Tyra??

1.5K 116 12
                                    

    აქეთ-იქით მიმოვიხედე და ლამის ჩავიკეცე..ჩემგან რამდენიმე მეტრში,ჩემი საყვარელი მოდელი,ტაირა იდგაა!!! გულზე ხელები მივიდე და ღრმად დავიწყე სუნთქვა.ვიღაც გოგონებს ელაპარაკებოდა,მე კიდევ თვალს ვერ ვაშორებდი.ნაომის მერე,ტაირა ჩემი საყვარელი მოდელია. ერთ ადგილას მივეჯაჭვე და ხმასაც ვერ ვიღებდი. ტაირამ ლიფტისკენ გამოიხედა და როდესაც დამინახა,თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მე კიდევ პირი დავაღე და გულმა ორმაგად სწრაფად დაიწყო ცემა.

-გამარჯობა.საყვარელო-მომესალმა ტაირა თავისი ტკბილი ხმით.

-გა...გამმარჯობა..-ვბურტუნებდი,რაზეც გაიცინა და მომიახლოვდა.

-შენი სახელი?

-სსანი..

-მე კიდევ..

-ტაირა..თქვენ როგორ არ უნდა გიცნობდეთ..-ამაზე გაიცინა და გადამეხვია.მეგონა სიზმარში ვიყავი,ცრემლები წამომივიდა.

-იცი როგორი უიშვიათესი გარეგნობა გაქვს?-მკითხა

-მართლა?-ცრემლები შევიმშრალე.

-ძალიან და ხო,ძალიან კარგი ქენი,სააგენტოში რომ მოხვედი. აქ გოგონები ვინც მოვიდნენ ყველა ძააან ერთფეროვნები არიან-ჩუმად ჩამჩურჩულა,მე კიდევ გავიცინე.-წამომყევი-ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა.გოგონები შურიანი თვალებით მომჩერებოდნენ,მე კიდევ ვერ ვიჯერებდი.

      სადღაც დიდ ოთახში შემიყვანა,სადაც პოდიუმი იყო. თვალები შუბლზე ამივიდა,რადგან როგორც იცით,მოდელობა ჩემი ოცნებაა.

-მოდი პატარა ტესტს ჩაგიტარებ.შეგიძლია პოდიუმზე გაიარო?-ჯერ თვითონ გაიარა და მაჩვენა

შეგიძლია პოდიუმზე გაიარო?-ჯერ თვითონ გაიარა და მაჩვენა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now