. ნოეს დავურეკე და გასეირნება შევთავაზე, მაგრამ კარგი უარიც მივიღე.სამსახურში მიდიოდა. უკვე აღარც წიგნი მანაღვლებდა და აღარც ჩემი მუშაობა. ბედნიერი ვიყავი ყველაფით. ამის შემდეგ ავდექი, ჩავიცვი, დილის პროცედურა ჩავიტარე

 ამის შემდეგ ავდექი, ჩავიცვი, დილის პროცედურა ჩავიტარე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

და ელენესთან გავედი. მათაც მოვუყევი ხელის თხოვნის ამბავი და ძალიან გაუხარდათ.შემდეგ კი გადავწყვიტეთ ფილმის ყურება. ამიტომ პოპკორნის საყიდლად წავედი. ალექსანდრესაც დავურეკეთ. მთელი დღე მათთან გავატარე. ათას ფილმს ვუყურეთ და საღამოს 6 საათზე, როდესაც ნოემაც დაამთავრა სამსახური, ჩვენთან მოვიდა და ისევ დაიწყო ეჭვიანობა, რაც უკვე ნერვებს მიშლიდა. ალექსანდრეს ისეთი სახით უყურებდა, რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი. გვერდიდან არ მშორდებოდა. ასე უსაქმურად ვიჯექით, როდესაც ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გავიგე. ავიღე და თიკა იყო. ძალიან მაგარი ამბავი მახარა და მითხრა, რომ უკვე ჩამოვიდა. მე ვეჩხუბე, რატომ აქამდე არაფერი მითხარი-თქო, მაგრამ ისე გამიხარდა, რომ დიდად ყურადღება აღარც მიმიქცევია. მე და ნოე წავედით თიკასთან აეროპორტში, წამოვიყვანეთ და ერთ-ერთ კაფეში შევედით. ნოეს და თიკას ერთმანეთი გავაცანი:
-თიკა გაიცანი ეს ნოეა. ნოე გაიცანი ეს თიკაა.
-აააა ეს ის ნოეაა?? შენ რომ მიყვები ხოლმე??-ამ დროს ნოესთან შემრცხვა და თოკას ფეხზე მაგრად მივარტყი.
როცა ჭამა დავამთავრეთ ელენესთნა და თორნიკესთან წასვლა გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ მათაც ძალიან მოენატრებოდათ თიკა. ვიჯექით და ერთად ისევ ფილმს ვუყურებდით. როცა ასე ჯდომა მომბეზრდა, სახლში გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ნოემ ასეთი რაღაც მითხრა:
-არ გინდა დღეს ჩემთან წამოხვიდე და ჩემთან დარჩე??
მეც არ დამიყოვნებია და მასთან ერთად წავედი, მაგრამ გზაში სხვა რაღაც მომინდა. ნოეს სახლში მივედით, მანქანა დავტოვეთ და მთაწმინდაზე გასეირნება მინდოდა. სადღაც 10 საათი იყო. ნოემაც გული არ დამწყვიტა და წავედით. ნოემ თავი გაიგიჟა, რომ ეშმაკის ბორბალზე უნდა დავმჯდარიყავიღ. ვეცადე, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ მეშინოდა, მაგრამ ბევრი დაწყნარებისა და ბუზღუნის შემდეგ მაინც დავსხედით. რაც უფრო მაღლა ავდიოდით უფრო და უფრო მეშინოდა. სადღაც 11 საათი იყო. ძალიან ბნელოდა. მაღლიდან თბილისი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ გადახედვის ძალიან მეშინოდა. თვალები დავხუჭე და ხმას არ ვიღებდი. მთელი სხეული მიკანკალებდა შიშისგან. ნოე კი მე დამცინოდა. ასე ადიოდა ეშმაკის ბორბალი უფრო და უფრო მაღლა და უცებ- ბრაახ და საქანელა გაჩერდა. აი აქ კი უკვე ცუდად გავხვდი. არ ვიცით რა მოხდა. მე უკვე ტირილი დავიწყე. ცრემლები წამომივიდა და ვტიროდი.
-მორჩა, აქ დავრჩით. ალბათ აქედან ვეღარ გავალთ-ასე ვტიროდი, როცა ნოე ჩემს გვერდით მომიჯდა.
-მე ვიცი როგორც უნდა დაგაწყნარო-ეს თქვა, მომიახლოვდა და მაკოცა.
თითქოს ამ ყველაფერმა მართლა დამაწყნარა. უკვე პანიკები აღარ დამმართნია. ნოეს თავი დავადე და თვალები დავხუჭე. აი აქ კი საოცრება მოხდა. ორივეს ჩაგვეძინა და სადღაც ნახევარ საათში გვაღვიძებს პოლიციის ოფიცერი:
-დიდ ბოდიშს გიხდით, რაღაც გაურკვევლობა მოხდა და საქანელა გაჩერდა.
ჩემს თავს შევხედე. ნოეს კისერზე მედო და ნოეს ისევ ეძინა.
-არაუშავს, არაუშავს-ვუპასუხე და ნოეს გაღვიძება დავიწყე.
საქანელიდან გადმოვედით და სიცილი დავიწყეთ.
-რადგანაც ჩემს გამო ერთი საათი დაძინება და ეშმაკის ბორბალზე გავიჭედეთ შემიძლია გამოვისყიდო-ეს თქვა და ბამბის ნაყინები იყიდა. ასე მივსეირნობდით ჩაბნელებულ ქუჩებში, მაგრამ ჩვენ რა ბედი უნდა გვქონდეს. მაშინვე წვიმა წამოვიდა. აქედან სახლამდე საკმაოდ შორი იყო. იძახიან წვიმაში სიარული ძალიან რომანტიულიაო, მარა ჩემი რა გითხრათ, ლამის გავიყინე. როგორც იქნა სახლამდე მოვაღწიეთ. მაშინვე მეორე სართულზე ავირბინე და აბაზანაში შევედი. ტანსაცმელი არაფერი მქომდა, ამიტომ ნოეს ტანსაცმელების ჩაცმა მომიწია. მე პოპკორნი გავამზადე, აივანზე პროექტორი და კომპიუტერი გავიტანე. რატომღაც ახლა "მარტო სახლში" ყურება მომინდა. პროექტორზე ფილმი ჩავრთე და საქანელაზე ჩამოვჯექით.

