დამღლელი დღე

539 77 54
                                    

დღეს რაღაც ხასიათზე მოვედი და ამის გარდა, კიდევ ერთ თავს ვწერ მაგრამ მგონი დანარჩენებზე უფრო მეტილოდინი მოგიწევთ ახლა შეგიძლიათ წაიკითხოთ. ბოდიში შეცდომებისთვის

მალევე შეაღეს კარები ხმაურიანად, რითაც ყველას ყურადღება მიიპყრეს. ჯიმინს შეეშინდა მაგრამ, მაინც გაბედა და საუბარი წამოიწყო.

-წამყვანი მოცეკვავის და ქორეოგრაფის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი პერფონმასი და არამარტო ხვალინდელი. ყველა პერფონმანსი უიღბოდ ჩატარდება. და ასევე მოგეცემათ საშუალება, წამყვანის სახე ნახოთ. ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ. - თქვა თუ არა ჯიმინმა გამოსაცვლელი კაბინისაკენ წავიდა, უნიფორმით ხელში, - და კიდევ, დღეს საბოლოო რეპეტიციაა, ალბათ იცით და ამიტომ ყველანი უნიფორმებში იცეკვებთ. - ეს თქვა და ყველა უკან დაედევნა.

-დაა.. თქვენ ვინ ხართ? - ჰკითხა ერთ-ერთმა ომეგამ, რომელიც სსხვების მსგავსად დაბნეული იყო და ამ ადამიანის ვინაობით იყო დაინტერესებული. ჯიმინი ამ კითხვამ დააბნია, მაგრამ იცოდა რომ ეს კითხვა, აუცილებლად დაისმებოდა.

-ნუთუ წამყვან მოცეკვავეს ვერ სცნობ?! კარგი, კარგი. დავანებოთ ამას თავი. ეს პაკ ჯიმინია, საუკეთესო მოცეკვავე და ბალერონი, ჩაბარებიდან თქვენი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. ახლა კი, ყველას შეგვიძლია საქმეს მივხედოთ. - ჩაერთო საუბარში თეჰიონი და ომეგას, ამომწურავი პასუხი გასცა რამაც, ყველას უფრო მეტად დაბნევა გამოიწვია.

-ან...ანუ შენ ხარ? - ყველას უკვირდა რომ ეს, ის ჯიმინი იყო, რომელსაც იცნობდნენ,რადგან ასეთ ფორმაში არასოდეს არავის არ ჰყავდა ნანახი

-დიახ, მე ვარ და უკვე ვაგვიანებთ. დროა დავიწყოთ, თორემ ვერ მოვასწრებთ! - თქვა ჯიმინმა და ყველას, ჯერ კოსტუმებზე შემდეგ კი, კაბინებზე მიუთითა.

-დიახ, ყველაფერი გასაგებია. ახლავე. - თქვეს დაბნეულმა ომეგებმა და ყველამ დასტაცა ხელი თავის უნიფორმას, შემდეგ კი თითოეული კაბინაში შევიდა.

✓| Blue Sky |✓Where stories live. Discover now