room incident

1.8K 132 5
                                    

ხალხო საშინელი ამბავი ხდება ჩემს თავს😭😭ფოტოები აღარ იდება რატომღაც 😭😭
 
   მიუხედავად იმისა,რომ ლონდონს კარგად მაინცდამაინც არ ვიცნობ, ტელეფონში ჩამოტვირთული რუკების დახმარებით, უამრავი ღირშესანიშნაობა მოვინახულე და გატარებული დღით ძალიან ვისიამოვნე.მალე ნიავი ამოვარდა,მე კი ჟაკეტი კარგად შემოვიხვიე და ასე გავაგრძელე გზა. ერთ-ერთ კაფეს ჩავუარე და კრუასანების მადისაღმძვრელი სურნელი ვიგრძენი.გამახსენდა,რომ დილიდან არაფერი მიჭამია,ამიტომ მაშინვე კაფეში შევედი.
   ირგვლივ საოცარი გარემო დამხვდა,ძალიან თბილოდა,რაც გრილი ქუჩიდან შემოსვლისას საოცრად მესიამოვნა, ირგვლივ საოცარი არომატი ტრიალებდა და წყნარი მუსიკა ისმოდა. მეც ერთ მაგიდასთან დავჯექი, ჟაკეტი გავიხადე,სკამზე გადავკიდე და ჩანთაც იქვე დავდე. ტელეფონი ამოვიღე და დედასთან დარეკვა გადავწყვიტე,მაგრამ გამახსენდა,რომ დღეს ღამის ცვლაშია,ამიტომ გადავიფიქრე. უცებ გოგონა მომიახლოვდა,თუმცა იმდენად ვიყავი თვალიერებით გართული,რომ გოგონა ცოტა დიდ ხანს ვალოდინე.
- რას მიირთმევთ მის?
-ჩაი და კრუასანი თუ შეიძლება- მანაც გამიღიმა და შეკვეთის მოსატანად წავიდა.ისე მართალი გითხრათ და ფიგურას ვუფრთხილდები,მალე ერთ სამოდელო სააგენტოში უნდა შევიტანო განცხადება და არ მინდა ძროხას ვგავდე.
  პოლაროიდი ამოვიღე ჩანთიდან და ფოტოების გადაღება დავიწყე.ეს ის პოლაროიდია, რომელიც მამამ მაშინ მაჩუქა 15 წლის რომ გავხდი. რამოდენიმე ფოტო გადავიღე, როდესაც კამერის ფოკუსში ნაცნობი სახე დავინახე. ეს ხომ ლიამი იყო! რომელიც იღიმოდა,ღიმილის დროს თვალები საერთოდ აღარ უჩანს. მე კამერა სახიდან მოვიშორე და გავიცინე.
-გადამიღე!- ტუჩი გადმოაგდო,მეც წამებში უკვე მისი სურათი ხელში მეჭირა, გვერდით დამიჯდა და იდაყვებს თავი ჩამოადო.
-უკვე ჭამე?-მკითხა
-არა,ჯერ არა.-ხელი ასწია და მიმტანს უთხრა
-ერთი ყავა და 2 კრუასანი თუ შეიძლება.- თვალისმომჭრელად გაუღიმა ისედაც დაბნეულ გოგონას.
-იცი,რომ ღამით კოფეინი არ შეიძლება?
-დღეს ისეთი ღამე მელოდება,რომ კოფეინი ნამდვილად მჭირდება. უიხოო, დღეს წვეულებაა და უეჭჭ მიდიხარ!!
- აა ,ესეიგი უკვე გადაწყვიტე?
-აბარაა!
-ლიამ, წვეულებები ჩემი სტიქია ნამდვილად არ არის,ამიტომ..
-გოგონი, მომისმინე!! შენი ცხოვრების საუკეთესო წლები ახლა იწყება ამიტომ ბოლომდე გაერთე!!- ეს ხმამაღლა მოუვიდა და ყველამ ჩვენ შემოგვხედა.
-მაგრამ ბევრი საქმე მაქვს, ოთახის მეზობელი უნდა გავიცნო, მაინტერესებს თუ გამიძლებს.
-შენ რა გაძლება გინდა?
- ჩემო კარგო,მორცხვ გოგოს ვგავარ,მაგრამ ახლოდან გამიცანი და ნახავ ვინც ვარ.-ლიამს თვალები გაუფართოვდა,ხელი მომკიდა და თქვა.
- ვსო , წავედით და გაემზადე.მოდიხარ და ვსო!- ჩანთა უცებ გადავიკიდე,ჟაკეტიც მოვიცვი.
- კი მაგრამ,ყავა?
-აქ დამელოდე- ბართან მივიდა და ორი ჭიქით დაბრუნდა.
- მე თვითონ გადავიხდიდი.
- მე რა ჯენტლმენი ვარ ,თუ გოგონას გადავახდევინებ.- ხელკავი გამომდო და კარისკენ გაემართა,მეც მივყევი და ქუჩაში გავედით. ახლა წვიმდა კიდეც. ხალხი გარბოდა,მაგრამ ჩვენ დებილებივით ვიცინოდით და ნელი ნაბიჯებით მივდიოდით. ბოლოს უკვე როცა მართლა დაასხა წვიმამ , გავიქეცით.
  როცა გოგონების საერთო საცხოვრებელს მივადექით ,თმა გაიქნია და მითხრა.
- მომწერე და გამოგივლი და ხო,კიდე ვიღაც უნდა გაგაცნო.
-კაი,როგორც ვხვდები შეეწინააღმდეგებას აზრის არ აქვს.
- სწორად მიხვდი.- ოთახისკენ გავიქეცი,გზად ოლივია შემხვდა და სიცილი დაიწყო. სულმოუთქმელად გალუმპული ვიდექი მის წინ, თეთრი კედები ახლა შავი იყო,თმიდან კი წვეთები ჩამოდიოდა.ამაზე მეც გავიცინე
-მიდი გამოიცვალე, თორემ გაცივდები.
-არის სერ!- სამხედრო სალამი მივეცი და ოთახში გავიქეცი,მაგრამ ნეტავ არც შევსულიყავი.
   ოთახი მოსაწევის სუნად ყარდა, ფარდები ჩამოფარებული იყო და ერთ საწოლზე გოგოს და ბიჭს ერთმანეთი ლამის ჩაეყლაპათ.ჩავახველე და მათაც ინებეს და გაჩერდნენ. ეს უცნობი გოგო და ჰარი იყვნენ. ანუ მექალთანე გამიგია,მაგრამ ასეთი?!!
  გამბედაობა მოვიკრიბე და ვუთხარი.
- 5 წუთი არცაა რაც შემოვედი და უკვე მოსაწევის სუნად ვყარვარ. ჩემო კარგო,უნდა გაითვალისწინო ,რომ შენს გარდა აქ სხვაც რჩება ღამე და ვიღაც ბიჭები არ უნდა მოათრიო! აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ,რომ შენნაირმა ქუჩიდან შემოთრეულებმა სწავლაში ხელი შემიშალონ - ვიცი , შეურაცხყოფა მივაყენე,მაგრამ იმსახურებდა! ჰარიმ ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა,შემდეგ ჩაიცინა და ნიკაპზე ხელი მოისვა. მე ბარგს დავავლე ხელი და სარეგისტრაციოსკენ გავვარდი.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now