Dove?

1.5K 111 10
                                    

  მთელი გზა მე და ჰარი რაღაც სისულელეებს ვმღეროდით და გიჟებივით ვცეკვავდით.უბედნიერესად ვგრძნობ თავს,რადგან ყველაფერი საოცრად მიდის. კამპუსთან მივედით თუ არა,სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან და ოთახისკენ გავიქეცი.ჰარი გაკვირვებული მიყურებდა,მე კიდევ დავუძახე

-გვრიტები უნდა გავაღვიძოო!!-ოთახის კარები რასააც ჰქვია გამოვგლიჯე,ველოდებოდი ჩახუტებულ დოვს და ლიამს,ამის ნაცვლად,კი საწოლზე მჯდარი,მოღუშული დოვი დავინახე. ამომხედა ცრემლიანი თვალებით,ღიმილი შემახმა,მაშინვე გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე.ამ დროს ჰარიც შემოვიდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დანახა დოვი,სახეზე დიდი კითხვის ნიშანი გამოესახა,მე კიდევ მხრები ავიჩეჩე.

-ჩემო  ლამაზო,რა ხდება?-ვკითხე და თან სახეზე ვეფერებოდი.თავი კალთაში ჩამიდო და უფრო ტირილი აუვარდა.თმაზე ვეფერებოდი,ვცდილობდი არაფერი დამეძალებინა,რადგან ყველაფერს თვითონ მომიყვებოდა.ჰარიც მის წინ ჩაიმუხლა

-დოვ,ვინმემ რამე დაგიშავა?-მზრუნველად ჰკითხა.-მითხარი და სიფათს გავუერთიანებ.

-ამას ვერ შეძლებ..-ღრამად ამოისუნთქა და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.ასეთი დოვის დანახვაზე გული მიკვდება.ცხვირზე ნაზად ვაკოცე

-მითხარი რა მოხდა,ერთად მოვაგვაროთ-მან კი თვალებით ჰარისკენ მანიშნა,თავი დავუქნიე და ჰარის ჩავჩურჩულე

-შეგიძლია წახვიდე? იქნებ დაველაპარაკო და რაიმე მაინც გავიგო-ჰარიმ ტუჩებზე მოწყვეტით მაკოოცა და ოთახი დატოვა.

-ვაიმე,რა საყვარლები ხართ..-თქვა და მერე ისევ ტირილი გააგრძელა. 

-დოვ,მომიყევი რა ხდება.თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.

-ლიამ....ლიამი...სხვა გოგოსთან ერთაად დავინახე...

-რას აკეთებდნენ?

-დადიოდნენ და იცინოდნენ...

-შე შტერო,იდიოტოო!!!ეგ გატირებს??-უცებ წამოვხტი ,ის კიდე საწოლზე გადაწვა.მხრებში ხელი მოვკიდე და წამოვაყენე

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now