Idiot!!

1.8K 113 40
                                    

  დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. წამოვჯექი,თავზე ხელი მოვიკიდე და დოვს გავხედე,რომელსაც ტკბილად ეძინა.ასე რომ,კიდევ მაქვს დრო გუშინდელი ამბების გასახსენებლად. ავდექი და აბაზანაში შევედი უცებ კი გავშეშდი. ჯერ ჩემმა ჩაშავებულმა თვალებმა გული გამიხეთქა და მეორეც ჩემი მაისური და ბიუსჰალტერი აღარ მეცვა,მის ნაცვლად კი შავი გრძელი მაისური მემოსა. არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს,მაგრამ მაისურს ხელი მოვკიდე და ვუსუნე. მაშინვე ჰარი გამახსენდა,ამოტივტივდა გუშინდელი ამბები და თავზე ხელი შემოვირტყვი, თან იმხელაზე,რომ ამიწითლდა. 

    იქვე პატარა კარადაზე ჩამოვჯექი და გუშინდელის გახსენება დავიწყე. მახსოვს ზეინთან ცეკვა და ისიც რომ საოცრად დავლიე,გამახსენდა როგორ ავვარდი საპირფარეშოში და ვაღებინე. მერე კი კარზე კაკუნი რომ იყო და ჰარიმ რომ დავინახე ეგეც ცხადია, მაგრამ იცით რა არ მახსოვს? ჰარი რაზე მელაპარაკა, ან აქ როგორ მოვედი,ან ვინ გამომიცვალა. საერთოდ ავირიე,ამიტომ ცოტა ხნით გასეირნება გადავწყვიტე.სახე დავიბანე სპეციალური საპონით,რადგან აკნესგან დაცული ვიყო. კბილები გამოვიხეხე და თმები გავისწორე,მაგრამ ამ ჩემს ჩაშავებულ თვალებს,ვერაფერი მოვუხერხე. ამიტომ ცოტა ტონალური დავიტანე თვალების ქვეშ. სიშავე აღარ მიჩანდა,ამიტომ უცებ ტანსაცმლის არჩევაზე გადავედი,რადგა თითქოსდა აქ უკვე სული მეხუთებოდა. პირველი რაც მომხვდა ხელში,ის ჩავიცვი.ძალიან კი გამიჭირდა ჰარის მაისურთან განშორება მაგრამ რას ვიზამთ. სუნამო მივისხი და გავედი.

 სუნამო მივისხი და გავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now