I did it :dd

1.9K 120 9
                                    

  -ააა მის ჯოუნსს!!-ხელები გაშალა და წამოიძახა დირექტორმა.ჩემსკენ გამოემართა და ხელი ჩამომამრთვა.მეც თავაზიანად გავუღიმე.ჰარი შემოტრიალდა გაკვირვებული და როდესაც დამინახა წარბები გახსნა და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა.

-სტაილს,შეგიძლიათ წახვიდეთ-მიმართა დირექტორმა ჰარის,მანაც ამოიოხრა და ადგა.როდესაც გვერდით გამიარა,ჩემი სუნამოს სუნი შეისუნთქა და ხელზე ნაზად შემეხო,რაც როგორც დენის დარტყმა ისე იყო. მეც თვალი გავაყოლე და სანამ გავიდოდა ერთი შევუბღვირე და იმან კიდე თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა,იდიოტი!!! მოდი გეტყვით,თუ რამდენად დავითრგუნე მისი აქ ნახვით.მისგან გაქცევას ვცდილობ წლებია!!ახლა კი იმ უნივერსიტეტში მხვდება,სადაც მეგონა,რომ ყველაზე მშვიდად ვიქნებოდი.იმედია აქაც არ მომცხებს ჩირქს და აქაურებს ჩემზე ცუდ წარმოდგენას არ შეუქმნის.ისევ კარებს ვუყურებდი და გულზე თითქოს უზარმაზარი ლოდი მედო.სუნთქვა მიჭირდა და თითქოს ვიხრჩობოდი.ისედაც აქაურებმა დარწმუნებული ვარ გარეგნობის გამო უკვე ამითვალწუნეს,ამას თუ ჰარის ხრიკებიც დაემატება გეფიცებით,თავს არ ვიცოცხლებ.

-ძალიან მიხარია,რომ ჩამოხვედით-მითხრა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა დირექტორმა,რომლის სახელი,როგორც ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული წარწერა იუწყებოდა მაიკლი ერქვა.მის წინ მდგომ სკამზე მიმითითა,მეც დავჯექი და ცოტა უხერხულად შევიშმუშნე.

-პირიქით მადლობა თქვენ,კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში ვისწავლი!-მან გამიღიმა და მის საბუთებს შორის რაღაცის ძებნა დაიწყო.მალევე იპოვა და გამომიწოდა.

-აი ეს შენი ლექციების ცხრილია.სწავლა 1 კვირაში იწყება,ამიტომ ყველანაირად მოემზადე,შენგან ძალიან დიდ წარმატებებს ველი- ამან უფრო დიდი სტიმული მომცა,თავად დირექტორს სჯერა ჩემი და ჩემი წარმატებების,ამიტომ თავი ამაყად ავწიე და გავუღიმე.

So far and So close  (დასრულებულია)Where stories live. Discover now