Overthinking is my problem

1.7K 117 17
                                    

   სანის POV

      მზის სხივები პირდაპირ თვალებში მხვდება,ამიტომ საბანი თავზე გადავიფარე,მაგრამ უცებ წამოვხტი. ირგვლივ მიმოვიხედე და ჰარი რომ ვერ დავინახე ,გულში რაღაც ჩამწყდა. ფეხები მოვკეცე,ხელები შემოვხვიე და თავი მუხლებს დავადე. ისე სანი დებილი ხარ! რა გეგონა,მთელი ღამე აქ იქნებოდა? უეჭველი გასართობი ვერ ნახა გუშინ,ხოდა მე მომადგა. ჩემს თავზე გავბრაზდი,ტელეფონს დავწვდი ,რათა დრო მენახა. ჩავრთე თუ არა ტელეფონი თვალები გამიფართოვდა და უნებურად გამეღიმა. ფოტოზე მე და ჰარი ერთმანეთს ვიყავით ჩახუტებულები ,თანაც ისე,თითქოს ერთმანეთს ვინმე გვართმევდა. დებილივით ვიღიმოდი და ფოტოს გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი,როგორც ჩანს გუშინ დოვმა გადაგვიღო.(დაახლოებით ასეთი ფოტოები იყო)

 მესიჯიც კი გამომიგზავნა დოვმა,სადაც უფრო მეტი სურათი იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 მესიჯიც კი გამომიგზავნა დოვმა,სადაც უფრო მეტი სურათი იყო.ყველა ფოტოს ერთი 10ჯერ გადავყევი და ყოველ ჯერზე უბედნიერესად ვგრძნობდი თავს.. ნუთი ის ხდება,რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა,მე ჰარის მიმართ გრძნობები მიჩნდება. ამას 100 წელი არ დავუშვებდი,მაგრამ ასეთი რაიმე არ მიგვრძნია. ასეთ მოკლე დროში,მომაწონა თავი..ეს რატომ დავუშვი?! ვიცი,ბოლოს გული მე მეტკინება.

   ტელეფონი გამოვრთე ,საწოლზე დავაგდე და კვლავ საბანი დავიფარე. მისგან თავს შორს დავიჭერ,მაგრამ შევძლებ?როცა ის ჩემთან ახლოსაა,ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ.თითქოს ფეხები მეკვეთება და მეტყველების უნარი მეკარგება.აღარ შემეძლო საწოლში გაჩერება,ავდექი და აბაზანაში შევედი. სახეზე წყალი შევისხი და უბრალოდ იქვე მდგომ პატარა კარადაზე ჩამოვჯექი. უკუვაგდე ჩემი პრობლემები,გამხიარულება გადავწყვიტე,თან გუშინ სად გაიპარნენ ლიამი და დოვი? იმ ქალბატონს,ამას არ შევარჩენ!! რატომ არ გამაღვიძა?! აბაზანიდან გამოვედი და პირდაპირ თავზე დავახტი.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now