პაემანი

495 65 18
                                    

*-*-*-*

ჰოსოკმა ნელა შეიყვანა თეჰიონი სახლში. და ნელი ნაბიჯით მივიდნენ სასტუმრო ოთახში.

-ჩო~ - დაიძახა ხმამაღლა ალფამ და ბეტაც უმალვე მათ გვერდით გაჩნდა.

-გისმენთ სერ. - თქვა შავ თეთრ ფერში გამოწყობილმა ბეტამ და თავი დაუკრა ახალმოსულ სტუმრებს.

-თეჰიონ რამე გინდა? - იკითხა ალფამ მზრუნველი ტონით და მშვიდი გამომეტყველებით შეხედა ომეგას.

-ააა... არა. მადლობა.  - ნერვიულად დაუკრა თავი ბეტას და ალფას შეხედა

-კარგი, მაშინ, მე მომიტანე წყალი. - თქვა ალფამ ცივად და ბეტას ანიშნა წასულიყო.

-დიახ სერ. - თქვი დაუკრა შავგვრემანმა და სამზარეულონსკენ მიმავალ მარცხენა მხარეს გაუყვა.

-მოდი, Დაჯექი. Თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. - ანიშნა ომეგას და კომფორტულად მოკლათდა ნაცრისფერ სავარძელში.

Თეჰიონი ოდნავი მორიდებით მივიდა ჰოსოკთან და მის გვერდით დაჯდა. Ახლოს არ დამჯდარა. Რაღაც მიზეზის გამო დიტანციას იცავდა, რაც მან შენიშნა და მასთან ახლოს მიიწია.

-არაფერი არ მოხდება. Ასე უხერხულად ნუ ხარ. Ცოტათი მოდუნდი. - თქვა თბილი ტონით და მარცხენა  მხარზე ხელი მოუთათუნა ბიჭს.

-კარგი. Მადლობა. - ნაზი ღიმილით თქვა თეჰიონმა და ოდნავ ჩამოუშვა მხრები, მოდუნების  ნიშნად.

Ოთახში არსებული სიჩუმე, ბეტას გაწონასწორებული ნაბიჯების ხმამ დაარღვია.

Ბიჭმა, ალფას წყლის ჭიქა თავის დაკვრით დაუდო, მათ წინ მდგომ შავი ხის მაგიდაზე და ოთახი ისევ უჩუმრად დატოვა.

Ოთახში ისევ სიჩუმემ დაისადგურა, სანამ ჰოსოკმა არ დაარღვია ის.

-თეჰიონ? - იკითხა ალფამ ისეთი ტონით თითქოს ვერ ამბიბდა იმას რისი თქმაც სურდა.

-გისმენ ჰობი. Რა მოხდა? Რამე გჭირს? - იკითხა მან და ჰოსოკს თვალებში შეაჩერდა, რომელიც ოდნავი სიმორცხვით და ცნობისმოყვარეობით იყო სავსე.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now