 პროექტორზე ფილმი ჩავრთე და საქანელაზე ჩამოვჯექით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

აი დაახლოებით ისე როგორც სურათზეა გამოსახული

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

აი დაახლოებით ისე როგორც სურათზეა გამოსახული. სწორედ ესაა განტვირთვა: წყნარი გარემო, პლედი, საყვარელი ფილმი, სიწყნარე, მხოლოდ წვიმის ხმა და რაც მთავარია გვერდზე საყვარელი ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ასე ვიყავით ჩვენს შორის კამათი მაინც იყო. მაგალითად ამ ფილმის დამთვარების შემდეგ მე ჩხუბი დავუწყე იმაზე, თუ რატომ ეჭვიანობდა ალექსანდრეზე. ყოველ სიტყვაზე ნოე სულ ალექსანდრეს მიმეორებდა და ეს უკვე ნერვებს ძალიან მიმწარებდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, როცა გამახსენდა, რომ ნოე ყოველ დღე თავის ტვინში ათას საშინელ რამეს გაივლებდა. რატომ ეგონა, რომ მე ალექსანდრე მიყვარდა??
-ნოე რა გინდა??? მე არავინ მიყვარს შენს გარდა.
-მას კი ძალიან უყვარხარ. ეს უკევ მაგიჟებს. მთელ დღეს მასთან ერთად ატარებ.
-იცი რაა, თუ შენ არ შეგიძლია ჩემი ატანა მაშინ მითხარი.
-ანი ეგ რა შუაშია?? მე რას გეუბნები და შენ რას? თუ მე უნდა აგიტანო ასეთი ხასიათებით, შენ რატომ არ შეგიძლია ამიტანო როგორიც ეჭვიანი??
-ააააა აი რაშია საქმეე. შენ მითხარი, რომ ისეთი გიყვარვარ როგორიც ვარ.
-და შენ არ გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ??- ნოეს ამ სიტყვებმა უკვე საშინლად გამამწარა. ოთახში შევედი,გამოვიცვალე და წავედი. გზაში კი ვფიქრობდი: რა გვემართებოდა?? ხან ერთმანეთით ვტკბებოდით. ეგ კი არა ცოლობაზეც კი დავთანხმდი. მე მთელი ცხოვრება მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ ნუთუ რამე ცუდი გადაწყვეტილება მივიღე?? ასე ვფიქრობდი მთელი გზა და თავში ათასი ცუდი აზრი მიტრიალებდა. სახლში მივედი, მაღლა ავედი, ღამის პროცედურა ჩავიტარე და დავწექი. გამწარებულს ეგრევე ჩამეძინა.

P.S აბა როგორ მოგწონთ?? ❤️მადლობა ვინც კითხულობთ🙏 მალე დავამთავრებ🙈❤️

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now