1 Week with them

1.5K 110 12
                                    

  თბილი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი და შვება ვიგრძენი,მთელი დღის სტრესი ჩამოვირეცხე. შხაპის მიღების დროსაც წამომვიდა ცრემლები..ცრემლები,რომელიც წყალს ერწყმოდა და ჩემს ტანზე მოგზაურობდა..

  ეშლის მიერ მოტანილი ტანსაცმელი ჩავიცვი. ჩეულებრივი ,ნაცრისფერი სპორტული შარვალი და ამავე ფერის ჰუდი. თმა მაღლა ავიწიე ,კვლავ ოთახში დავბრუნდი და ცოტა ხანი ფანჯარასთან დავდექი. უკვე წვიმდა,თითქოს ამინდიც კი გლოვობდა ჩემს ამბავს..მზიანი უცებ წვიმიანი გახდა,ისევე ,როგორც მე. კარი გაიღო და ბლეიქი შემოვიდა,სევდიანად გამიღიმა და მხრებზე ხელი დამალაგა.

-გთხოვ,აღარ ინერვიულო კარგი? ის იდიოტი შენი შესაფერისი არ ყოფილა,შენ უკეთესს იმსახურებ!!-გამრიმა და ჩავეხუტე..

-მადლობა ყველაფრისთვის.

-რისი მადლობა გოგო!!ახლა ჩამოდი,ვჭამოთ,ეშლიმ საოცარი სპაგეტი მოამზადა ხორცის ბურთულებით.

-გემრიელად ჟღერს.-ბლეიქი წინ წამიძღვა და პირველ სართულზე ჩავედით. ეშლი სამზარეულოში ტრიალებდა,ჰაერში კი საოცარი სურნელი ტრიალებდა. დამინახა თუ არა გაიღიმა,თეფზე სპაგეტი გადმომიღო,ხორცის ბურთულებიც დამიდო და წინ დამიდგა.

-განსაკუთრებულ გოგოს,განსაკუთრებული ვახშამი-გამეცინა და ბართან დავჯექი. ჩანგალი ავიღე და პირველი ლუკმა ჩავიდე,როდესაც აღმომხდა.

-ვაუ,ეშლი..საოცრებაა!ასეთი გემრიელი სპაგეტი არსად მიჭამია!!-უფრო დიდი ლუკმა ჩავიდე.

-საიდუმლო რეცეპტი მაქვს.-ეშმაკურად ჩაიცინა და ბლეიქსაც ამოუღო.

-მართლა უუგემრიელესიაა!!-ამოიოხრა ბლეიქმა და ეშლის ლოყაზე აკოცა.

-სად გაიცანით ერთმანეთი?

-მე მოდელი ვიყავი,ბლეიქი კი ფოტოგრაფი,ხოდა პირველი ფოტოსესია მქონდა და ბლეიქი მიღებდა ფოტოებს.ისედაც დაბნეული,მისმა თვალებმა უფრო დამაბნია და დებილივით ვიდექი,ესშტერი კიდე წამდაუწამ შენიშვნებს მაძლევდა-თავსი წამოარტყა ბლეიქს,მე კიდე გავიცინე.

-აბა რა მექნა,სულ ერთ პოზაში იდექი.-თავი იმართლა ბლეიქმა. 

-მოდი რამეს ვუყუროთ-წამოიძახა ეშლიმ.

-მოდი ,,მეგობრები" ჩავრთოთ-ვთქვი მე.

-აუხოო რაა!!-ამყვა ბლეიქი. საბოლოოდ ის ეპიზოდი ჩავრთეთ,სადაც ფიბის დედის მოსაძებნად ყველანი სანაპიროზე წავიდნენ. ბევრი ვიცინეთ,თანაც ისე რომ ვერ ვჩერდებოდით. ჰარი ცოტა ხნით თავიდან ამოვიგდე და ყველაფერი დავივიწყე.

-უი ხო,სანი. ,ტელეფონი მოგიტანე. სტუდიაში ვიყავი და ერთმა გოგომ,მგონიი ლიზიმ თუ ლიზამ მომაწოდა,დაგვინახა ერთად რომ გამოვედით და ალბათ მაგიტომ მომცა.-გამომიწოდა,მეც ავიღე,ჩავრთე და ათასი გამოტოვებული ზარი მქონდა. ყველაზე ბევრი ჰარისგან,ჩავიცინე და მისი ნომერი წავშალე,ტელეფონი კი გვერდით გადავდე.ეშლი და ბლეიქი მაკვირდებოდნენ,ბოლოს კი მითხრეს

-დედაშენს დაურეკე,უთხარი რომ ჩვენთან იქნები ეს კვირა.

-და ვინ გითხრათ რომ 1 კვირა ვაპირებ აქ ვიყო? უკვე ძაან გაწუხებთ და შანსი არაა ერთი კვირა მყუდროობა დაგირღვიოთ.

-ბლეი,გამაჩერე,თორე ამ გოგოს გავპუტავვ!!სახლში არავინაა ვისაც ვეჭორავები,ეს კვირა მეც აქ ვიქნები ხოდა შენც დარჩი.

-გთხოვ!!!-აყვა ბლეიქიც.

-კაიით-ორივე ჩმეხუტა. არავისთვის დამირეკია,არავის ხმის გაგონება არ მინდოდა,მაგრამ ბოლოს მაინც დოვს მივწერე

-დოვ,არ ინერვიულო,კარგად ვარ,ეს კვირა საერთო საცხოვრებელში არ მოვალ,თუ ჰარი მადაა,არაფერი უთხრა ჩემზე.

-გოგო ხო არ გაგიჟდიი!!მე აქ ვკვდები ნერვიულობითთ!!მარტო მე არა,ჰარიმ ყველაფერი ყირაზე დააყენა! მაინც სად წახვედი,ან რა მოხდა.

-ჰარი მაგარი მკიდია,რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები,უბრალოდ ახლა არა.არაფერზე იდარდო და ხო,არავის არაფერი უთხრა ჩემზე,დასვენება მინდა..

-ხვალაც მომწერე თორე ფეხებს გავფშიკავ.

-კაი..

    აჰა,ანუ ჰარიმ ყველაფერი ყირაზე დააყენა,დაიტანჯოს ისე,როგორც მე,მაგრამ იტანჯება? თუ ჯესიკა ეხმარება ,,ტკივილის"გადატანაში,ორივე მაგარი არ მაინტერესებს..

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now