გაგება

646 93 38
                                    

დიახ, არ გეჩვენებათ! ეს მე ვარ,უპასუხისმგებლო ქალი, რომელსაც დაგეგმილი არაფერი არ აქვს და ისე წერს, როგორც მოეპრიანება. ხო და ერთკვირიანი დაკარგვის შემდეგ რაღაც ნაგავი შემომეწერა, ეს თავი მგონი ყველაზე უარესია რაც დავწერე, მაგრამ არა... პირველი ფიკი უარესი იყო. მარა დაიკიდეთ და წაიკითხეთ თუ კითხულობთ!

 ჯონი, დინჯად გამოვიდა მისი ძმის ოთახიდან. კარის დახურვის შემდეგ, დერეფანში მიმოიხედა და როდესაც, ვერავინ შენიშნა, ელვისებური სისწრაფით გაიქცა ოთახისაკენ. რამდენიმე წამში, უკვე ოთახის კართან აღმოჩნდა. კარი სწრაფად შეაღო, სწრაფი ნაბიჯებით გაემათა სავარძლისკენ, რომელიც ახლა რუხი ფერის გახლდათ. მაგიდა ახლა შავი იყო. მაგიდასთან, იმავე ფერის, ტყავის, მაგიდის სავარძელი იდგა. მაგიდიდან მარცხნივ, დაახლოებით ერთ მეტრში, ახლა, ნაცრისფერი სავარძელი იდგა, მის წინ კი, შავი მინის, პატარა მაგიდა. სავარძლის გვერდით რუხი ფერის ტანსაცმლის კარადა იდგა, რომელშიც უკვე ყველაფერი დალაგებული და გამზადებული იყო. კარადის პირდაპირ კი, შავი ფერის, ორადგილიანი საწოლი იდგა, იმავე ფერის თეთრეულით. ოთახი, პირდაპირ სიბნელეს ჰქონდა მოცული. ოთახში, ყველფერი ბნელი ფერის იყო. ძირითადად კი შავი ფერი დომინიებდა. ოთახის იატაკი და ჭერი შავად ელვარებდა, კედლებზე კი რუხი ფერი ჭარბობდა, მაგრამ შიგადაშიგ შავი ფერი ერეოდა. თვითონ ჯონიც შავი იყო. შავი თმა, შავი თვალები, შავი მოტკეცილი გრძელმკლავიანი ჯემპრი, შავი კლასიკური შარვალი და შავად მოელვარე კლასიკური ფეხსაცმელი. ჯონი სავარძელზე მოთავსდა. ფეხები, დაბალ მაგიდაზე მოათავსა, სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა, სივი ხელში აიღო და კითხვას შეუდგა. თითიეულ დეტალს დაკვირვებით კითხულობდა და იმახსოვრებდა. ახლა, ჯონი შეპყრობილ მანიაკს წააგავს, რომელიც მსხვერპლის ფსიქოლოგიას შესწავლითის დაკავებული რათა მისი ხელში ჩაგდება გაუადვილდეს. ასეც არის, ჯონი მანამდე არ მოისვენებს, სანამ სასურველს არ ჩაიგდებს ხელში. მეტად სასურველი გამოდგა ომეგა,მისთვის. ჯონი ხვება რომ, პაკი მას იზიდავს და მალე ალბათ პირიქითაც მოხდება და პაკიც დაინტერესდება მისით შემდეგ კი... მაგრამ როდესაც წარმოიდგენს რომ ეს შეიძლება მანამდე სხვასაც ექნა პაკისთვის, სიბრაზით ივსება და იმ ალფის სადისტურდ წამების,შემდეგ კი ამავე გზით მისი მოკვლის სურვილი უჩნდება. მაგრამ იმედოვნებს რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ როდესაც იაზრებს რომ ომეგებს დენა აქვთ და იმ დროს ისინი თავიანთ თავს არ გვანან, ჯონი გიჟს ემსგავსება, რადგან ხვდება რომ შეიძლება, მის საკუთრებას სხვა შეეხო. პაკს არაფერში ადანაშაულებს, რადგან ხვდება თუ რამდენად რთულია მისთვის იმ სიმხურვალისთვის და აღგზნებისთვის გაძლება,მაგრამ მაინც ბრაზდება, რადგან მის საკუთრბას არავინ არ უნდა შეეხოს. ჯონი ამ ფიქრებს ფანტავს და ყურადღებით იწყებს კითხვას. ეს არაა სივი, ეს უფრო ინფორმაციაა ბიჭის ცხოვრების შესახებ. ალბათ, ნამჯუნმა თავად გააცნო ყველაფერი ის,რაც საჭირო იყო სივისთის და ახლა ცხოვრებისეული ინფორმაცია გააცნო, ჰოსოკს.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now