ეჭვი

620 84 44
                                    

-დარწმუნებული ხარ? - კითხულობს ომეგა, ხელში შოკოლადიან რძეს იღებს, საწრუპი პირთან მიაქვს, სკამის საზურგეს მაგრად ეყუდება და კიმს პირდაპირ სახეში აჩერდება.

-დარწმუნებული ვარ! მე ის ვიგრძენი! -მტკიცე ხმით, იძახის კიმი, მაგრამ ნერვიულად თითებს ათამაშებს, თან მის პირისპირ მჯდომს შეჰყურებს, იმედიანი თვალებით, თითქოს დახმარებას და ნუგეშს მოელის მისგან.

-საეჭვოდ მეჩვენება. შენ, ახალი დამთავრებული გაქვს დენა და შეიძლება ამის ბრალია, თავბრუსხვევა. - დინჯად იძახის ომეგა, საწრუპს პირში იბრუნებს და ფეხს ფეხზე იდებს.

-მარტო თავბრუსხვევა რომ ყოფილიყო მეც მივხვდებოდი, რომ დენის ბრალია. - ოდნავ გაბრაზებული ხმით იძახის ომეგა,ხელებს მკერდთან აჯვარედინებს და თავს დაბლა უშვებს.

პაკი ხვდება რომ მეგობარს აწყენინა, ამიტომ სკამიდან დგება და თეჰიონს უჯდება მარჯვენა გვერდიდან, მის მკლავს ეხვევა, მხარზე თავს ადებს და საუბარს იწყებს:

-მაპატიე, ეს შენს საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ ... არ ვიცი. ალბათ მოულოდნელია ასე უცაბედად შენს ჭეშმარიტთან შეხვედრა, არა?! - კითხულობს ომეგა და უფრო ეკვრის კიმის მკლავს.

-ალბათ. - დაბნეული ხმით პასუხიბს კიმი და ვანილის რძეს სვამს.

-ისე, რა შეგრძნება იყო? როგორ იგრძენი თავი? როგორი სუნი ჰქონდა? - თავი, კიმის მხრიდან აწია და ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა,მეგობარს, შეეცადა დაძაბულობა განემუხტა. შეიძლება ბევრ მის ნაცნობს ჰგონია რომ ის უცნაურია, მაგრამ ეს ომეგა ძალიან ჩვეულებრივია, რომელიც ყველა ომეგის მსგავად, ლამაზ, თავაზიან, კეთილ, დამცველ და სხვა უამრავი თვისებით სავსე ალგას ნატრობს, რომელსაც ეყვარება, დაიცავს და მოუვლის.

-არ ვიცი როგორ ავხსნა. როდესაც დავინახე, მუცელში დაჭიმულობა ვიგრძენი, შემდეგ თავბრუსხვევა, შემდეგ კი, ცხვირში შეღიტინება ვიგრძენი. მინდოდა რომ, იქვე გავშხლართულიყავი, მის ფეხებთან. მინდოდა რომ, სულ ახლოს ვყოფილიყავი. მომინდა რომ, მის ხელებში მენებივრა. მინდოდა რომ, სულ მისი სუნი მეყნოსა. გონება მთლიანად მასზე ფიქრებმა მოიცვა და უფრო დამეჭიმა მუცელი. როდესაც ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა, ისეთი სუნი ვიგრძენი, რომელმაც დამამშვიდა, მომადუნა და აზროვნების უნარი წამართვა, მერე კი თავბრუსხვევა გამიმძაფრდა და კინაღამ წავიქეცი, რომ არა ჰოსოკი ალბათ ძირს მოვადენდი ზღართანს. - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ომეგამ და ისევ რძისკენ გაიწია.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now