New roommate!!

1.8K 132 7
                                    

  დაავოუთეთ და დააკომეთ რომ გავაგრძელოო

ნეტა როგორც ფანფიკებშია ხოლმე მეც კარგი მეზობელი შემხვედროდა .თბილისაყვარელი და ცანცარა. ერთი ამოვიოხრე და ჩქარი ნაბიჯით გავემართე ოლივიასკენ.შევამჩნიე ერთი გოგოც როგორ მიიწევდა სარეგისტრაციოსკენ,ამიტომ ფეხს ავუჩქარე,რადგან ამ საქმის მოგვარება ძალიან მეჩქარებოდა. იმ გოგომაც აუჩქარა და ლამის სირბილზე გადავედით.ორივე ერთდროულად მივვარდით ოლივიას მაგიდას და ერთდროულად შევძახეთ.

-ოთახის შეცვლა მინდა!-ერთმანეთს გაკვირვებულებმა გავხედეთ ერთმანეთს,ჯერ სერიოზულად ვუყურებდით ერთმანეთს,შემდეგ სიცილი ამივარდა და ისიც ამყვა.ოლივია პატარა ოთახიდან გამოვიდა და ორივეს შემოგვხედა.

-რა ხდება გოგონებო?

-ოთახის შეცვლა მინდა-ვთქვი.

-მეც- თქვა ჩემს გვერდით მდგარმა გოგონამ.რომელიც ჩემზე ოდნავ მაღალი იყო,გაშლილი თმები მხრებზე დაჰყროდა,ხოლო თვალები თაფლისფრად უელავდა.

-კი მაგრამ რა ხდება?-იკითხა ოლივიამ.

-ჩემი ოთახის მეზობელი ეწევა ,თან ვიღაც ბიჭები შემოათრია-თქვა გოგონამ,რომლის სახელი არ ვიცოდი.

-რა დამთხვევაა!-გაკვირვებულმა გავხედე.

-მგონი რამეს მოვახერხებთ-თქვა ოლივიამ და საბუთებში ქექვა დაიწყო.-ესეიგი,სან,შენი ოთახის მეზობელი ლიზა გადავა 452ში,ანუ შენს ოთახში დოვ,ხოლო სანისთან იცხოვრებ შენ.-ერთმანეთს გავხედეთ და თავი დავაქნიეთ. ოლივიამ სადღაც გადარეკა,მე სკამზე ჩამოვჯექი,ბარგი ფეხებთან დავიდე,ერთი ფეხი სკამზე შემოვდე და თავი ზე დავადე. დოვი,კი ოლივიას მაგიდასთან იდგა. 

    მალე ჰარიც გამოვიდა,რომელიც ღილებს იკრავდა,თვალები ავატრიალე და ყურადღება არ მიმიქცევია.მანაც ერთხელ გამომხედა და უბრალოდ გაიარა.უკან ის ჩემი ქუჩიდან მოთრეული მეზობბელი მოჰყვა და თავისი ბარგით სხვა ოთახში გავიდა.როდესაც შემომხედა ტუჩი ისე ასწია,თითქოსდა რაიმე საშინელება დაინახა,მეც ცალი თვალით გავხედე და ცხვირი ავიბზუე. დღეს იმდენად დავიღალე,რომ დოვს აღარ დაველოდე და პირდაპირ ოთახისკენ გავემართე.ფანჯარა გამოვაღე რათა სუნი გასულიყო,იქ მიყრილ ნივთებს ხელი დავავლე და ნაგავში ჩავუძახე.საწოლზე ჩამოვჯექი და გადავწექი. უცებ კარი გაიღო და მომღიმარი დოვი დავინახე,ფეხზე ავდექი და გასაუბრება გადავწყვიტე.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now