I hate goodbyes..

2.1K 136 9
                                    

  იმ უნივერსიტეტში სადაც სწავლას ვაპირებ, რამოდენიმე კვირით ადრე უნდა ჩავიდე,რადგან ძალიან ბევრი რამე მაქვსმოსაწესრიგებელი.ლონდონში სახლიც გვაქვს ,ამიტომ ჯერ საერთო საცხოვრებელს ვნახავ და მერე გადავწყვეტ სად ვიცხოვრო.

 დღეს მივფრინავ,სწავლა კი 1 კვირაში მეწყება.იმდენად აღელვებული ვარ,რომ ბარგი გუშინწინ უკვე ჩალაგებული მქონდა,უბრალოდ მიყვარს როდესაც მოწესრიგებული და დაგეგმილი მაქვს ყველაფერი.პერფექციონისტობა ჩემი ერთ-ერთი თვისებაა.დიახ,ქალწული ვარ :დდ. ყველაფერი მზად მქონდა,ერთადერთი მე ვგავდი ბაბაიაგას. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს,ამიტომ აბაზანაში შევედი და 1 საათი ვნებივრობდი. შხაპის მიღების გარეშე არ შემიძლია 1 დღეც რომ არ ვიბანავო,მგონია რომ საშინელი სუნი ამივა.

  აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვტანტალდი და გუშინ არჩეული ტანსაცმელი მოვირგე.როგორც გითხარით ჩემი ფორმების ჩვენება არ მიყვარს,მაგრამ მინდა ეს კომპლექსი დავძლიო,თანაც თუ მოდელობა მინდა,ძალიან თავდაჯერებული უნდა ვიყო.

როგორც გითხარით ჩემი ფორმების ჩვენება არ მიყვარს,მაგრამ მინდა ეს კომპლექსი დავძლიო,თანაც თუ მოდელობა მინდა,ძალიან თავდაჯერებული უნდა ვიყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 კაბა ძალიან მოკლედ მეჩვენებოდა,მაგრამ მაინც არ გამოვიცვალე. თითქმის ყოველდღე თმები ან კოსად მაქვს შეკრული,ან კუდად ახლა კი ჩამოვისწორე და გავიშალე და ხო კიდე მე ამოჩემებული მაქვს ტანის ერთი სპრეი,რომელსაც ყოველთვის ვხმარობ,ესაა ვიქტორია სეკრეტის სპრეი,რომელსაც საოცარი სუნი აქვს,მივიპკურე ცოტა ტანსაცმელზე და ზურგჩანთაში ჩავაგდე. სარკის წინ ჩემი თავი შევათვალიერე და ვაუ!!პირველად ცხოვრებაში ჩემი თავი მომეწონა.ოთახს თვალი მოვავლე,აივანზე გავედი და ცრემლები მომაწვა.არ მჯერა რომ აქაურობას დიდი ხნით ვემშვიდობები.ცრემლები ხელით შევიმშრალე და პირველ სართულზე ჩავედი. უიხოო!!აქვე გეტყვით ჰარიეტი უკვე წავიდა უნივერსიტეტში,ოღონდ აზრზე არ ვარ სად სწავლობს.

  დედა სარკის წინ მაკიაჟს ისწორებდა,მამა კი ტელევიზორს უყურებდა.ორივემ გამომხედეს და გამიღიმეს.დედა გამოიქცა და ჩამეხუტა.

-ჩემი პატარა,ვერ ვიჯერებ..-ხელები მჭიდროდ მოვხვიე და მისი სუნი შევისუნთქე.მამაც მოვიდა და ორივეს გადაგვეხვია. თავს ვიკავებდი რომ არ მეტირა, ამიტომ გავუღიმე და ვუთხარი.

-კარგით რა,ყოველდღე და ღამე დაგირეკავთ. რაიმე ახალი თუ იქნება იმაზეც მოგიყვებით,მოკლედ ჩათვალეთ რომ ჩემს გვერდით იქნებით.-დედამ სახეზე ხელები მომკიდა და ცხვირზე ნაზად მაკოცა.საოცრად მიყვარს როცა ცხვირზე მკოცნიან.გარეთ გავედით და მანქანისკენ გავემართეთ,უნებურად ჰარის სახლისკენ გავიხედე,იქ კი სიჩუმე იყო,თავი დავხარე და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი.

  გზად ყველაფერს ვაკვირდებოდი და ცრემლებით მევსებოდა თვალები.თქვენც უნდა გამიგოთ,მშობლებზე მიჯაჭვული ვიყავი და ვარ,ასეთ შორ დისტანციაზე,თანაც მარტო,არასდროს ვყოფილვარ.გზა საოცრად მალე გავიარეთ და აეროპორტსაც მივადექით.ბარგი ჩავაბარე და დედას და მამას წინ დავდექი.მინდოდა ეს მომენტი გაწელილიყო და არ დასრულებულიყო. მათ თვალებში ცრემლები დავინახე,აქ უკვე მეც ვერ შევიკავე თავი,მათ ჩავეხუტე და ბავშვივით ავტირდი. არ მჯეროდა,რომ ჩემს დაბნეულ დედიკოს და ჩემთვის გმირ მამიკოს ვტოვებდი.ორივეს ლოყაზე ვაკოცე და თვითმფრინავის ტრაპზე ავედი.იქიდან ბოლოჯერ მოვიხედე,დედა და მამა ჩახუტებულები იდგნენ და ხელს მიქნევდნენ , მე კოცნა გავუგზავნე და თვითმფრინავში ავედი...

   ილუმინატორთან დავჯექი და ბოლოჯერ მოვავლე თვალი საყვარელ ქალაქს.თვალები დავხუჭე ,რადგან მეტს ვეღარ გავუძლებდი.მალე თვითმფრინავიიც ჰაერში აფრინდა და მეც უკან დავტოვე ცრემლები,მოვემზადე ახალი ცხოვრებისთვის,რომელიც მრავალ სიახლეს მიქადდა..


So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now