Last one

2.7K 153 106
                                    

  ხურისწამღები წრიპინი მაღვიძებს,მინდა გამოვრთო და დავისვენო,მაგრამ ვერაფერს ვამოძრავებ,სრულიად ვერაფერს.თითქოს დაბმული ვარ,თვალების გახელა კი ძალიან მეშინია.უკვე ცრემლები მომდის,არ ვიცი რატომ,ალბბათ იმიტომ,რომ ვერაფერს ვამოძრავებ. თვალებს ვახელ და თეთრ ჭერს ვხედავ.გვერდით ვიხედები და ათნაირი გადასხმა მიდგია,ფეხი თაბაშირში,ნეკნებზეც რაღაც საშინელება მადევს. ცხვირზე სპეციალური სასუნთქი აპარატი მიკეთია.ვიხსსნი და სუფთა ჰაერს ვისუნთქავ. მაგრამ სადაა სუფთა ჰაერი? ირგვლივ წამლების საშინელი სუნი დგას.

      გამახსენდა ყველაფერი,როგორ მოვყევი ავარიაში,როგორ დავინახე ჰარის აცრემლიანებული თვალები..მახსოვს..ანუ მეხსიერებასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.ეს კარგი..იქვე ფურცელი იდო,სადაც ჩემი დიაგნოზი ეწერა,როგორც შემეძლო გადავიხარე,რათა ფურცელი ამეღო,მაგრამ გვერდში ყრუ ტკივილმა თავი შემახსენა და ჩუმად ამოვიკვნესე.ფურცელი მაინც ავიღე,მაღლა ავწიე და ისე წავიკითხე.

    საგანგაშო არაფერი მჭირდა,მოტეხილობები მხოლოდ,მაგრამ ოპერაციის დროს თურმე შინაგანი სისხლდენებიც დამეწყო,მაგრამ ახლა პალატაში ვარ,ანუ ყველაფერი კარგადაა. მაინც რამდენი ხანი მეძინა? ფურცელს დავხედე და შანსი არაა!!!!!! 4დღე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი? ფურცელი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე,ვხვდებოდი სუნთქვა ნელ-ნელა როგორ გამიჭირდა,ამიტომ აპარატი კვლავ დავიმაგრე და სუნთქვა გავაგრძელე. 

    პალატის კარი გაიღო და მაშინვე ჰარის კულულა თმა დავინახე,გამეღიმა,მაგრამ მასზე მაინც საშინლად ვარ ნაწყენი. თვალები დავხუჭე,ვითომ მეძინა. კარი დახურა,ერთი ღრმად ამოიოხრა და მომიახხლოვდა (ფეხის ხმა გავიგე). ვიგრძენი როგორ ჩაიკუზა ჩემს გვერდით,რადგან მისი სუნთქვა ხელზე მეცემოდა. ჩემი ხელი მის უზარმაზარ ტორებშ მოიქცია და მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა..

-ვიცი,რომ გღვიძავს.-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა.თვალები არ გამიხელია-შენმა წამწამებმა გაგცეს.-ერთი ამოვიოხრე და თვალები გავახილე.ჩემი თვალების გახელა და მის სახეზე ღიმილის მოფენა ერთი იყო..მააკვირდებოდა,თითქოს პირველად მნახა,თითქოს ჩემი ყველა ნაკვთის შესწავლას ცდილობდა..გამახსენდა რაც გამიკეთა,ამიტომ სასწრაფოდ თვალები ავარიდე.

So far and So close  (დასრულებულია)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें